კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას გადაურჩა ნუკი ყარალაშვილი და ვისზე არ გაათხოვეს ის


„ვიცე-მის საქართველო“ ნუკი ყარალაშვილი ხალისიანი, თბილი და საყვარელი გოგონაა. ის ამჟამად უნივერსიტეტში სწავლობს, მეორე კურსზე გადავიდა, აგვისტოში პატარ-პატარა ჩვენებებში მიიღებს მონაწილეობას და დარჩენილ დროს ზღვაზე დასვენებაში გაატარებს.


ნუკი ყარალაშვილი: ძალიან მიყვარს აქტიური დასვენება, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მკაცრი მამა და ძმა მყავს, ვერსად დავდივარ, ღამის ცხოვრებით ვერ ვცხოვრობ. თუმცა, მეგობრებთან ერთად მთელი ღამის კლუბში გატარება ნამდვილად არ მინდა, უბრალოდ, რამდენიმე საათი კარგად გავერთობი. როცა ბათუმში ვარ, მირეკავენ და მეუბნებიან, რომ 11 საათზე უკვე სახლში უნდა ვიყო. თბილისში დედა უფრო ლმობიერია, მიგებს და, ამიტომ, მიშვებს კიდეც, სამაგიეროდ, ყველა ჩემს მეგობარს იცნობს და იცის, სად ვარ და ვისთან ერთად. ღამის 3 საათზე არასდროს მივსულვარ, 12 საათზე ვრეკავ ზარს და უკვე სახლში ვარ.

– გაქვს პროტესტის გრძნობა?

– ადრე უფრო მქონდა პროტესტის გრძნობა, ვიდრე ახლა. როდესაც მამას არ უნდა, სადმე გამიშვას, თორნიკეს ვეხვეწები, გამიშვი-მეთქი, ან – პირიქით. ამ მხრივ ცოტა დაჩაგრულად კი ვგრძნობ თავს, მაგრამ, მამასთანაც და ძმასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

– სად გიყვარს ყველაზე მეტად დასვენება?

– მთა უფრო მიყვარს, ვიდრე ზღვა, ამიტომ, სულ ვცდილობ, სანამ ზღვაზე წავალ, მთაში წავიდე – იქ კარგად განვიტვირთები ხოლმე. თან, ზღვაზე ძალიან ვიწვები, თეთრი ვარ, ამიტომ, პირველად რომ გავდივარ პლაჟზე, შემწვარი გოჭივით ვხდები, მერე უკვე ლამაზ ფერში „მიჯდება“. ბევრი მეუბნება, რომ თეთრი ფერის კანი მიხდება, ბევრს გარუჯული უფრო მოვწონვარ.

– რამდენიმე წელია, მოდელი ხარ, აქტიურად მონაწილეობ სხვადასხვა ჩვენებაში, კონკურსში. მოდელის პროფესიამ თუ შეცვალა შენი ცხოვრება?

– ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება, თუნდაც იმით, რომ გარეთ მოუწესრიგებელი ვერ გამოხვალ, ყველა გიყურებს, გაკვირდება, ამიტომ უფრო მეტად უვლი თავს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ვერ ვიტყვი, რომ ეს შემაწუხებელია, პირიქით, ყველა კარგად არის ჩემ მიმართ განწყობილი. ზურგს უკან თუ ჭორაობენ, ეს უკვე არ არის ჩემი საქმე. მაინცდამაინც არ შევცვლილვარ, ისევ ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი – გიჟი და გადარეული. ვინც მე მიცნობს, ყველა მეუბნება, შენ არაფერი გიშველის, არც „მის საქარველო, არც „მის ტურიზმი“ და არც „მის მსოფლიო“, ისევ ისეთ გიჟი იქნები, როგორიც იყავიო. მე მომწონს, როგორიც ვარ. ჯერ პატარა ვარ, თუმცა ვიცი გოგონები, რომლებიც 15-16 წლის ასაკში უკვე ქალობენ. მე ასე არ შემიძლია, ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას. დედაჩემი სულ მეუბნება, როდის ვეღირსები, რომ გოგოს დაემსგავსოო. მე ვპირდები, რომ ამის დროც მოვა.

– ბევრჯერ გსმენია შენ შესახებ ჭორები?

– მე გადავრჩი, იმიტომ, რომ „მის საქართველოს“ შემდეგ ყველას ყველაზე ათხოვებენ, ამ მხრივ მშვიდად ვარ – არავის არავისზე არ გავუთხოვებივარ.

– რაში გამოიხატება შენი სიგიჟეები?

– ახლა აღარ ჩავდივარ სიგიჟეებს, თორემ, მეათე კლასამდე სკოლაში კარს ვლეწავდი, მამაჩემიც კი დაიბარეს სკოლაში, გაგიჟებული იყო, ამხელა გოგო ხარო. კარი დაკეტილი იყო, მივიდოდით ბავშვები, წიხლს ვკრავდით, კარი ჩამოვარდებოდა და მერე ერთი ამბავი ატყდებოდა ხოლმე. უნივერსიტეტში უკვე აღარ ვიქცევი ასე, გავიზარდე, თუმცა, „შემოფრენები“ ისევ მაქვს.

– არასდროს მინახავხარ ცუდ ხასიათზე და მოწყენილი.

– არასდროს, მაგრამ, თუ მაინც მოვიწყენ და ეს იშვიათად ხდება, ვერავინ იგებს ჩემს მოწყენილობას, ცუდ ხასიათს არავის ვაჩვენებ. პირიქით, მინდა, თუ ვინმე ცუდ ხასიათზეა, აქეთ გავამხიარულო. ნაწყენი თუ ვარ, ამ დროს წყნარ, მშვიდ მუსიკას ვრთავ და მოწყენილობაც უცებ გადამივლის ხოლმე.

