გია მურღულიას კოლექციიდან
***
– მოქალაქის საყურადღებოდ, რომელმაც კინოთეატრის დარბაზში ბრილიანტებით მოჭედილი საათი დაკარგა, ვიუწყებით, რომ ახლა რვის ნახევარია.
***
– ჯობდა, ეშმაკს გავყოლოდი ცოლად.
– შეუძლებელია. ქორწინება აკრძალულია.
***
– ძვირფასო, რომელი პალტო ჩავიცვა, ეს თუ ის?
ქმარი გაზეთიდან თავაუღებლად პასუხობს:
– მგონი, ორივე ნორმალურია.
– მე ნორმალურად კი არა, მინდა გადასარევად გამოვიყურებოდე.
– მაშინ ორივე ჩაიცვი.
***
კარდიოლოგი ეკითხება პაციენტს:
– დღეში რამდენს სვამთ?
– ოთხ ჭიქას.
– მე ხომ გითხარით, მარტო ორი დალიეთ-მეთქი?!
– თერაპევტმაც იგივე მითხრა!
***
– თქვენ დაინახეთ, როგორ ახრჩობდა ბრალდებული თქვენს სიდედრს?
– დიახ, დავინახე.
– მერე, დასახმარებლად რატომ არ მიხვედით?
– თავიდან ვაპირებდი, მაგრამ მერე მივხვდი, მარტოც შეძლებდა.
***
ქმარი შინ გვიან დაბრუნდა. ცოლი ნამძინარევი ეკითხება:
– ღმერთო ჩემო, რომელი საათია?
– ათი.
ამ დროს საათმა ერთხელ ჩამოჰკრა.
– რას მატყუებ საათმა ერთი ჩამოჰკრა!
– შენ რა, გინდა რომ ნულიც ჩამოჰკრას?
***
– ექიმო, არ ვიცი, რა ვქნა, ისეთი საშინელი ვარ, ჩემს დანახვაზე, ყველას გული მისდის...
ექიმო! რა დაგემართათ, ექიმო?!
***
– დედიკო, იყიდე, რა, ძაღლი!
– არა!
– იყიდე რა, იყიდე, რა!
– მე ვთქვი, არა-მეთქი! ვინმე სხვას მიჰყიდე.
***
ორსული ქალის ქმარს ეკითხებიან:
– მშობიარობაზე დასწრება არ გინდათ?
– არა!
– რატომ?
– დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩასახვას ვესწრებოდი.
***
სომეხმა ფული იპოვა ქუჩაში, რამდენჯერმე გადათვალა და მერე უკმაყოფილომ ჩაილაპარაკა:
– აკლია მაგის დედაც...
***
ფრაზა ავადმყოფობის ნამდვილი ისტორიიდან:
– ქალმა კატეგორიული უარი თქვა მშობიარობაზე ქმრის სუსტი ჯანმრთელობის მიზეზით.
***
სამი სვანი ბოძის გაზომვას ცდილობს. ორი ბოძს ძლივძლივობით ფეხზე დააყენებს. მესამე აძვრება და საზომს ჩამოუშვებს. გამვლელი ეკითხებათ:
– რას აკეთებთ?! დადეთ და ისე გაზომეთ.
– ჩვენ სიგრძე კი არა, სიმაღლე გვაინტერესებს.