კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეეკრნენ მოღალატე ქართველები რუსის გენერალს


მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი განსაკუთრებით მძიმე იყო საქართველოს ისტორიაში. სახელმწიფოებრიობის გადარჩენის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა – მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს რუსეთის იმპერიამ ქართული სამეფო სამთავროები დაიპყრო. საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლას სათავეში ედგნენ კახეთის სამეფო სახლის წარმომადგენლები: ერეკლე პირველის (ნაზარ-ალი-ხანის) შვილი – თეიმურაზ მეორე და თეიმურაზის ვაჟი – ერეკლე მეორე. ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა ბევრმა ობიექტურმა და სუბიექტურმა ფაქტორმა განაპირობა, თუმცა, ამ ტრაგედიაში ბრალი ერეკლე მეორის მოწინააღმდეგეებს – ანტიგმირებს მიუძღვით. ამ საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ვახტანგ გურული.



– ბატონო ვახტანგ, ვის დაასახელებდით თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის მოღვაწეობის დასაწყისი პერიოდის ანტიგმირებიდან?

– თეიმურაზ მეორე და ერეკლე მეორე ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლას იწყებენ მეთვრამეტე საუკუნის ოცდაათიანი წლების შუა ხანებიდან. ამ დროს ჯერ არც ერთია მეფე და არც მეორე. მამა-შვილმა სწორად ამოიცნო, რომ ნადირ-შაჰის მოღვაწეობის შედეგად გაძლიერებული ირანი სამხრეთ კავკასიიდან აუცილებლად გააძევებდა ოსმალეთს. ამიტომ, თეიმურაზმა და ერეკლემ ორიენტაცია ირანზე გააკეთეს და პროირანული პოლიტიკის გატარება დაიწყეს. როგორც მომავალმა გვიჩვენა ეს იყო აბსოლუტურად სწორი გათვლა.

თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის პოლიტიკურ კურსს გამოუჩნდნენ პრინციპული მოწინააღმდეგეები: თავადი გივი ამილახვარი და შანშე ქსნის ერისთავი. გივი ამილახვარი, ირანის მიერ ოსმალეთის სასტიკად დამარცხების მიუხედავად კვლავ პროოსმალურ პოზიციაზე იდგა, ხოლო შანშე ქსნის ერისთავი რუსეთზე ამყარებდა იმედს. ეს ორივე ანტიგმირი უდავოდ გამჭრიახი და უშიშარი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, თავიანთი გამჭრიახობა და სიმამაცე მათ იმაში გამოიყენეს, რომ უკიდურესად დაძაბეს ვითარება ქართლსა და კახეთში და ხელი შეუშალეს თეიმურაზსა და ერეკლეს დასახული კურსის რეალიზებაში. გივი ამილახვრის თავგასულობის წარმოსაჩენად ერთი მაგალითიც იკმარებდა: მას შემდეგ, რაც, ნადირ-შაჰმა სამხრეთ კავკასიაში სასტიკად დაამარცხა ოსმალები, ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო. ზავის პირობის მიხედვით, ქართლი და კახეთი ირანის გავლენის სფეროდ გამოცხადდა. თეიმურაზსა და ერეკლეს, რომელთაც უკვე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ნადირ-შაჰთან, საშუალება ეძლეოდათ, ქვეყნის აღორძინებისთვის დაეწყოთ მოღვაწეობა. ამისთვის აუცილებელი იყო სიმშვიდე, ეს სიმშვიდე კი ქართლსა და კახეთს ირან-ოსმალეთის ომმა მოუტანა. ზავის დადების დროისთვის გივი ამილახვარი თავისი ჯარით გამაგრებული იყო სურამის ციხეში. ამ თავნება თავადის პროოსმალური ორიენტაციის შესახებ, ცხადია, იცოდა ნადირ-შაჰმაც. ამიტომ იყო, რომ ირანელებმა კატეგორიულად მოითხოვეს სურამის ციხის დაცლა. გივი ამილახვარს კი ამის გაგონებაც არ სურდა.

