კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: მოქალაქეს დაქორწინებამდე ჰქონდა სახლი. მეუღლეებმა გააფორმეს საქორწინო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, განქორწინების შემთხვევაში, ეს სახლი ისევ ამ მოქალაქეს დარჩებოდა. მეუღლეებმა მოახერხეს სახლის ახალი დაგეგმარება, რის გამოც სახლის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცოტა ხნის მერე ისინი განქორწინდნენ. ცოლი ითხოვს თავის წილს და აპირებს სარჩელის შეტანას სასამართლოში. რამდენად კანონიერია მისი მოთხოვნა?

პასუხი: არ არის კანონიერი, რადგან, მართალია, სახლის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ სახლის თანამესაკუთრედ მაინც ვერ ჩაითვლება, რადგან ეს საქორწინო ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული.

კითხვა: მოქალაქემ დედის გარდაცვალების შემდეგ დასთან ერთად მიიღო მკვიდრი ქონების ნაწილი. დის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე, ძმა სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა უღირს მემკვიდრედ. უნდა დააბრუნოს თუ არა მან მიღებული ქონება?

პასუხი: თუ პირი სასამართლოს მიერ ცნობილ იქნება უღირს მემკვიდრედ, სამკვიდროს მიღების შემდეგ ვალდებულია, დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობით მიიღო განაყოფთან და შემოსავალთან ერთად.

კითხვა: ექვს თვეში ვხდები 18 წლის. შემიძლია თუ არა, მანამდე მოვიყვანო ცოლი, რომელიც უკვე არის 18 წლის?

პასუხი: საქართველოში საქორწინო ასაკად დაწესებულია 18 წელი, მაგრამ გამონაკლისიც დაიშვება: 16 წლის ასაკიდან დაქორწინება დაიშვება მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი წერილობითი თანხმობით. თანხმობაზე მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების უარის შემთხვევაში, პატივსადები მიზეზების არსებობისას, დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვა შეუძლია გასცეს სასამართლომ.

კითხვა: არ ვარ საქართველოს მოქალაქე. შემიძლია თუ არა, მივმართო ადმინისტრაციულ ორგანოს, მის უფლებამოსილებაზე მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად?

პასუხი: ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებაზე მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

კითხვა: მართალია თუ არა, რომ გემის კაპიტანი, რომელიც ჩასაძირად განწირულ გემს მიატოვებს, ისჯება პატიმრობით?

პასუხი: გემის კაპიტანს, რომელიც განსაცდელში მიატოვებს პიროვნებებს, რომლებიც ზღვაში ან მდინარეში იღუპებიან, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან თანამდებობიდან გადაყენება ემუქრება.

კითხვა: მაქვს რამდენიმე გამოგონება. როგორ შემიძლია დავიცვა ჩემი საავტორო უფლებები?

პასუხი: გამოგონება, სასარგებლო მოდელი და სამრეწველო ნიმუში არ არის დაცული საავტორო სამართლით, მაგრამ წარმოადგენს საპატენტო სამართლის ობიექტს. თუ საავტორო უფლებების წარმოშობისთვის კანონი არ მოითხოვს რამე ფორმალობების შესრულებას, საპატენტო სამართალში ობიექტის დასაცავად და თქვენი უფლებების წარმოშობისთვის აუცილებელია გამოგონების რეგისტრაცია და საპატენტო უწყებიდან პატენტის მიღება.

კითხვა: ცოლთან განშორების შემდეგ ჩვენი საერთო შვილისთვის ყოველთვიურად ვიხდი ალიმენტს. ცოტა ხნის წინ სამსახური გამოვიცვალე და შემოსავალი შემიმცირდა. მაქვს თუ არა კანონით უფლება, მოვითხოვო ალიმენტის შემცირება?

პასუხი: მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის მიმართ იხდის ალიმენტს, მისი შემოსავლების შემცირების შემთხვევაში, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ალიმენტის შემცირება. ასევე, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, გაადიდოს კიდეც ალიმენტი.

კითხვა: რა ითვლება დანაშაულის მცდელობად და რის მიხედვით განისაზღვრება სასჯელი ამ შემთხვევებში?

პასუხი: დანაშაულის მცდელობა დაუმთავრებელი დანაშაულის ერთ-ერთი ფორმაა. მცდელობად ითვლება ისეთი ქმედება, რომელიც უშუალოდ იყო მიმართული დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ის განისაზღვრება კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისთვის, ამ მუხლზე მითითებით.

კითხვა: ისჯება თუ არა თავისუფლების აღკვეთით ფეხით მოსიარულე, რომელმაც დაარღვია მოძრაობის წესები და გამოიწვია ავტოავარია?

პასუხი: თუ მგზავრი, ფეხით მოსიარულე ან მოძრაობის სხვა მონაწილე ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესებს არღვევს და მისი ქმედება ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას იწვევს, ის ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან აღკვეთით. თუ ამ ქმედებას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დამნაშავე ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თუ ორი ან მეტი ადამიანი შეეწირა, ბრალდებული ხუთიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კითხვა: მინდა, სარჩელით მივმართო სასამართლოს და მოვითხოვო ხელშეკრულების შეუსრულებლობის, კერძოდ, ვადის გადაცილების გამო, მოპასუხის მიერ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მძიმე მატერიალური პირობების გამო, მინდა, ვთხოვო სასამართლოს გამათავისუფლოს სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან. მაქვს თუ არა ამის უფლება?

პასუხი: მოთხოვნის უფლება გაქვთ, ასევე, სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს მხარე სახელმწიფო ბაჟის (სასამართლო ხარჯების) გადასახადისგან.


скачать dle 11.3