კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მილიარდერ ძმებს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ


ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების კომისიამ მილიარდერი ძმები – სემუელ და ჩარლზ უაილები ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ფინანსურ მაქინაციებში დაადანაშაულა. მაქინაციების წყალობით ძმებმა უაილებმა შეძლეს, 550 მილიონი დოლარის გადახდა აერიდებინათ თავიდან. გარდა ამისა, მათ სხვა უკანონო ქმედებაშიც ედებათ ბრალი, რის შედეგადაც დამატებით 130 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს. ძმები უაილები, თავის მხრივ, ფასიანი ქაღალდების კომისიის ყველა ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიამ მათ ბრალდება კომისიის ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ წარუდგინა. ის უაილების საქმიანობას 2004 წლიდან იკვლევს. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ამერიკის ბანკმა რეგულატორს მიმართა იმის თაობაზე, რომ რამდენიმე ოფშორულ კომპანიასთან აპირებდა ხელშეკრულების გაწყვეტას განცხადებით, რომ ვერ გაარკვია, ვის ეკუთვნოდა ისინი. ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების კომისიამ გაარკვია, რომ ეს კომპანიები, უაილების ინტერესებიდან გამომდინარე, სატრასტო ფონდებად იყო რეგისტრირებული. ძმები უაილები ამტკიცებდნენ, რომ ამ ფონდებს არ აკონტროლებდნენ, თუმცა კომისიამ გაარკვია, რომ სწორედ ამ ფონდების დახმარებით ახორციელებდნენ ინვესტიციებს ისინი და თავისი შემოსავლების დიდ ნაწილს ამ გზით მალავდნენ.




скачать dle 11.3