კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაშიფრა მანიაკი მკვლელი კარტოფილის გამყიდველმა


– გააჩერე, აღარ შემიძლია მეტის მოთმენა. მაინცდამაინც უნდა ჩავისველო?! – თქვა ქერათმიანმა ქალმა, რომელიც „ჟიგულის” მძღოლს გვერდით ეჯდა და მუცელზე იკიდებდა ხელს:

– რა შარდვა აგიტყდა ქალო, მიგიყვან სამშობიაროში და ტუალეტიც იქვეა. აქ სად გაგიჩერო, მშობიარობა რომ დაგეწყოს, რით გიშველო?

– მეტი აღარ შემიძლია. გააჩერე, თორემ აქვე გავუშვებ! – იკივლა ქალმა.

„ჟიგულიმ” თბილისის შესასვლელთან, სოფელ ფონიჭალასთან დაამუხრუჭა, მანქანიდან ფეხმძიმე ქალი გადავიდა და ტყეს მიაშურა.

– ფრთხილად, ქეთო და მალე ქენი! – მიაძახა მეუღლეს „ჟიგულის” მძღოლმა, რომელსაც თავისი ცოლი სამშობიაროდ მიჰყავდა, რადგან ქალს გამთენიისას მოვლითი ტკივილები დაეწყო.

– თამაზ, თამაზ, აქ მოდი, ჩქარა, მიშველე! – მოესმა კაცს ტყიდან მეუღლის ხმა. ის მაშინვე მანქანიდან გადახტა და ტყისკენ გაქანდა.

ქალი კუნძზე იყო მიყუდებული და მძიმედ სუნთქავდა, იქვე სისხლში ამოსვრილი მოზრდილი ტომარა იდო, იქიდან კი ადამიანის მოკვეთილი თავი მოჩანდა.

– რა გჭირს, ქეთო? – იღრიალა თამაზმა, რომელმაც უცებ ვერ შეამჩნია სისხლიანი ტომარა.

– აი, ეს გავხსენი, – უთხრა ქალმა და ტომარაზე მიანიშნა მეუღლეს, – შემეშინდა და ვმშობიარობ, მიშველე!

თამაზმა ცოლი იქვე, ტყეში ამშობიარა და თავისი ახალშობილი ვაჟი უზარმაზარ პირსახოცში გაახვია. შემდეგ ცოლ-შვილი „ჟიგულიში” ჩასვა და სამშობიაროსკენ გააქროლა მანქანა. მილიციას კი მხოლოდ მას შემდეგ აუწყა სისხლიანი ტომრის შესახებ, როდესაც ცოლ-შვილი პალატაში დააბინავა.

სერიული მკვლელობები

შეტყობინების მიღებისთანავე სოფელ ფონიჭალაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი ოთარ კილურაძე გაემგზავრა თავის ჯგუფთან ერთად, რომელშიც კრიმინალისტებიც შედიოდნენ. თან, რა თქმა უნდა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებიც წაიყვანეს.

სისხლიან ტომარაში ოცდაათიოდე წლის მამაკაცის დანაწევრებული სხეული იდო. მას მუცელი გაფატრული ჰქონდა და იქიდან შიგნეულობა იყო ამოღებული, თვალები კი – დათხრილი.

– იგივე ხელწერაა, – თქვა მაიორმა კილურაძემ, – ამ ორი კვირის წინ, მცხეთასთან რომ ტომარა აღმოაჩინა მემაწვნემ, იმ ბიჭსაც მუცელი ჰქონდა გაფატრული, შიგნეულობა ამოღებული და თვალები – დათხრილი.

– ტიპური მანიაკი მოქმედებს, ამხანაგო მაიორო, – თქვა ნოე გოგუამ, რომელიც კილურაძესთან სტაჟირებაზე იმყოფებოდა.

