კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იხდიან ქალები ფულს კაცის „შებმაში“ და ვის მიმართავენ ასეთ დროს დახმარებისთვის


რასაც ახლა წაიკითხავთ, ზღაპარი არ გეგონოთ. როცა ამბობენ, რომ სამყარო შეიშალა, რომ ფასეულობათა გლობალური გადაფასება ხდება, შეუძლებელია, არ დაიჯერო. ფაქტები ჯიუტად ამხელენ რეალობას... სრულიად შემთხვევით გავიცანი. მასში უჩვეულო არაფერი შემინიშნავს. მეუღლეც ახლდა... მივხვდი, ჩამოსულები იყვნენ, თუმცა, მთლად უცხოელებსაც აშკარად არ ჰგავდნენ. რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები აღმოჩნდნენ. ჯერ პოლიტიკითა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებით დავიწყეთ (უფრო სწორად, იმან გამოთქვა გულისტკივილი მოსკოვი-თბილისის გაუქმებული რეისის გამო – ცოტა ვიწვალეთო...), მერე უფრო ყოფით თემებზე გადავედით და, როცა ჩემმა ახალმა ნაცნობმა მითხრა, რით ირჩენდა თავს დიდ რუსეთში („ირჩენდა“ – ფიგურალური ნათქვამია, ძალიან კარგად და ხელგაშლილად ცხოვრობს), გავოგნდი. რა გული მომითმენდა, ინტერვიუ არ მეთხოვა. ცოტა იყოყმანა, მერე კი დამთანხმდა. მამაკაცებო! ყურადღებით წაიკითხეთ ინტერვიუ პროფესიონალ „შემბმელთან“ და ფრთხილად იყავით. მართალია, მათ ჯერ საქართველოს ინტერნეტსივრცე არ დაუპყრიათ, მაგრამ, ვინ იცის...

ვახო კვლივიძე (29 წლის) პროფესიონალი „შემბმელია“. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ტიპია და, რომ არა მისი პროფესია, ვერაფრით დაგაინტერესებთ...



– ვახო, მოდი, მომიყევი, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი.

– (იცინის) ორი წლის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც, ჩემგან განსხვავებით, ქართველი არ არის, რუსეთში, ქალაქს არ დავაკონკრეტებ, ინტერნეტქსელში შექმნა ვირტუალური სააგენტო. ამით დახმარებას სთავაზობდა იმ მამაკაცებს, რომლებსაც ქალის დათანხმება უჭირთ.

– ანუ, თავიდან მამაკაცებით დაიწყეთ...

– მე არ დამიწყია, იმან დაიწყო. გიყვებით, როგორც იყო. მამაკაცებს თქვენზე უკეთ ვიცნობ და, ვიცი, რამდენი ვერ ახერხებს ქალთან ურთიერთობას, მით უმეტეს, იმ ქვეყანაში. აქ ოდნავ უკეთესად არის საქმე, მაგრამ, მხოლოდ ოდნავ. დიდად ვერც ქართველი მამაკაცები დაიკვეხნიან ქალის „შებმის“ ნიჭით. უფრო იქითა მხარე აქტიურობს, რასაც მე ვუყურებ (ქალებს ვგულისხმობ). სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან ცოტა სკეპტიკურად და იუმორით ვუყურებდით ამას და ვეუბნებოდი კიდეც ჩემს მეგობარს, დროს ტყუილად კარგავ-მეთქი. ცოტა ხანში ნახავ, რომ მაგარი საქმეა. თუ დამხმარე დამჭირდა, აუცილებლად შენ აგიყვან, გაქვს ამისი ნიჭიო. მართლაც, მალე კლიენტების რიცხვმა იმატა. თავიდან ძირითადად მამაკაცები იხდიდნენ ფულს.

– უკაცრავად, ფულს იხდიდნენ რაში?

– რა ძნელი მისახვედრი ეს არის? იმაში, რომ მათი ფოტოთი და მონაცემებით სხვას „დაება“ მათთვის სასურველი ქალი. ამაში კაცები ხალისით იხდიდნენ ფულს. გეუბნებით, ბევრს აქვს ამ მხრივ პრობლემები. წარმატებულებიც არიან, ფულიც აქვთ, სხვა ღირსებებიც, მაგრამ, ქალებთან ურთიერთობა უჭირთ – ზოგს კომპლექსი აქვს, ზოგს, უბრალოდ, არ გამოსდის. არიან ისეთები, რომელთაც დრო არ აქვთ, რომ საათობით კრიფონ მესიჯები ქალის დასათანხმებლად.

– და თქვენც დასთანხმდით?

– ჰო, აბა?! ინტრიგებს ვხლართავდით, ქალს თავბრუს ვახვევდით და, როცა ის უკვე მზად იყო ჩვენს კლიენტთან ღამის გატარებაზე, კლიენტი გამოდიოდა წინა პლანზე და ჩვენს დაწყებულს განაგრძობდა.

