კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: რომელ დღეებშია შესაძლებელი ძაღლის დართვა?

პასუხი: ძაღლის ციკლის ხანგრძლივობა დაახლოებით 22-26 დღე გრძელდება, თუმცა, გააჩნია ჯიშს – ზოგ ძაღლს მხოლოდ 16 დღე აქვს. ციკლი არ მოიაზრებს იმას, რომ დაწყების დღიდან შეიძლება დაწყვილება. დაწყვილების პერიოდი ციკლის დაწყებასთან ერთად იწყებს განვითარებას. ხშირ შემთხვევაში, ძაღლის დართვა შესაძლებელია მე-8, მე-12 ან მე-14 დღეს. სასურველია, დაწყვილება კინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს. თუ გსურთ, რომ ძუ ძაღლი მაკედ დარჩეს ციკლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, აუცილებლად უნდა მიმართოთ კინოლოგს – ის შეამოწმებს ძაღლს და გეტყვით გრაფიკს, რის მიხედვითაც მოხდება დაწყვილება.

კითხვა: მაინტერესებს, რამდენი ხანი მოქმედებს პარაზიტების საწინააღმდეგო ხსნარები?

პასუხი: გააჩნია ხსნარს: ზოგი ორი კვირა ჰყოფნის ჯღიბებზე, ხოლო რწყილებზე – ერთი თვე. საშიშია კოღოს ნაკბენიც, რომელიც, როგორც იცით, ხშირად ლეიშმანიოზის გადამტანია. გირჩევთ, ძაღლი დამუშავებული გყავდეთ სპეციალური ხსნარით, რადგან, თუ ჯღიბა დაავადებულია, ის მთელი რიგი დაავადების გადამტანია და შესაბამისად, ძაღლსაც პრობლემას შეუქმნის.

კითხვა: ქალაქიდან გასვლის წინ თუ არის ძაღლისთვის რაიმე სპეციალური აცრის გაკეთება აუცილებელი?

პასუხი: სპეციალური არა, მაგრამ, ქალაქიდან გასვლის წინ, ჩვეულებრივ, ძაღლს კომპლექსური აცრები უნდა ჰქონდეს გაკეთებული და, რაც მთავარია, აუცილებლად უნდა იყოს აცრილი ცოფზე. ასევე, ძაღლი სპეციალური ხსნარებით უნდა იყოს დამუშავებული.

კითხვა: საჭიროა თუ არა რაიმე კონკრეტულის გათვალისწინება ძაღლის აგარაკზე წაყვანისას?

პასუხი: როცა თქვენ და თქვენი ოთხფეხა მეგობარი აგარაკზე ჩახვალთ, თუ იქ არავინ ცხოვრობს და ტერიტორია მთელი წლის განმავლობაში ცარიელი იყო, ჯობია, ძაღლი თავისუფლად არ გაუშვათ ეზოში. უკეთესია, თუ შესვლისთანავე ძაღლს დააბამთ და იქაურობას დაათვალიერებთ. ძაღლის ეზოში თავისუფლად გაშვება მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ, რაც ტერიტორიას კარგად შეამოწმებთ და ნახავთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. ძაღლის გაშვება რეკომენდებული არც დიდ ბალახშია. ამიტომ უკეთესია თუ ეზოს ზედმეტი ბალახისგან გაათავისუფლებთ – ამით ზედმეტ პრობლემას აიცილებთ თავიდან, არც ტკიპა და რწყილი განვითარდება ადვილად. იდეალური ვარიანტია, თუ თქვენ ჩასვლამდე იქ ვინმე ბალახს სპეციალური ხსნარით დაამუშავებს.

კითხვა: როდიდან არის რეკომენდებული ძაღლის პირველი ბანაობა?

პასუხი: ვაქცინაციის დასრულებიდან, მეხუთე-მეექვსე დღეს უკვე შეიძლება, ძაღლი აბანაოთ – ჩაუყაროთ სათამაშოები და ნელ-ნელა, თამაშ-თამაშით შეაჩვიოთ წყალს, რადგან, ერთხელ თუ დაფრთხა, მერეც ასე იქნება. ძაღლი აუცილებლად სპეციალიზებული შამპუნით უნდა დაბანოთ, რადგან ადამიანის შამპუნი ისეთ მინერალებს შეიცავს, რომლებიც ძაღლის კანისთვის არ არის სასურველი. ბანაობის შემდგომ აუცილებელია გრუმინგია, რაც საკმაოდ რთული პროცესია.


скачать dle 11.3