– სერიული მკვლელობები რომაა, წყალი არ გაუვა! – თქვა კილურაძემ, – მაგრამ, ტიპურ მანიაკებზე საუბარი ნაადრევია. ჩემს პრაქტიკაში რამდენიმე მსგავსი საქმე მქონდა და, შემიძლია ვთქვა, რომ თითოეულ მათგანში ჩვეულებრივი მანიაკები ფიგურირებდნენ. ეს ორი შემთხვევა კი გარკვეულ ჩარჩოებს სცილდება და უფრო საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

– რას გულისხმობთ, ამხანაგო მაიორო? – დაინტერესდა გოგუა.

– იმას ვგულისხმობ, ნოე, რომ მკვლელი მარტო არ მოქმედებს. ამას ტომრების ტრანსპორტირების მექანიზმი მაჩვენებს. ორივე მოკლული დაახლოებით 90 კილოგრამს იწონიდა და, როგორც მოკვლევის შედეგები აჩვენებს, ტომრები ძირს კი არ არის ნათრევი, ხელში აწევითაა გადატანილი ერთი ადგილიდან მეორეზე. დავუშვათ, ის ერთმა კაცმა ასწია, მაშინ ტომრები ერთ მხარეს იქნებოდა დაჭიმული. ჩვენს შემთხვევაში კი ტომარაც ორივე მხარესაა დაჭიმული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ორმა ადამიანმა გადაიტანა.

– თვალებსა და შიგნეულობაზე რაღას იტყვით? – იკითხა გოგუამ.

– ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ, იმედი მაქვს, სულ მალე ამასაც გავიგებთ, – თქვა მაიორმა.

ორ კვირაში კიდევ სამი მსგავსი ტომარა აღმოაჩინეს ხაშურთან, ცხინვალთან და გარდაბანთან. სამივე შემთხვევაში ახალგაზრდა მამაკაცები იყვნენ მოკლული, რომლებსაც მუცლები ჰქონდათ გაფატრული და თვალები ამოთხრილი.

შუშისთვლიანი ბეჭედი

სერიული მკვლელობების საქმეს, რომელსაც ოთარ კილურაძე იძიებდა, მაიორმა პირობითად „უჩინარი მფატრავი” უწოდა. ორი თვის განმავლობაში, წინა ხუთ მკვლელობას კიდევ ორი დაემატა და გამოცდილ მაძებარს უამრავი თავსატეხი გამოუჩნდა. ის ერთ-ერთ გაფართოებულ თათბირზე თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა შერისხა და დაემუქრა:

– საბჭოთა კავშირი ამერიკა არ არის, რომ მანიაკებმა ითარეშონ. ან უმოკლეს დროში გახსნი ამ საქმეს და დამნაშავეს დააკავებ, ან ნაადრევად გახვალ პენსიაზე!

კილურაძეს პასუხი არ გაუცია მინისტრის მუქარაზე და უხმოდ დატოვა თათბირი.

– ამხანაგო მაიორო, – უთხრა კაბინეტში დაბრუნებულ კილურაძეს გოგუამ, – თქვენთან მოქალაქე სოხაძეა და სასწრაფოდ შეხვედრას ითხოვს.

– ვინ სოხაძე?

– აი, ის ამხანაგო მაიორო, ხაშურში რომ სახლი გაქურდეს და მისი ბინის ქურდი რომ უჩინარი მფატრავის მსხვერპლი აღმოჩნდა.

– სასწრაფოდ მოიყვანე! – ბრძანა კილურაძემ და სეიფიდან საქმის მასალები გამოიღო.

შადიმან სოხაძე ხაშურში ცხოვრობდა და მას ბინა გაუქურდეს. მილიციამ მეორე დღესვე დააკავა სოხაძის ბინის ქურდი, ვინმე ომარ გაგლოევი, რომელმაც ქურდობის თანამონაწილე ემზარ კისიევიც დაასახელა.

– უფროსო, – უთხრა დაკავებულმა გაგლოევმა ხაშურის მილიციის უფროსს, – როგორც კი ბინა გავქურდეთ, მე და ემზარი ტრასაზე დავშორდით ერთმანეთს. ნაქურდალი მე წავიღე. ემზარი დღეს საღამოს უნდა მოვიდეს ჩემთან და ყველაფერი გავიყოთ.