– მე მეგონა, ცოლობაზე ითანხმებდით.

– ასეთი შემთხვევებიც გვქონია, მაგრამ, უფრო ხშირად ინტიმური ურთიერთობისთვის „ვუბამთ“ კლიენტებს ქალებს. არჩევით, რა თქმა უნდა, ის არჩევს სასურველ კანდიდატს, მაგრამ, თქვენ ხომ ძირითადად ის გაინტერესებთ, როგორ ვემსახურებით ჩვენს კლიენტ ქალებს. უკვე ნახევარი წელია, ჩვენი ძირითადი კლიენტურა ქალბატონებისგან შედგება და, მინდა, გითხრათ, მათთან ურთიერთობა გაცილებით სასიამოვნოც არის და ფინანსურად მომგებიანიც – უფრო კარგი გადამხდელები არიან და, კაცებისგან განსხვავებით, ზუსტად იციან, რა უნდათ. კომპლექსებიც ნაკლებად აწუხებთ. ვიცი, გაინტერესებთ, რა ასაკის ქალები სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით. ყველა ასაკის – ძალიან ახალგაზრდებიც და ორმოცდაათს გადაცილებულებიც. ჩვენს საქმეში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.

– თუ სწორად გავიგე, ქალები თქვენ კაცის „შებმის“ შეკვეთას გაძლევენ.

– აბა, ქალების „შებმას“ ხომ არ დაგვიკვეთენ? (იცინის) ჯერ მანამდე არ მივსულვართ. ისე კი, რა პრობლემაა?!

– ვერაფრით ვხვდები, კაცს რატომ უნდა სთხოვო, კაცი „შეგიბას“ და ამაში ფულიც გადაიხადო. სიყვარული აღარაფერი ყოფილა.

– სიყვარულს თუ ელოდე, დარჩები კაცის გარეშე. რომ მოსწონთ და რომ უნდათ კონკრეტული კაცი, იმიტომაც გვრთავენ საქმეში ჩვენ. ყველაფერი წესების დაცვით ხდება: შემკვეთი, ანუ კლიენტი ავსებს სპეციალურ ანკეტას, სადაც მიუთითებს ინფორმაციას იმ ტიპის შესახებ, ვისი „შებმაც“ უნდა. სასურველია, ვიცოდეთ, სად მუშაობს ეს პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა, ჰობი, ინტერნეტ-ჩატის მისამართი. მერე უკვე ჩვენზეა ყველაფერი. მთავარი ინტრიგა და „კოზირი“ ის არის, რომ ჩვენ მამაკაცები ვართ. ამიტომ, ქალებზე გაცილებით უკეთესად ვიცნობთ კაცის ფსიქოლოგიას – ვიცით, რა უნდათ მათ, რა სჭირდებათ ქალისგან და რისი მიღების სურვილი აქვთ. მაგალითად, კაცი გიჟდება, როცა მას აქებენ. როცა ეუბნებიან, რომ მასზე უკეთესი არავინ არის. თხუთმეტწუთიანი მიწერ-მოწერა და ურთიერთობა საკმარისია, რომ ანკესზე წამოაგო. მაგრამ, რთული შემთხვევებიც გვაქვს ხოლმე.

– რას გულისხმობთ?

– როცა კლიენტს თვითონ აქვს საქმე დაწყებული, ანუ, ურთიერთობის გაბმის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ, წარუმატებლად. ცოტა მეტი დრო და ხერხები გვჭირდება, რომ ნეგატიური შთაბეჭდილება პოზიტიურით შევუცვალოთ.

– რა საშინელებაა, როცა კაცი ხარ და დარწმუნებული იმაში, რომ მაგარი ქალი „შეაბი“, კაცის მსხვერპლი ხდები.

– ჯერ ერთი, კაცი კი არ „აბამს“, კაცს „აბამენ“. მეორეც, – მთავარი შედეგია, რომელიც თითქმის ყოველთვის ისეთია, როგორიც კლიენტს უნდა. როცა ქალს სახით ჯერ არ იცნობენ, ანუ ჩვენი კლიენტის ვიზუალური მხარე ჯერ არ უნახავს იმ ტიპს, ჩვენ „მძიმე არტილერიასაც“ ვიყენებთ. ეს ჩემი მოფიქრებულია და ჯერჯერობით ამართლებს: ვქმნით ჩვენი კლიენტის ვირტუალურ „დუბლიკატს“ – მამაკაცს ყალბ ფოტოს ვაჩეჩებთ.

– ეს ხომ წამგებიანი ვარიანტია. როცა იქნება, ერთმანეთს ხომ უნდა შეხვდნენ?

