კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: ამჟამად ვიმყოფები უცხოეთში. ვარ ორსულად. აგვისტოში დანიშნული მაქვს საკეისრო კვეთა, სავარაუდოდ, 20 რიცხვამდე. მაინტერესებს, რომელი დღეებია სასურველი ოპერაციისთვის. დაბადებული ვარ 1981 წლის 22 აგვისტოს.

პასუხი: მე გეტყვით იმ რიცხვებს, როცა არ არის სასურველი საკეისრო კვეთა, ესენია: 3, 7, 8, 10, 12, 15, 16, 17 და 22 აგვისტო. ამ თვის დანარჩენი დღეები, თქვენთვის მისაღებია. თუ საშუალება გაქვთ, უმჯობესია თვის ბოლოსკენ გადაიტანოთ ოპერაცია.

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 9 ივლისს, დღის საათებში. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია უკავშირდება იმას, რომ დაეყრდნოთ საკუთარ ხასიათში დადებითი თვისებების გამოვლენას. იყავით მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, შეუპოვარი, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, ფრთხილი და წინდახედული. ასევე, აუცილებლად უნდა იყოთ ერთგული და ირგვლივაც ასეთი ერთგული ადამიანები შემოიკრიბოთ. გახადეთ თქვენი ცხოვრება მეტად სტაბილური, დაეყრდენით ინტუიციას, ისწავლეთ საიდუმლოს შენახვა. ადამიანებთან ურთიერთობისას გამოავლინეთ დიპლომატია. ამ ყველაფრის გათვალისწინება წარმატებებს მოგიტანთ. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მეტად მისაღები და წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, სასტუმროების ბიზნესი, შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სამოდელო სფერო, უძრავი ქონების ბიზნესი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმე, დეკორატიული მებაღეობა, მშენებლობა. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსი საკმაოდ მაღალი გაქვთ.

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 2 სექტემბერს. რომელი ასტროლოგიური ქვის ტარება მომიტანს წარმატებას ცხოვრებაში?

პასუხი: თქვენთვის ასტროლოგიური ქვებიდან კარგი და მისაღებია. ასევე წარმატების მომტანი მწვანე ან ყვითელი იასპი, ოპალი, ტოპაზი, აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1991 წლის 24 მაისს, ღამის 9 საათსა და 05 წუთზე. რომელი პროფესიებია მისთვის მისაღები?

პასუხი: მისთვის სასურველი და წარმატების მომტანი პროფესიებია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული საქმიანობა, პოლიტიკის სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმე, არქიტექტურა, დიზაინი, სამოდელო სფერო, სამასაჟო საქმე, სადალაქო ინდუსტრია, მედიცინიდან პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია. ასევე, გასართობი ინდუსტრია, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, მშენებლობა, უშიშროების სფერო, საინჟინრო საქმიანობა.

კითხვა: დავიბადე 1981 წლის 8 ნოემბერს, კვირა დღეს, დღის საათებში. რომელი ქვებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენთვის კარგია შემდეგი ქვების ტარება: ოპალი, ზურმუხტი, ოქროსფერი ტოპაზი, მარჯანი, მარგალიტი, ამეთვისტო, ალექსანდრიტი და ფირუზი.


скачать dle 11.3