მილიცია ამაოდ ელოდა კისიევს – ის თავის მეგობართან ნადავლის გასაყოფად არ მისულა. მეორე დღეს კი ხაშურთან ახლოს, ტყეში, ტომარაში დანაწევრებული იპოვეს გლეხებმა. კისიევი გაქურდული სოხაძის მეზობელი იყო, ამიტომ ის დაზარალებულმაც ამოიცნო და გაგლოევმაც. გაგლოევისთვის ჩამორთმეულ ნივთებს მხოლოდ ერთი უბრალო ბეჭედი აკლდა და, როდესაც სოხაძეს ნაქურდალი დაუბრუნეს, მას ეს ბეჭედი არც კი გახსენებია.

გოგუამ სოხაძე მაიორის კაბინეტში შეიყვანა და წავიდა.

– რამ შეგაწუხათ? – ჰკითხა კილურაძემ სოხაძეს, ხელი ჩამოართვა და დაჯდომა შესთავაზა.

– ამხანაგო მაიორო, შეიძლება, გიჟი გეგონოთ, მაგრამ, თავი მოვალედ ჩავთვალე, თქვენთვის მეცნობებინა იმ ამბის შესახებ, რაც დღეს შემემთხვა.

– რას გულისხმობთ?

– ამხანაგო მაიორო, მე დეზერტირების ბაზარში კარტოფილით ვვაჭრობ. ამ დილით ჩემგან ერთმა ქალმა სამი კილოგრამი კარტოფილი იყიდა. მან თავადვე აირჩია კარტოფილი და, როდესაც ხელზე დავხედე, მარჯვენა ხელის შუა თითზე ჩემი თეთრთვლიანი ბეჭედი დავინახე, – თქვა სოხაძემ.

– რა ბეჭედი, არაფერი მესმის, – თავი გააქნია მაიორმა და სოხაძეს ალმაცერად გახედა.

– ამხანაგო მაიორო, – თქვა სოხაძემ, – როდესაც მილიციამ ჩემი ნივთები დამიბრუნა, მათ სწორედ ის ბეჭედი აკლდა, რომელიც მე დღეს იმ უცნობი ქალის თითზე აღმოვაჩინე. იმ ბეჭედს უბრალო შუშის თვალი აქვს, მაგრამ ყველას ბრილიანტი ეგონა. უბრალო რომ იყო, ამიტომ არ ვუთხარი მილიციას, რომ ეს ბეჭედი აკლდა. დღეს კი ძალიან უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა და, ისიც კი ვიფიქრე, რომ ჩემი ბინის ერთ-ერთი ქურდი სწორედ იმ ბეჭდიანმა ქალმა მოკლა.

კილურაძე ყურადღებით უსმენდა სოხაძეს. შემდეგ სოხაძეს ზურგზე მოუთათუნა ხელი და უთხრა:

– შენ ვერ წარმოიდგენ, ჩემო კარგო, რა შეუფასებელი სამსახური შეგიძლია გაგვიწიო. აბა, კარგად დაძაბე გონება და ის ქალი ამიწერე, რომელიც ამ დილით ნახე.

– ქალი საშუალოზე მაღალი იყო და ცივი გამომეტყველება ჰქონდა, შავი თმა და ფერმკრთალი კანი. ერთი შეხედვით, ლამაზი იყო, მაგრამ არა მიმზიდველი, – თქვა სოხაძემ, – ის ქალი რომ წავიდა, მე ჩემს მეზობელს ვთხოვე, რომ ჩემი კარტოფილისთვის მიეხედა და უკან ავედევნე. ქალმა მწვანილი იყიდა და ბაზრიდან გავიდა. შემდეგ ხაკისფერ „გრუზავიკში” ჩაჯდა.