– არ არის წამგებიანი ვარიანტი და გეტყვით, რატომ. მამაკაცი, ქალზე მეტად თუ არა, ნაკლებად რომანტიკული არ არის. ამიტომ მისი მოტყუება, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ანუ, როცა მამაკაცი ქმნის სტერეოტიპს და იყვარებს თავისი ოცნების ვირტუალურ სახებას, შეხვედრისას, ეს სახება რომც არ აღმოჩნდეს ორიგინალის ზუსტი ასლი, ამას უკვე ყურადღებას აღარ აქცევს. მიხვდით, ხომ, რაც ვიგულისხმე? მთავარია, მამაკაცი დაინტრიგდეს. მერე ბევრი აღარაფერია გასაკეთებელი. ამ საქმეში იმხელა გამოცდილება გვაქვს, რომ, დამეჯერება.

– თქვენ, შეიძლება, დაგეჯერებათ, მაგრამ თავად ამბავია დაუჯერებელი.

– (იცინის) არადა, ძალიან მაგარი, აწყობილი ბიზნესია. სხვა შემოსავალი მე არ მაქვს და საკმაოდ ხელგაშლით ვხარჯავ ფულს.

– გაგვიმხელთ კაცის „შებმის“ საიდუმლოს?

– წესით, ეგ ქალებმა კარგად უნდა იცოდეთ, მაგრამ, ან გაზარმაცდით, ან სხვა უფრო სერიოზული საზრუნავი გაგიჩნდათ, ან, უბრალოდ, დაგავიწყდათ, ღმერთმა ქალი რისთვის გააჩინა. მისი პირდაპირი დანიშნულებაა, აცდუნოს მამაკაცი – ადამისა და ევას ამბავი გაიხსენეთ. ერთი სიტყვით, თუ ქალი მოინდომებს, პრობლემა არ არის, კაცის საქმე წასულია (იცინის), მაგრამ ამ მონდომებასა და ძალისხმევას ზოგიერთ ქალს ფულის შოვნა და ჩვენთვის გადახდა ურჩევნია. ასეც ხდება. თქვენ, შეიძლება, ძალიან მაგარ ხაჭაპურს აცხობდეთ, მაგრამ, არ მითხრათ, რომ უარს იტყვით, თუ მას თქვენ ნაცვლად სხვა გამოაცხობს. თან, ახლა ქალები სხვა მიმართულებით გააქტიურდნენ – ფულის შოვნასა და მატერიალური კეთილდღეობის შექმნაზე ზრუნავენ. როცა ეს ყველაფერი აქვთ, მერე კაციც სჭირდებათ სრული კომფორტისთვის და მოდიან ჩვენთან. აბა, რა სალაპარაკოა ის თანხა, რასაც სასურველი პარტნიორის „შებმაში“ იხდიან?!

– თუ ესეც საიდუმლო არ არის, რამდენს იხდიან?

– ერთი „ესემესის“ ღირებულება დოლარიდან სამ დოლარამდე მერყეობს. ზოგი საათობრივად იხდის. ასე რომ, ვისი პარტნიორის „შებმაზეც“ მეტი დრო და „ესემესი“ დაიხარჯება, მეტსაც იხდის. ჩვენ კლიენტებს არ ვატყუებთ, თან, ძალიან გულახდილი და უშუალო დამოკიდებულება გვაქვს მათთან. პროფესიონალიზმი ამასაც გულისხმობს.

– „შეუბმელი“ ობიექტი გყოლიათ?

– კაცი – არა, ქალი – კი. თუ ქალს არ უნდა ან სხვა ჰყავს შეგულებული, ვერაფერს გახდები მასთან. კაცს აუცილებლად მოუძებნი სუსტ რგოლს, რომელსაც ჩაეჭიდები და „შეაბამ“, რადგან ის ვერასდროს კმაყოფილდება მიღწეულით. ანგელოზიც რომ ჰყავდეს გვერდით, საკმარისია, ცოტა გულმისასვლელი ქალი დაეჩალიჩოს, საკუთარ ინტერესს ვეღარ ჯობნის, გადის კონტაქტზე და „ებმევა“ კიდეც.

– მართლაც კარგად გესმით მამაკაცების ფსიქოლოგია.

– (იცინის) იმიტომ, რომ დიდად მეც არ განვსხვავდები მათგან. „ქალად“ – დღეში რვა საათს ვმუშაობ, ანუ, ჩვეულებრივი სამსახურია ძალიან კარგი ანაზღაურებით.

– თქვენს მეუღლეს მოსწონს თქვენი პროფესია?

– აქ არის და ჰკითხეთ (იცინის). ჩვენ უსიტყვოდაც ვუგებთ ერთმანეთს. კაცებს „ვაბამ“ და, როგორ ფიქრობთ, საკუთარი ცოლის „შებმა“ გამიჭირდება?!


скачать dle 11.3