კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ღვთიური ნაწილაკის“ არსებობის შესახებ მსოფლიო უახლოეს პერიოდში შეიტყობს


ფიზიკოსებს ჯერ არ აღმოუჩენიათ „ღვთიური ნაწილაკი“, მაგრამ, გვპირდებიან, რომ ეს ძალზე მალე მოხდება. ამის შესახებ განაცხადეს ბირთვული ფიზიკის ყველაზე ავტორიტეტულ ფორუმზე, ელემენტარული ნაწილაკების საერთაშორისო კონფერენციაზე – ICHEP, სადაც სწავლულები ერთმანეთს ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებს და პერსპექტიულ გეგმებს უზიარებენ. კონფერენცია 22-დან 28 ივლისის ჩათვლით პარიზში მიმდინარეობდა.

თავიანთი ანგარიშები და პროგნოზები ფორუმზე წარმოადგინეს „ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებლების“ ხელმძღვანელებმა. ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან: ერთია „ტევატრონი“, რომელიც უკვე 27 წელია, მუშაობს ენრიკო ფერმის სახელობის ნაციონალურ ლაბორატორიაში, ამერიკის ილინოისის შტატში, ხოლო მეორე – დიდი ადრონული კოლაიდერი მსოფლიოში უდიდესი ბირთვული კვლევების ლაბორატორია „ცერნში“ (შვეიცარია, ჟენევის ახლოს).

მკვლევრები აცხადებენ, რომ მათ შეძლეს, შეევიწროებინათ მასათა დიაპაზონი, სადაც აუცილებელია „ღვთიური ნაწილაკის“ ან ჰიგსის ბოზონის ძებნა. ეს არის ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც, სტანდარტული მოდელის თანახმად, პასუხისმგებელია სამყაროში მასის არსებობაზე.

სამეცნიერო ჯგუფებმა – „ზერომ“ და CDF-მ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩაატარეს 500 ტრილიონი პროტონ-ანტიპროტონული დაჯახებების სერია, რომლებსაც „ტევატრონზე“ 2001 წლიდან აკვირდებიან. მას შემდეგ, რაც ორივე ჯგუფმა დამოუკიდებელი მონაცემები მიიღო, მათ შეაფარდეს შედეგები და მიიღეს მასათა მნიშვნელობების „ფანჯარა“, სადაც, შეიძლება, ჰიგსის ბოზონის მასა მდებარეობდეს.

რაც შეეხება დიდ ადრონულ კოლაიდერს, მისი თანამშრომლები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ცდილობდნენ, უმოკლეს ვადაში „დასწეოდნენ“ ამერიკას. თუმცა, ეს მათ ვერ შეძლეს, მაგრამ ისინი ინტენსიურად განაგრძობენ მუშაობას. ახლახან, უკვე რეგისტრირებულ მილიარდობით დაჯახებათა შორის, ნაპოვნია ყველაზე მასიური ნაწილაკის – ტოპ-კვარკის „კვალი“, რომელიც ადრე მხოლოდ „ტევატრონზე“ იქნა შემჩნეული.


скачать dle 11.3