– გქონია ისეთი მომენტები, როდესაც გინანია, ეს რატომ გავაკეთეო?

– მქონია. მინანია, როცა ადამიანზე, რომელზეც რაღაც არასწორი მითქვამს ან მასთან ურთიერთობაში არასწორად მოვქცეულვარ, ამიტომ, მივსულვარ და მითქვამს, მაპატიე, ეს არ უნდა გამეკეთებინა-მეთქი. როდესაც ადამიანი შეცდომას უშვებს, მერე უნდა შეძლოს ამის აღიარება.

– ძირითადად ერთსა და იმავე შეცდომას უშვებ?

– არ ვიცი, ამას თუ ჰქვია შეცდომა, მაგრამ, დედაჩემი სულ მეუბნება, ქუჩაში ფხიზლად იარეო, იმიტომ რომ, ხშირად ვეცემი. ირაკლი ნასიძის ჩვენება უნდა ყოფილიყო, შარდენზე მივდიოდი, ქუსლიანი ფეხსაცმელი არ მეცვა. ლესელიძის ქუჩის ამოსასვლელში ჯაჭვს წამოვკარი ფეხი და ისე ავილეწე, მთელი ხალხი მე დამცინოდა. მერე მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად ვიყავი, ხელიც დავარტყი, ფეხიც, მუხლები გადავიტყავე, თან, ეს ჩვენებამდე ორი საათით ადრე ხდებოდა, მერე „შარდენ-ბარიდან“ ყინულები გამომიტანეს, ადგილამდე მიმაცილეს. მოკლედ, ხან კარს ვეჯახები, ხან – კედელს, ხან ფეხი უნდა წამოვკრა რაღაცას. კარგი ვარიანტია, თუ ვიღაც მყავს გვერდით – უფრო მშვიდად ვარ.

– თაყვანისმცემლების მხრიდან განებივრებული ხარ?

– ბევრი თაყვანისმცემელი არ მყავს. მე ყველასთან ისეთი მეგობრული და გახსნილი ურთიერთობა მაქვს, რომ მათი მხრიდან სხვანაირ დამოკიდებულებას ვერ ვგრძნობ. შეიძლება, გულში რაღაცას ფიქრობენ, მაგრამ, მე არ მაგრძნობინებენ, ან – ვერ მაგრძნობინებენ, – არ ვიცი. ბავშვობაში თუ ბიჭისგან რამე სიმპათიას ვიგრძნობდი, მაშინვე მზიზღდებოდა, ინტერესი მეკარგებოდა. როცა ვინმე სერიოზულად გამოჩნდება, აუცილებლად გეტყვი.

– გახსოვს, პირველად როდის მოგეწონა ბიჭი?

– სკოლაში დავდიოდი, დაახლოებით მეცხრე-მეათე კლასში ვიყავი. ვიჯექი ჩემთვის და ვითომ ვფიქრობდი იმ ბიჭზე, არადა, არც კი ვიცნობდი, ჩემზე ასაკით უფროსი იყო. რომ დავინახავდი, გამარჯობას ვეტყოდი და გავივლიდი, მეტს ვერაფერს ვეუბნებოდი; ჩემს გულში, საწყლად მეგონა, რომ მიყვარდა. მერე, როცა, გარდატეხის ასაკი გავიარე – ერთი თვალი რომ გეწელება, ერთი გიპატარავდება, შედარებით უფრო გავლამაზდი, მერე მასაც გაუჩნდა სიმპათიები, მაგრამ, გავიზარდე და გემოვნება შემეცვალა.

– ანუ?

– ადრე ცოტა „ძველი ბიჭები“ მომწონდა, გრძელი თმა რომ ჰქონდათ, ჰიპური გარეგნობა. ეს ერთწლიანი პერიოდი იყო, მერე გადამიარა, ახლა არ ვიცი, შეიძლება, ისეთი მომეწონოს, როგორსაც ადრე ვერ წარმოვიდგენდი. რაც მთავარია, ვიცი, რომ უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა – სხვანაირად ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგება; კიდევ, უნდა იყოს ვაჟკაცური და მამაკაცური, ცანცარები არ მიყვარს. გიჟი უნდა იყოს, ოღონდ ზომიერების ფარგლებში, მაგრამ ჩემზე გიჟი არა. თუმცა, ჩემი გული რომ დაიპყროს, რა თქმა უნდა, აუცილებელია სიგიჟეების ჩადენა, იმიტომ, რომ სიგიჟეების გარეშე არაფერი გამოუვა.

– როცა ვიღაც მოგწონს, ალბათ, უფრო მეტად იპრანჭები.

– სახლიდან გამოსვლის წინ უფრო ხშირად ვიყურები სარკეში, საკუთარ თავს ვაკვირდები, გავუღიმებ და მივდივარ. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ამბობს, რას ვგავარო. ალბათ, ამას იმიტომ ამბობენ, რომ ხშირად უთხრან – არა, ძალიან ლამაზი ხარო. მე რაც არ მომწონს, იმაზე ვამბობ, რატომ არ მომწონს.

– რამდენიმე დაქალი გაგითხოვდა, საკუთარი თავი თუ წარმოგიდგენია გათხოვილი ქალის ამპლუაში?

– ჯერ ვერა. ერთი ის ვიცი, რომ ცოტა მკაცრი დედა ვიქნები. ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ გიჟი და გადარეული ვარ. ხშირად მეუბნებიან, დედამთილი მეორე დღეს გამოგაგდებს სახლიდანო, მაგრამ, ასე არ არის. რამდენადაც ასეთი ვჩანვარ, იმდენად სათუთი, ნაზი და მოსაფრთხილებელი ვარ.


скачать dle 11.3