კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკაში ყველაზე დიდი შემოსავლები მაღალი ტექნოლოგიების მენეჯერებს აქვთ


მილიარდერი რომ გახდე, სულაც არ არის აუცილებელი, კომპიუტერული პროგრამები გამოიგონო, ანდა, ფინანსური გენიოსი იყო. ამერიკაში წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერებმა პრემიების, ბონუსებისა და სხვა შემოსავლების წყალობით, უდიდესი თანხები დააგროვეს. გავლენიანმა გაზეთმა „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ ბოლო ათი წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი 25 ტოპ-მენეჯერის სია გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდ ბონუსებს მაღალტექნოლოგიური და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები იღებენ. მათ ამ სიაში 7 წარმომადგენელი აღმოჩნდა. უოლ-სტრიტის კომპანიების ტოპ-მენეჯერებს 5 ადგილი ერგოთ. ამერიკის 25 ყველაზე მაღალანაზღაურებად ხელმძღვანელთა შორის წარმომადგენლები საყოფაცხოვრებო საქონლის, ელექტროენერგეტიკის, ფარმაცევტიკის, ნავთობწარმოების, უძრავი ქონების, ტურიზმისა და სამთო-მომპოვებელ სფეროში მომუშავე კომპანიების ტოპ-მენეჯერებსაც ჰყავთ. ამერიკაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერი ლარი ელისონია, რომელიც, ამავე დროს, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია „ორაკლის“ დამფუძნებელიცაა. მან ბოლო 10 წლის განმავლობაში 1,84 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. მეორეა ტურისტული ინტერნეტ-პორტალ IAC-ის ტოპ-მენეჯერი ბერი დილერი, რომელმაც ათ წელიწადში 1,14 მილიარდი დოლარი მიიღო. მესამე ადგილი Occidental Petroleum Corp-ის გენერალურ დირექტორ რეი ირანს ხვდა წილად, რომელმაც 857 მილიონი გამოიმუშავა.


скачать dle 11.3