კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„იზმენაში” ჩავარდნილი სამართალდამცველი, თბილისის ქურთი პატრიოტები, ჩაით ნათქვამი სადღეგრძელოები და ჰაერში გაბნეული 500 მანეთი


მომღერალს და პროფესიით ფიზიკოსს, გია ღარიშვილს წარმოუდგენლად მიაჩნია, თუნდაც ერთი დღე ისე გავიდეს, რომ თბილისის ქუჩებში არ გაიაროს. მისთვის თბილისი მონატრებისა და სიყვარულის ქალაქია და ვერ წარმოუდგენია, მისგან შორს, უცხო ქვეყანაში ყოფნა. მიაჩნია, რომ თბილისელობა – ეს ისეთი ტიტულია, რომელსაც ვერანაირი თანხით ვერ იყიდი. მთელი მისი ცხოვრება თბილისს უკავშირდება და ისიც ამ ქალაქს უძღვნის მთელ თავის სიცოცხლეს. გიას დიდი სამეგობრო წრე, უამრავი ნაცნობ-მეგობარი ჰყავს და ამაყობს, რომ ისეთ კოლორიტ ადამიანებთანაც უხდებოდა ურთიერთობა, რომლებმაც თავისი ქცევით, სიტყვითა და ბიჭობით განუმეორებელი კვალი დაუტოვეს თბილისს.


„იზმენააკიდებული“ ინსპექტორი და სტუმარი ტელევიზორიდან

ერთხელ, მეგობრებთან ერთად მანქანით მივდივართ. ყოფილ ლენინის მოედანზე მილიციელმა გაგვაჩერა – მძღოლს საბუთები გამოართვა და ჯარიმას უწერს. ვიფიქრე, იქნებ ჩემმა ცნობადობამ გაჭრას-მეთქი. შემომხედა – ვერ მიცნო. გულზე ეწერა სახელი და გვარი. ამოვიკითხე და მივხვდი, როგორ უნდა მემოქმედა. ვუთხარი: რას შვრები, შე კაი კაცო, ჯარიმას როგორ გვიწერ, არ გახსოვარ, შენთან სახლში ვარ ნამყოფი-მეთქი? დაკვირვებით ამხედ-ჩამხედა. სახეზე ეწერა, რასაც ფიქრობდა: ორი ვარიანტია – ბოლოს და ბოლოს, ქართველები ვართ; თუ ეს კაცი ჩემს სახლშია ნამყოფი და არ მახსოვს – ეს ჩემი შეურაცხყოფაა; თუ მე არ ვიყავი სახლში და ეს იქ იყო, მაშინ, რა უნდოდა ჩემს სახლშიო. ვერ გასცა პასუხი თავის ნაფიქრალს. საბუთები დაკეცა, გაუწოდა მძღოლს და მე დამიწყო დაჟინებით ყურება. მეც არ ვახსენებ თავს. ვხედავ, „იზმენაში” ჩავარდა. ბოლოს ვუთხარი: კარგი, ჰო, ნუ გაიჭყლიტე ტვინი ამდენი ფიქრით, სახლში ტელევიზორი არ გაქვს-მეთქი? მაქვს, მაგრამ, შენთან რა კავშირშია ჩემი ტელევიზორიო. გამეცინა: რა კავშირში და, „ოთხი გია” რომ მღერის, ერთხელ მაინც არ მოგისმენია, შე კაი კაცო-მეთქი? შემოირტყა თავში ხელი, გადამეხვია – როგორ არ მომისმენია, მეც არ ვთქვი, საიდან ვიცნობ ამ კაცს-მეთქი? თან გცნობდი, თან – ვერა, რა აღარ ვიფიქრე, თუ გინდა, ჩემს მანქანაზე „კანარეიკას” ჩავრთავ და ისე მიგაცილებთ, სადაც მიდიხართო, – აი, ეს იყო თბილისელობა, გაგება და ურთიერთობა, რაც იმდროინდელ ჩვენს ქალაქს ახასიათებდა და ჩვეულებრივი მომენტი იყო.