– როგორ მოიქცნენ ასეთ სიტუაციაში თეიმურაზი და ერეკლე?

– ნადირ-შაჰი თეიმურაზსა და ერეკლეს გივი ამილახვრის დასჯას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარის გამოგზავნით იმუქრებოდა. თეიმურაზმა და ერეკლემ უწყოდნენ, რომ სურამის ციხის აღებას დიდი სისხლისღვრა მოჰყვებოდა, ამიტომ არწმუნებდნენ, გივი ამილახვარს რომ: ციხე უბრძოლველად დაეცალა. გივი ამილახვარმა კარგად იცოდა, რომ ოსმალეთი მას ვეღარ დაეხმარებოდა; ისიც კარგად ესმოდა, რომ თავისი სიჯიუტით ნადირ-შაჰის თვალში ერეკლესა და თეიმურაზს წონას უკარგავდა. მიუხედავად ამისა, ქართლელი თავადი ირან-ოსმალეთის ზავის პირობის შესრულებას არ აპირებდა. თეიმურაზ მეორე პირადად ჩავიდა სურამში, გივი ამილახვარი ციხიდან გამოვიდა და მოლაპარაკება გამართა თეიმურაზთან. მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა – ამილახვარი ციხის დაცლაზე დათანხმდა. ამის აღსანიშნავად თეიმურაზმა და გივიმ იქეიფეს კიდეც. მეორე დილით, თეიმურაზი ციხის დაცლის მოლოდინში რომ იყო, გივი ამილახვრისგან ასეთი პასუხი მიიღო: ციხე ჩემია და, მინდა დავცლი, მინდა – არაო! საბოლოოდ, გივი ამილახვარს ციხის დაცლა მაინც მოუწია, მაგრამ ამ ანტიგმირმა თავისი სიჯიუტით საფრთხის ქვეშ დააყენა ქართლისა და კახეთის სამეფოების მშვიდობიანი ცხოვრება. ამ ინციდენტის მნიშვნელობა გაზვიადებულად რომ არ გამოჩნდეს ერთ ასეთ ამბავსაც გავიხსენებ: როდესაც ნადირ-შაჰს მოახსენეს, რომ გივი ამილახვარი სურამის ციხის დაცლას არ აპირებდა, აღშფოთებულმა ირანის მბრძანებელმა განკარგულება გასცა, ციხე ბრძოლით აეღოთ. მან სპეციალურად გამოგზავნა სურამში მხატვარი, ციხე და მისი შემოგარენი დაახატვინა და ამ ნახატების დათვალიერების შემდეგ, თავის სარდლებს მითითებები მისცა, თუ როგორ უნდა აეღოთ სურამის ციხე ხანგრძლივი ალყით. ასე, რომ, სულაც არ იყო გამორიცხული, განრისხებულ ნადირ-შაჰს ქართლში სერიოზული სამხედრო ოპერაციაც ჩაეტარებინა. წარმოიდგინეთ, ირანის შაჰი და ოსმალეთის სულთანი შეთანხმდნენ, რომ სურამის ციხე ირანის გავლენის სფეროში შესულიყო, გივი ამილახვარი კი აცხადებდა, ციხე ჩემია და, მინდა დავცლი, მინდა – არაო.

– შანშე ქსნის ერისთავზე რას გვიამბობთ?

– არანაკლები თავნება იყო შანშე ქსნის ერისთავიც. ამ ორმა თავნება თავადმა ქართლი ვერ გაიყვეს და ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ. დაიწყო დაუსრულებელი ბრძოლები, რასაც უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ცხადია, ქართლის თავადების ნაწილი ამ დაპირისპირებაში გივი ამილახვარს უჭერდა მხარს, ნაწილი კი – ქსნის ერისთავს. ასე რომ, დაპირისპირებაში ჩათრეული აღმოჩნდა მთელი ქართლი და კახეთის ნაწილიც. ამ დაპირისპირებაში არანაირი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესი არ იდო, პირიქით, იგი ხელს უშლიდა ერეკლეს და თეიმურაზს ქვეყნის აღორძინებაში.

