ანეგდოტები
***
წითელი შუქი აინთო და კატაფალკა შემთხვევით ავტობუსის გაჩერებასთან გაჩერდა. კაცმა კარი გამოაღო‚ უნდა შევიდეს და უცბად მძღოლს მიმართა:
– უკაცრავად‚ დივანზე მგზავრობა რა ღირს?
***
იმერელი სტუმრად მივიდა ხევსურთან. ხედავს, კედელზე დათვის ტყავია გაკრული.
– ეს დათვი მე მავკალ‚ პირისპირ შავხვდი – ერთი ერთზე. საქმე ასე იყო: ან – მე‚ ან – ის.
– კიდე კარგი‚ ძამია‚ თვარა, შენ ამ კედელს არ მოუხდებოდი.
***
სამი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს‚ ლუდს სვამენ და ბაასობენ:
– ეჰ‚ დავბერდი‚ მახსოვრობა მღალატობს...
– არ თქვა‚ სექსის წინ სულ მავიწყდება პრეზერვატივის გაკეთება.
– მე კიდევ – მოხსნა...
– მე საერთოდ მავიწყდება სექსი‚ სანამ ცოლი არ შემახსენებს...
– მე კიდევ... რაზე ვლაპარაკობდით?
***
– რატომ უცვლიან სვანი დედები შვილებს პამპერსს კვირაში ერთხელ?
– იმიტომ‚ რომ ზედ აწერია: „4 კგ-მდე“...
***
–კვირას მაგრა ცხელოდა‚ ბიჭო... ქალაქგარეთ იყავი?
– არა‚ მთელი დღე „ავჩარკასთან“ გავატარე.
– ვა‚ ძაღლი იყიდე?!
– არა‚ ტო‚ ცოლი იყო საშინლად გაბრაზებული.