ჰაერში გაბნეული ფული და ღმერთგამწყრალი სამართალდამცველები

ერთხელ, ორი მანქანით მივდიოდით საძმაკაცო. „გაიშნიკებმა” გააჩერეს წინ მიმავალი ჩვენი მეგობრის მანქანა. ჩვენც, რასაკვირველია, უკან მივადექით და გავჩერდით. მაშინ ის დრო იყო მანეთი რომ მანეთობდა. წინა მანქანაში ადმინისტრატორი იჯდა და მას ჰქონდა ფული. იფიქრა, ამათ ფული რომ არ მივცეთ, ისე არ გაგვიშვებენო, გაიკრა ჯიბეზე ხელი და ამოიღო 500 მანეთი – სულ მანეთიანები და სამმანეთიანები. ამ დროს მძღოლმა საბუთები გადააწოდა „გაიშნიკს”, ადმინისტრატორმა კი ფულის გადათვლა დაიწყო მისაცემად, მაგრამ, უცბად, ჩაიქროლა დიდმა ტრაილერმა. ისეთი ჰაერის ტალღა წამოვიდა, ეს ხუთასი მანეთი ჰაერში აფრინდა. დააჭყიტეს თვალები „გაიშნიკებმა”, გაეკიდნენ ამ ფულს და დაიწყეს შეგროვება. რამდენი მანქანა გაივლიდა, აფრიალდებოდა მანეთიან-სამმანეთიანები ჰაერში და ისინიც დაიწყებდნენ ხტუნვასა და ხელების ფოთიალს ჰაერში. ისე დაიღალნენ, ქანცი გაუწყდათ. მოკლედ, იმდენი ქნეს საცოდავებმა, ერთ საათში ძლივს შეაგროვეს ის ფული. მერე ამბობდნენ, რა ღმერთი გაგვიწყრა და რაღა მაინცდამაინც თქვენ გაგაჩერეთო. რაც მთავარია, მანქანიდან გადმოსული რომ დაგვინახეს, წვალებით შეგროვებული თანხა მძღოლს უკან დაუბრუნეს.

თავზე გადატეხილი ცოცხი და პატრიოტი მეეზოვე დედა-შვილი

დედაჩემი ისეთი მკაცრი ქალი იყო, სულ მაფრთხილებდა, შვილო, არ შეიძლება ლექციაზე დაგვიანებაო და დილაადრიან წამომახტუნებდა ხოლმე საწოლიდან. ამიტომ, ყველაზე პირველი მე ვიყავი ხოლმე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაჭიმული. იქ სულ მხვდებოდა მეეზოვე დეიდა სარა, რომელსაც ისე უყვარდა თბილისი, ისე უვლიდა, ხვეტდა და ასუფთავებდა, რომ, ერთი შეხედვით მიხვდებოდა ადამიანი, ამას დიდი სიყვარულით აკეთებდა და არა მოვალეობის მოხდის მიზნით. უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან რომ დაჰყვებოდა თავისი ცოცხით ქუჩას, პირველ კორპუსამდე ერთ ნამცეცს არ ტოვებდა. ერთ დღესაც, ვდგავარ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაჩერებაზე და ჩემს თანაკურსელებს ველოდები. დეიდა სარა იქვე ახლოს გვის. გავიხედე, მიწისქვეშა გადასასვლელის ბორდიურზე დაჯდა ქართველი ქალი, დადო ჩანთა, მოხსნა პირი და გაამზადა მზესუმზირა გასაყიდად. სარამ თვალები ჭყიტა, გაიდო მხარზე ცოცხი და მიადგა იმ ქალს: „რა არის, ქალო, ესა, რა გამოდის, რომ შენ ქართველი არის და თბილისი გიყვარს და მე ქურთი ვარ და თბილისი არ გიყვარს? აი, აი... შენ ჩემი უნივერსიტეტი ნაგავი ქნა, ბალღები მოვლენ სემიჩკა იყიდიან და ჩავჩავაზეს და ცერეთელს აი ფუ უქნას? ნამუსი აღარ არის? შენ მე ვის უნდა, ვინ არის ვარ, შევარცხვინე შენი კაცობრიობა”. მე შორიდან ვუყურებ. უცებ, ეტყობა, ის სიტუაცია წარმოიდგინა დეიდა სარამ, რაზეც ლაპარაკობდა, თავისი გამობრძმედილი ცოცხი მოუქნია საწყალ „მესემიჩკეს” და ზედ თავზე გადაატეხა. ამ ამბიდან გავიდა ოცი წელი. უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან მომიწია გაჩერებაზე დგომა. გავიხედე, ისევ ზის ვიღაც „მესემიჩკე” მიწისქვეშა გადასასვლელის ბორდიურზე და, უცებ თავზე დაადგა მეეზოვე ქურთი ქალი. როგორც შემდეგ გაირკვა, დეიდა სარას შვილი ყოფილა. მიადგა „მესემიჩკეს” და დაუწყო ყვირილი: „შენ აქ როგორ ზიხარ? მე მოვხვეტე, შენთან მოვიდა, იყიდა სემიჩკა, ჩავჩავაზეს და ცერეტელს ახ თფუ ქნა, დაყარა, ნამუსია? დავაი აბა აქედან”! – და თავზე გადაატეხა ცოცხის ტარი იმ საწყალს. გამეღიმა. ვიფიქრე, ეძახე ახლა ამათ ქურთები, აი, ესენი არიან ნაღდი თბილისელები, კოლორიტები და ამ ქალაქის ნამდვილი პატრიოტები-მეთქი.


скачать dle 11.3