– ეჰ, ნომერი ვერ დაიმახსოვრე, შე კაცო?!

– ნომერიც დავიმახსოვრე და, აი, ეს მანეთიანიც მოგიტანეთ, – თქვა სოხაძემ და მაიორს გაზეთის ნაგლეჯში გახვეული რკინის მანეთიანი დაუდო წინ, თან მანქანის ნომერიც უკარნახა, – ადრე იურისტი მინდოდა გამოვსულიყავი და იქიდან ვიცი, რომ რკინაზე თითის ანაბეჭდები რჩება, ანაბეჭდებით კი ადამიანის მოძებნაა შესაძლებელი. ეს მანეთიანი მომცა იმ ქალმა და მე კი, თქვენ მოგიტანეთ.

მაიორი კილურაძე იმდენად გააოცა სოხაძის სიტყვებმა, რომ პირდაღებული უყურებდა და, როდესაც მან საუბარი დაასრულა, მხოლოდ ამის შემდეგ უთხრა:

– თქვენ ნამდვილი მაძებრის ალღო გაქვთ და, სამწუხაროა, რომ იურიდიულზე ვერ მოეწყვეთ.

ვამპირის ნაამბობი

კილურაძემ სოხაძეს მადლობა გადაუხადა, მეორე დღისთვის დაიბარა თავისთან და გააცილა. შემდეგ გოგუას უხმო და უთხრა:

– სასწრაფოდ თავი მოუყარე ჩვენებს და, აი, ამ „გაზ-51-ის“ მძღოლის შესახებ შეკრიბე ინფორმაცია. მე მგონი, მანიაკების კვალს დავასხედით.

მაიორმა და მისმა კოლეგებმა „გაზ-51-ის“ მძღოლის 26 წლის კაკო ნასიძის „დამუშავება“ დაიწყეს, ანუ მასზე თვალთვალი დააწესეს. რადგან ის და მისი 35 წლის მეგობარი ქალი, ლია ჭუჭულაშვილი, შვიდი ადამიანის სადისტურად მკვლელობაში იყვნენ ეჭვმიტანილები. სოხაძემ, რომელსაც კილურაძემ ნასიძის მეგობრის ფოტოები უჩვენა, დაადასტურა, რომ კარტოფილი სწორედ იმ ქალმა იყიდა მისგან. ეჭვმიტანილ ჭუჭულაშვილს, მართალია, ბეჭედი უკვე აღარ ეკეთა თითზე, მაგრამ სოხაძეს არ გასჭირვებია მისი ამოცნობა.

კაკო ნასიძე და ლია ჭუჭულაშვილი თითქმის მთელ დღეს ერთად ატარებდნენ და „გაზ-51-ით“ აღმა-დაღმა დაჰქროდნენ.

– როგორც ეტყობა, მორიგ მსხვერპლს ეძებენ, – თქვა მაიორმა, – სანამ ისინი საკბილოს იპოვიან, ჯობია, ჩვენი თანამშრომელი შევუგდოთ.

ამრიგად, გადაწყდა, რომ მანიაკების მსხვერპლის როლს სტაჟიორი ნოე გოგუა შეასრულებდა.

– აბა, შენ იცი, ნოე, – დამოძღვრა მაიორმა სტაჟიორი, – იცოდე, რომ ჩვენი გამუდმებული თვალთვალის ქვეშ იმყოფები, მაგრამ ამის მიუხედავად, ყურადღება არ მოადუნო.

გოგუა, თბილისი-რუსთავის ტრასაზე ჩაისვეს მანქანაში ნასიძემ და ჭუჭულაშვილმა. საღამოს კი კილურაძის ჯგუფმა ეჭვმიტანილები სწორედ იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი დარეტიანებულ გოგუას ბაწრავდნენ.

ჭუჭულაშვილის ბინის ჩხრეკისას მილიციამ სამართებელივით ალესილი დანები და ადამიანის შიგნეულობისგან დამზადებული ეგრეთ წოდებული „ტუშონკები” აღმოაჩინა.

