კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ზაკ პოზენის მუზა სოფო შევარდნაძე



ალბათ შეუძლებელია ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც მანჰეტენზე, სოხოს გვერდით დაიბადა, სხვა პროფესია აერჩია, თუ არა დიზაინერობა. ებრაელების ოჯახში დაბადებული ზაკის მამა, მხატვარი იყო, ხოლო დედა კორპორატიული იურისტი. დიზაინის ნიჭმა ზაკში ადრე გაიღვიძა, ბებია-ბაბუის სინაგოგადან პატარა ბიჭი ფარდებს იპარავდა და თოჯინებისთვის საღამოს კაბებს კერავდა. 2001 წელს პოზენმა შექმნა კაბა, რომელიც ტყავის ნაზი ელემენტებით იყო შექმნილი, და ქალის სხეულზე სერიოზულ აქცენტებს აკეთებდა. სერიოზული „ბეგრაუნდის” მქონე პოზენმა, რომელიც ევროპის ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯებში სწავლობდა, პოპულარობა მალე მოიპოვა. მისი ძლიერი, ქალური ესთეტიკა იქ ქალბატონების საყვარელი სტილი გახდა, რომლებიც ყველაზე მოდურ ჩამცმელებად მიჩნევიან – ნატალი პორტმანი, რიანა, ქეით უინსლეტი, კლერ დეინსი, კამერონ დიასი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე და სხვა მრავალი.

ზაკ პოზენი სხვა არავინაა, თუ არა შოუმენი. საშემოდგომო კოლექციის ჩვენებისას მან პოდიუმზე „ხუთი ბრაუნი” გამოიყვანა. ბრაუნების ხუთივე და-ძმა პიანისტია და პოდიუმის გარშემო „სტეინვეის” როიალებზე უკრავდნენ. ზაკმა წარმოადგინა კოლექცია, რომელიც ორმოციანი წლებისა და ვიქტორიანული ეპოქის ერთგვარი ნაზავი იყო. „ორივე პერიოდში იქმნებოდა ისეთი სამოსი, რომლით შემოსილიც ქანდაკებას ემსგავსებოდა”, – განაცხადა პოზენმა ჩვენებიდან ორი დღის შემდეგ. დიზაინერმა ძირითადი ფოკუსირება კაბებზე მოახდინა. რაც შეეხება „სკულპტურულ” ელემენტებს ის შემდეგ დეტალებში ჩანდა: დიდებული ჯოან კროუფორდის მხრები, „პლუშის” და გრძელი ბეწვის სახელოები, გოფრირებული მანჟეტები, ღრმად ამოჭრილი ზურგი და მოდელების ფეხებთან შეჯგუფული დიდი რაოდენობით ქსოვილი, რომელიც იატაკს ეხახუნებოდა. ქსოვილები ზაკ პოზენმა ალბათ იმის მიხედვით აარჩია თუ რამდენად მკვეთრი იყო ის. ჭარბობდა მბზინავი ელემენტები, აბრეშუმის თხელი და სქელი ქსოვილები.

ზაკ პოზენმა პოდიუმზე ბევრი შეუხედავი მოდელიც დააყენა, რაც კიდევ ერთ კრეატიულ ჩანაფიქრზე მიგვანიშნებდა. დიზაინერს უნდოდა აქცენტი კოსტიუმზე გაეკეთებინა და არა მოდელის სახის ნაკვთებზე. თუმცა, ამ ბოლო დროს, სწორედ განსაკუთრებით ინდივიდუალური გარეგნობის ქალბატონებში გახდა ზაკ პოზენი პოპულარული. სრულიად მოდის სამყარო აალაპარაკა მისმა შავმა კაბამ, რომლის შლეიფის დიდი ნაწილი ძირს ეფინებოდა. კაბა ქეით უინსლეტს ბრიტანეთის აკადემიის ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების დაჯილდოებაზე ეცვა. მიუხედავად იმისა, რომ პოზენი ცდილობდა ამ ტიპის სამოსი პოდიუმზე არ ეჩვენებინა, სიტუაცია შეიცვალა. 2009 წლის შემოდგომის კოლექციის წარდგენისას ნამდვილი მელოდრამა გათამაშდა. ნაცრისფერში გამოწყობილი ალეკ ვეკი და ვენეციური ლურჯი აბრეშუმისგან შექმნილი ულამაზესი კაბა მომავალი სეზონისთვის მართლაც სწორად აღებული ნოტებია.

რაც შეეხება აქსესუარებს, ზაკ პოზენმა დიდი აქცენტი გააკეთა მაკიაჟსა და ვარცხნილობებზე. ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა მისი ფეხსაცმელები, რომელიც ვერ გაიგებდი ფეხსაცმელი იყო თუ გამჭვირვალე ჩექმა, – თვლებით გაფორმებული ერთგვარი პლასტიკატის მასალით შექმნილი.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალ „ინსთაილისთვის” მიცემულ ინტერვიუში ზაკ პოზენმა განაცხადა, რომ მას მოსწონს, არა ძალიან გამხდარი, კახექსიური ქალები არამედ ქალი ისეთი ფორმებით, როგორიც სოფო შევარდნაძეს აქვს. ამ ჟურნალისთვის სოფომ და ზაკ პოზენმა საინტერესო ფოტოსესიაც მოაწყვეს.



ანა სარალიძე


скачать dle 11.3