კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით შეიძლება რაპისის პალმის ზრდის დაჩქარება და როდის ავადდება ის


„ფლორა ინტერნაციონალის”, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე აგვიხსნის, როგორ გავახაროთ პალმის ერთ-ერთი სახეობა, რომლის გაზრდა შესაძლებელია ოთახის პირობებშიც. თუ გსურთ, რომ ბინაში ნამდვილი ფლორის სამყარო შეიქმნათ, ბატონი ამირანის რჩევებს გადახედეთ და გაითვალისწინეთ.


– ბატონო ამირან, რას გვეტყვით რაპისის პალმის შესახებ?

– ის არის ტროპიკული მცენარე, შედის პალმისებრთა ოჯახში, ძალიან უპრეტენზიოა და ამავე დროს ულამაზესი.

– ზაფხულში როგორ მოვუაროთ ამ პალმას?

– რაპისის პალმა ზაფხულში განსაკუთრებულ მოვლას არ ითხოვს. ამ მცენარისთვის მთავარია, ნორმალურად მორწყათ, მისთვის სასურველ გარემოში ამყოფოთ და სხვა დამატებითი მოვლა არ სჭირდება.

– რა ზომის იზრდება ეს პალმა?

– საქართველოს პირობებში ის იზრდება, დაახლოებით, ორი მეტრი სიმაღლის. ოთახის პირობებისთვის სრულიად მისაღები მცენარეა. არ იკავებს დიდ ადგილს. მისი დადგმა შეიძლება სამკუთხედში. ის განივად არ იზრდება და ამიტომ ნებისმიერ ოთახში შეგიძლიათ, დადგათ. ამ პალმის გასხვლა არ შეიძლება.

– სად დავდგათ ახლა რაპისის პალმა?

– ახლა უკვე შეიძლება დადგათ ბაღში, აივანზე. მას ამ დროს ძალიან უყვარს გარეთ ყოფნა. თუმცა, თუ ამის პირობები არ გაქვთ, ბინაშიც არ შეგიქმნით პრობლემებს, მშვენივრად გაიხარებს. გაითვალისწინეთ, რომ ისევე როგორც უმეტეს მცენარეზე, მასზეც მოქმედებს კონდიციონერი. ამიტომ, ისეთ ოთახში დადგით, სადაც კონდიციონერი არ იქნება.

– განათება და მზე თუ უყვარს ამ პალმას?

– სასურველია, კარგ შუქზე დადგათ. ეს აუცილებელია პალმის ფოთლების სიჯანსაღისთვის. მზის მწველ სხივებს მოარიდეთ, თუმცა ტემპერატურა მაღალი უყვარს.

– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ეს პალმა წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?

– ის ტროპიკული მცენარეა და ძალიან უყვარს მაღალი ტემპერატურა. ზამთარში, მინიმუმ, 28 გრადუსი უნდა იყოს. ნუ შეუშინდებით გამათბობელს, დადგით იმავე ოთახში, უბრალოდ, ცოტა შორიახლოს. ზაფხულში კი, რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, რაპისის პალმა უკეთ გრძნობს თავს.

– რაპისის პალმაზე თუ მოქმედებს ადგილის შეცვლა და გადაადგილება?

– საერთოდ, ამ მცენარეზე არ მოქმედებს გადაადგილება, მაგრამ, ეს არც დაგჭირდებათ, თუ უკვე ოთახში გიდგათ. პალმა ზამთრის სეზონზეც შეგიძლიათ, იმავე ადგილას ამყოფოთ.

– როგორ ნიადაგში ჩავრგოთ ეს მცენარე?

– მისი ნიადაგი გაზავებული უნდა იყოს: ნაკელით, ტორფით, ქვიშით. ზაფხულში შეგიძლიათ მინერალური სასუქიც მიაწოდოთ. ერთი რამ გაითვალისწინეთ, რომ პალმები ძალიან ძნელად მზარდი, ძვირად ღირებულია და სხვა მცენარეებთან შედარებით უფრო დაფასებულია. სხვა პალმების მსგავსად, რაპისის პალმაც რთულად იზრდება და წლები სჭირდება მისი ტანის აყრას.

– ხომ ვერ დავაჩქარებთ მცენარის ზრდას?

– ეს შესაძლებელია აზოტმჟავათი და სხვა საკვები ნივთიერებებით, თუმცა დაჩქარებულმა პროცესმა შესაძლოა, საერთოდ დააკარგვინოს მცენარეს ძველებური ეფექტი.

– რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ მცენარის გადარგვას?

– ამ პალმის გადარგვა შეგიძლიათ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

– რით შეიძლება დაავადდეს რაპისის პალმა?

– ამ პალმას თმა აქვს ღეროზე და სამწუხაროდ, შეიძლება, მას დაეხვიოს ქინქლა, ტკიპა. მავნებლები უნდა მოვაცილოთ დეცისით. ეს წამალი შეასხურეთ ღეროზე, რომ მცენარეს მავნებლები მოაშოროთ. ასევე შესაძლებელია, მავნებლების მოშორება ინსეკციდებით.

– ახლა რა ინტენსივობით მოვრწყათ მცენარე?

– ზაფხულში მაღალია ტემპერატურა და მცენარეს ყოველ მეორე დღეს სჭირდება წყლის დასხმა, ზამთარში კი შეგიძლიათ, ეს პალმა მხოლოდ ათ დღეში ერთხელ მორწყათ. მისი ნიადაგი უნდა იყოს ზომიერად ტენიანი.

– შესაძლებელია ამ პალმის გამრავლება საქართველოში?

– მისი გამრავლება ხდება ამონაყრით, თუმცა ეს ძალიან რთული პროცესია და ადვილი შესაძლებელია შედეგს ვერ მიაღწიოთ. ამიტომ, გირჩევთ, შეიძინოთ მისი ნერგი და გაახაროთ შემდგომ თქვენს ბინაში. რაპისის პალმის ნერგის შეძენა შეგიძლიათ ჰოლანდიური ყვავილების მაღაზიებსა და სათბურებში. მცენარის გამრავლება მიზანშეწონილია შემოდგომით. ამ დროს არანაირი დამატებითი მოვლა არ სჭირდება მას.

– რა ზომის ქოთანში გვირჩევთ თავდაპირველად, მცენარის ჩარგვას?

– მისთვის სასურველია საშუალო ზომის ქოთანი, ორიდან ოთხ კილოგრამამდე. გადარგვისას შეგიძლიათ, გამოუცვალოთ ქოთანიც და უკვე შედარებით, მოზრდილ ჭურჭელში ჩარგოთ.

– დაახლოებით, რა ღირს ზრდასრული რაპისის პალმა?

– უკვე ზრდასრული რაპისის პალმის საწყისი ფასი 500 დოლარია. ეს დამოკიდებულია მცენარის ვიზუალურ და ასაკობრივ მხარეზე.


скачать dle 11.3