– თვალებს რატომ სთხრიდით მოკლულებს – ჰკითხა კილურაძემ დაკავებულებს.

– მათ თვალებში ჩვენი სახეები რომ არ აღბეჭდილიყო, – თქვა ჭუჭულაშვილმა, – წაკითხული მაქვს, როდესაც ადამიანი კვდება, მის თვალებში ბოლო კადრი სამუდამოდ აღიბეჭდება.

– არასწორი ინფორმაციაა – თავი გააქნია მაიორმა – თუმცა, ყველაფერს ძალიან გააზრებულად აკეთებდით და, რომ არა ეგ შუშისთვლიანი ბეჭედი, ვინ იცის, კიდევ რამდენ ადამიანს მოუღებდით ბოლოს. ბეჭედი ბრილიანტისთვლიანი გეგონათ და ხაშურში მოკლული მამაკაცის კუჭიდან ამოიღეთ ხომ?

– მართალია, – თქვა ჭუჭულაშვილმა.

როგორც გაირკვა, როდესაც გაგლოევმა და კისიევმა სოხაძის ბინა გაქურდეს ხაშურში, კისიევმა თავისი „პაძელნიკისგან” მალულად, ბეჭედი გადაყლაპა, რადგან ბრილიანტისთვლიანი ეგონა.

– ადამიანის ხორცს რა გაჭმევდათ? – ზიზღით ჰკითხა მაიორმა.

– რომ იცოდე, რა გემრიელია, შენც სიამოვნებით შეჭამდი, – გაეცინა ჭუჭულაშვილს, – ჩვენი ოჯახი გურჯაანში ცხოვრობდა. მე ტყუპისცალი და მყავდა – ლამარა. ერთხელ მე და ჩემი და მარტონი ვიყავით სახლში. მაშინ 15 წლის ვიყავით. უეცრად ლამარას თითი გაეჭრა და სისხლი წამოუვიდა. მე მის ჭრილობას წუწნა დავუწყე, რომ სისხლდენა შემეჩერებინა. მაგრამ, სისხლის გემომ დამათრო. მაშინ, ჩემი და ტყეში გავიტყუე. შემდეგ გავფატრე და შიგნეულობა ამოვაცალე, ცხედარი კი ძველ ჭაში ჩავაგდე და ქვები დავაყარე. შიგნეულობა იმ ღამესვე შევწვი, შევჭამე და მას მერე ამ საქმით ვარ დაკავებული.

მანიაკების წყვილი ორთაჭალის ციხეში გამოამწყვდიეს. იზოლირებულები რომ ყოფილიყვნენ დანარჩენი პატიმრებისგან, რომლებიც მათ ერჩოდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ, სარდაფში, ეგრეთ წოდებული „სმერტნიკების“ საკანში მოათავსეს ერთად. ეს ყოველგვარი ნორმების დარღვევა იყო, და იმით იყო გამოწვეული, რომ ციხეში ადგილები არ ჰქონდათ (იმ წელს განსაკუთრებით ბევრი სიკვდილმისჯილი იჯდა ორთაჭალაში).

საკანში წყვილმა ერთ-ერთ ზედამხედველზე მოაწყო თავდასხმა. მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველი ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, იატაკზე წააქციეს, ეცნენ და ცოცხლად დაუპირეს შეჭმა, მაგრამ, მხოლოდ ცხვირი და მარცხენა ლოყა მოაჭამეს, რადგან კოლეგის საშველად მისულმა სხვა ზედამხედველებმა ვამპირები ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ გაკოჭეს და კვლავ სცემეს, ბოლოს კი იმავე საკანში ბორკილებით მიაბეს და მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით დაჰყავდათ დაკითხვაზე.

ჭუჭულაშვილმა და ნასიძემ 14 ადამიანის მკვლელობა აღიარეს. ისინი ჯერ გაასამართლეს, შემდეგ კი დახვრიტეს.


скачать dle 11.3