კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უფლის სასჯელი ურჩი შვილებისთვის და ამქვეყნიური გამოცდა



მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ როდესაც ისინი შვილებზე ზრუნავენ, უფალი მათთან ძალზე ახლოსაა და ხშირად დაუყოვნებლივ უსრულებს თხოვნას, რომელიც შვილების გამოსწორებისაკენ არის მიმართული.

ამის მაგალითია ერთი შემთხვევა, რომელსა ც ახლა გიამბობთ.

მოწიფული შვილი უხეშად არღვევდა ქრისტიანულ მცნებებს და მშობელთა შეგონებებს ყურად არ იღებდა. მოთმინებადაკარგულმა მამამ ერთხელ უთხრა მას: „უფალი დიდხანს ითმენს, მაგრამ მერე მწარედ სცემს“.

იმავე საღამოს მამა სანადირო თოფს ტენიდა. უცებ შემთხვევით ტყვია გავარდა და შვილს მოხვდა. შვილს იმავე წუთს გაახსენდა მამის სიტყვები და გაოცდა, თუ რა სწრაფად აუხდა. საბედნიეროდ, ბიჭი გადარჩა. მან იმ დღიდან თავი ანება ცოდვიან ცხოვრებას და ჭეშმარიტ ქრისტიანად იქცა.

მშობლებისადმი გამოჩენილი ურჩობის გამო შვილებს ყველა საქმეში სულიწმიდა და ღვთის კურთხევა განეშორებათ. ეს კი არსით უკვე თავისთავად წყევლაა.

საინტერესოა აგრეთვე ოპტინელი იღუმენის თეოდოსის მონათხრობიც; ადრე დაობლებული თეოდოსი უმცროს ძმას მამის მაგივრობას უწევდა. ძმამ ცხოვრებაში სწრაფად მიაღწია წარმატებას, რის გამოც თავის თავზე დიდი წარმოდგენა შეექმნა – ყველაფერს საკუთარ ძალებს მიაწერდა და ღმერთი დაივიწყა. თეოდოსიმ ძმა ამხილა. მან არ შეისმინა ძმისა და განაცხადა, რომ ყველაფერი სწორედ საკუთრივ მისი დამსახურება იყო; თან თეოდოსის თანდასწრებით ხატი შეურაცხყო. თეოდოსიმ ამის ატანა ვერ შეძლო და ძმა დაწყევლა. ამ მომენტიდან დაწყევლილი ძმის ცხოვრება უკუღმა დატრიალდა – მან ყველაფერი დაკარგა, გაკოტრდა და სიცოცხლე საცოდავად დაასრულა. თეოდოსი შემდგომში ინანიებდა, თუმცა მოსახდენი მოხდა.

„კეთილშობილური“ წყევლა

ხშირად გაიგონებთ, განაწყენებული ადამიანი რომ ამბობს: „ღმერთი მიუზღავს მას სამაგიეროს“.

ამაზე მამა პაისი ასე პასუხობს:

– ადამიანს, რომელიც ამას ამბობს, არ ესმის, რომ ის, ასე ვთქვათ, „კეთილშობილურად“ იწყევლება. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ გულისხმიერნი არიან, რომ აქვთ სიყვარული და სულიერი სიფაქიზე და რომ ითმენენ უსამართლობას. მაგრამ, ამავე დროს, იმათზე, ვინც მათ აწყენინებს, ამბობენ: „დე, ღმერთმა მიუზღოს მათ თავიანთი ბოროტებისთვის“. ამქვეყნად ყველა ადამიანი გამოცდას აბარებს იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში სამოთხეში გადასასვლელად. ასეთი „კეთილშობილური“ წყევლით ქრისტიანი „გამსვლელ ქულას“ ვერ მოიპოვებს. განა ასეთ სიყვარულს გვასწავლიდა უფალი? „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას სჩადიან“ (ლუკ. 23,34). აი, როგორ სიყვარულს გვასწავლის იგი.

ამას გარდა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ლოცვა-კურთხევა, როდესაც დაუმსახურებლად გვწყევლიან, ჩვენ კი სიჩუმითა და სიკეთით ვპასუხობთ.

თუკი ჩვენდამი ბოროტად განწყობილი ზოგიერთი ადამიანი სინამდვილეს ამახინჯებს, ცილს გვწამებს, ან უსამართლოდ გვექცევა, შევეცადოთ, თუკი შევძლებთ და თუკი ეს პირადად ჩვენ გვეხება, თავი არ გავიმართლოთ და ნუ წარმოვთქვამთ ამ სიტყვებს: „დე, უფალმა მიუზღოს მას“, რადგან ესეც წყევლაა. ყველაზე კარგია, თუ მთელი გულით მივუტევებთ ჩვენს მტრებს, ღმერთს შევევედრებით, შეგვეწიოს ცილისწამების ტვირთის ზიდვაში და შეძლებისდაგვარად, გავაგრძელებთ სულიერ ცხოვრებას. დე, მოგვექცნენ უსამართლოდ ისინი, ვისაც წესად აქვთ სხვების განკითხვა, – ისინი ამ გზით ჭეშმარიტი ცხოვრებისთვის ოქროს გვირგვინებს გვიმზადებენ. რა თქმა უნდა, ღვთისნიერი ადამიანი არასოდეს იწყევლება, რადგან მას სიბოროტე არ აქვს, მათ მხოლოდ სიკეთე აქვთ. ისინი უდიდეს, სხვებისთვის უხილავ სიხარულს განიცდიან.



„კანდელი“


скачать dle 11.3