კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და რატომ წარმოიშობა ცხოველის ორგანიზმში ქვები და რა სახით ხდება მისი მკურნალობა


ისევე როგორც ადამიანის, ცხოველის ორგანიზმშიც ვითარდება კენჭი, რაც არცთუ ისე უმტკივნეულო პროცესია. რა უნდა გავაკეთოთ და როგორ მოვუაროთ ამ შემთხვევაში ჩვენს ოთხფეხა მეგობარს, ამ თემასთან დაკავშირებით ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ურელითიაზები (შარდკენჭოვანი დაავადება), დაავადებაა, რომელიც თირკმელებში ქვების წარმოქმნით ხასიათდება (ნეფროლითი) ან შარდის გამომტან გზებში (უროლითები).

– რომელ ორგანოებში წარმოიშვება ქვები ძირითადად?

– ქვები შეიძლება, წარმოიშვას და დაგროვდეს შარდის გამომყოფი სისტემის ზედა ნაწილში, თირკმელებში და შარდსაწვეთებში, ასევე ქვედა ნაწილში – შარდის ბუშტსა და შარდის გამომყოფ მილში. ყველაზე გავრცელებულია შარდის ბუშტის ქვები. თირკმელებში კი ქვების დაგროვება იშვიათია და გვხვდება 5-10 პროცენტში. ქვები განსხვავდება ერთმანეთისგან თავისი შემადგენლობით. ყველაზე გავრცელებულია ისინი ამონიუმისა და მაგნიუმის ფოსფატების შემადგენლობით და აღწევს, დაახლოებით, 60-70 პროცენტს. ყველა სახის ქვებიდან გავრცელების სიხშირით მეორე ადგილზეა კალციუმის ოქსალატები, ხოლო შედარებით იშვიათია ურეატები, რომელიც შედგება შარდმჟავასგან, ამონიუმისა და ნატრიუმის ურატებისგან. არსებობს კიდევ ქვების სახეობა, რომლებიც გვხვდება მხოლოდ განსაკუთრებულ ჯიშებში.

ურელითიაზების კრისტალიზაციის მაპროვოცირებელი ფაქტორები შეიძლება, იყოს გარეგანი ანუ ეგზოგენური და შინაგანი ანუ ენდოგენური. გარეგან ფაქტორებად ითვლება კვების პირობები – რით იკვებება ცხოველი, წყლის მინერალური შემადგენლობა და მინერალური მარილების შემცველობა; შინაგანი მიზეზია: ორგანიზმის დაავადებები, რომლებიც იწვევს ქვების წარმოქმნას, მაგალითად, ჰიპერპარა თირეოზი, შარდ-სასქესო სისტემაში ანთებითი პროცესები, ნივთიერებათა ცვლის გენეტიკური დარღვევები. აღნიშნული დაავადებების დროს იცვლება შარდის მინერალური შემადგენლობა, ხდება შარდის შეკავება და მასში კრისტალიზაციის დაწყება, რაც განაპირობებს ქვების წარმოქმნას.

ფოსფალატები შეიძლება, შეგვხვდეს ყველა ასაკის ძაღლში (ძირითადად შუახნის 4-6 წლის ასაკში). ჯიშობრივი მიდრეკილება გააჩნიათ შემდეგ ჯიშებს: ტაქსას, ბიგლის, პეკინესსა და პუდელს, რაც განპირობებულია შარდ-სასქესო სისტემის ადგილობრივი დაცვის მექანიზმის სისუსტით.

– ძუებში უფრო ხშირია თუ ხვადებში?

– აღნიშნული ქვების დაგროვება უფრო ხშირია ძუებში და მიმდინარეობს შარდ-სასქესო სისტემის ინფექციით. ოქსალატები გვხდება ყველა ასაკის ძაღლებში და უფრო ხშირად ხვადებში. რაც შეეხება ჯიშობრივ მიდრეკილებას, უფრო მეტად იორკშირ ტერიერებს დავასახელებდი.

ურეატები ხშირად გვხვდება დალმატინებში, იორკშირ ტერიერებსა და „ბალონკებში“, რაც განპირობებულია ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზში გენეტიკური დარღვევებით. უმეტესად გვხდება ხვადებში.

შარდკენჭოვანი დაავადების კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია კენჭების დაგროვების ლოკალიზაციის ადგილზე, მათ ზომასა და რაოდენობაზე.

– რა სიმპტომები აქვს?

– გახშირებული, ასევე მტკივნეული – გაძნელებული, გახანგრძლივებული შარდვა და სისხლიანი შარდი. კონკრემენტები იჭედება ურეთრაში. შეიძლება გამოიწვიოს ურეთრის ნაწილობრივი ან სრული ობსტრუქცია, რაც გაჭედვით თირკმლის უკმარისობას იწვევს. ამას კი შეიძლება, მოჰყვეს თირკმლისმიერი ენცეფალოპათიები. თუ კენჭები ლოკალიზებულია შარდის გამომყოფი სისტემის ზემო ნაწილში, შეიძლება, დიდხანს უსიმპტომოდ დარჩეს და შემდეგში განვითარდეს თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. თუ ცხოველს აღნიშნულ სიმპტომებს შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს, რომელიც დაადგენს სიმპტომების გამომწვევ მიზეზს, დასვამს დიაგნოზს და ჩაატარებს საჭირო სამკურნალო მანიკულაციებს.

– დიაგნოსტირება რა მეთოდით ხდება?

– ურელითიაზების დიაგნოსტირება ხდება რენტგენოგრაფიით. რაც შეეხება შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობას, სასწრაფოდ უნდა მოიხსნას თირკმლის უკმარისობა, უნდა მოხდეს შარდის ბუშტის კათეტერიზაცია და იმის დიაგნოსტირება, თუ რა ადგილზეა ლოკალიზებული კენჭი. ამის შემდეგ კენჭს ამოიღებენ ოპერაციული ჩარევის საშუალებით.

– მკურნალობის შემდეგ რა უნდა გაითვალისწინოს ძაღლის პატრონმა?

– აღნიშნული მკურნალობის შემდეგ საჭიროა, დიეტის დაცვა, გარკვეული შეზღუდვები იმის მიხედვით, თუ რა სახის კენჭები აღმოაჩნდება ცხოველს. ასევე, სისტემატურად უნდა გაუკეთდეს შარდის საერთო ანალიზი, შარდ-სასქესო სისტემის რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევა, რადგან ადვილი შესაძლებელია, შარდკენჭოვანი დაავადების რეციდივი მოხდეს და კენჭები ისევ წარმოიშვას.


скачать dle 11.3