– გივი ამილახვრისა და შანშე ქსნის ერისთავის დაღუპვით დასრულდა ანტიგმირების ეპოქა?

– სამწუხაროდ, არა. ანტიგმირები შემდეგში კიდევ უფრო მრავლად გამოვიდნენ სამოღვაწეო ასპარეზზე. მათ შორის იყვნენ თავადები – დავით ქსნის ერისთავი და ზაალ ორბელიანი. 1769 წელს რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ ქართლ-კახეთის მეფის – ერეკლე მეორისა და იმერეთის მეფის – სოლომონ პირველის დასახმარებლად, გენერალ ტოტლებენის მეთაურობით გამოგზავნა საექსპედიციო კორპუსი. როგორც ირკვევა, გენერალ ტოტლებენს საიდუმლოდ ჰქონდა დავალებული ერეკლე მეორის ტახტიდან ჩამოგდება. ქართლელ თავადებს მიაჩნდათ, რომ ერეკლე მეორეს ქართლის ტახტი უკანონოდ ეკავა და ამის გამო იყო, რომ გენერალ ტოტლებენს სულაც არ გასჭირვებია ერეკლე მეორის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა. ამ შეთქმულების აქტიური მონაწილენი იყვნენ დავით ქსნის ერისთავი და ზაალ ორბელიანი. გენერალ ტოტლებენის მთელი გეგმა ემყარებოდა ოსმალეთთან ბრძოლაში ქართველთა ჯარის დამარცხებას. ამიტომ იყო, რომ მან 1770 წლის აპრილში აწყურის ციხის ალყის დროს ქართველთა ლაშქარი მიატოვა და უკან გამობრუნდა. ერეკლემ ასპინძასთან გამართულ ბრძოლაში ოსმალები სასტიკად დაამარცხა, რითაც ჩაშალა რუსეთის საიმპერატორო კარის გეგმა. ასპინძის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ერეკლემ სპეციალური ელჩობა გაგზავნა ეკატერინე მეორის კარზე, რათა რუსეთის იმპერატორისთვის ოსმალთა დამარცხება მიელოცა. ელჩობამ თან წაიღო ოსმალთათვის წართმეული იარაღი და დროშები. ელჩობაში შედიოდა ზაალ ორბელიანი, რომლის ღალატის შესახებაც, ცხადია, ერეკლემ იმჟამად არაფერი იცოდა, ან, შეიძლება, იცოდა კიდეც, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.

– საიდან დგინდება ზაალ ორბელიანისა და დავით ქსნის ერისთავის ანტიგმირობა?

– უნდა აღინიშნოს, რომ ერეკლემ შეთქმულების გამოძიება დანიშნა, მამხილებელი მასალებიც მოიძია, მაგრამ, რუსეთის საიმპერატორო კარის ზეგავლენით, დამნაშავენი ვერ დასაჯა. პეტერბურგში შეშინდნენ, რომ ძიების პროცესში და სასამართლოზე ცხადი გახდებოდა, თუ ვინ იყო შეთქმულების დამკვეთი. საინტერესოა, რომ ზაალ ორბელიანმა თავი თვითონვე გასცა.

– როგორ?

– რუსეთში ჩასულ ზაალ ორბელიანს საუბარი ჰქონდა ერთ-ერთ რუს სენატორთან. რუსმა სენატორმა ქართველ თავადს დაუფარავად უთხრა, რომ ეკატერინე მეორე უკმაყოფილო იყო ერეკლე მეორის პოლიტიკით (ამ დროს შეთქმულთა საქმის ძიება წარმოებდა, რაც რუსეთს აღიზიანებდა). ქართველმა თავადმა, ნაცვლად იმისა, რომ მეფე დაეცვა, რუს სენატორს განუცხადა: თუ იმპერატორი ერეკლე მეორით უკმაყოფილოა, გადააყენეთ და ტახტი ან იმერეთის მეფე სოლომონ პირველს, ან ვინმე რუსს მიეცითო – აი, ანტიგმირის ნამდვილი სახე!


скачать dle 11.3