კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა სასახლე ქართველი ებრაელისგან შეიძინა


ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით, პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა, მექსიკელმა ბიზნესმენმა კარლოს სლიმმა, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან წასული გამდიდრებული ემიგრანტისგან, თამირ საფირისგან, სასახლე „დიუკ სემანსი“, რომელიც ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუზე მდებარეობს, 44 მილიონ დოლარად შეიძინა. თამირ საფირი ქართველი ებრაელია და მისი ქართული სახელი და გვარია თემურ სეფიაშვილი, რომელიც 1975 წელს ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მანჰეტენზე მდებარე ცნობილი სახლი მან გასაყიდად 2010 წლის იანვარში გამოიტანა. მისი საწყისი ფასი 50 მილიონი დოლარი იყო. სლიმმა შეძლო, საფირი 6 მილიონი დოლარის დაკლებაზე დაეთანხმებინა. თავის მხრივ, თამირ საფირმა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალბატონის, დორის დიუკის მემკვიდრეებისგან 7-სართულიანი სახლი-სასახლე 2006 წელს 40 მილიონ დოლარად შეიძინა. 1901 წელს აგებული – „დიუკ სემანსი“ ნიუ-იორკის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთ ულამაზეს შენობად ითვლება და ის „მეტროპოლიტან მუზეუმის“ პირდაპირ მდებარეობს. საინტერესოა, რომ ოთხი წლის წინ საფირის მიერ გადახდილი 40 მილიონი დოლარი ყველაზე დიდი თანხა იყო, რომელიც ოდესმე პენტჰაუსში გადაუხდიათ. არაბული წარმოშობის მექსიკელი ბიზნესმენის, კარლოს სლიმის ქონება „ფორბსმა“ 67,8 მილიარდ დოლარად შეაფასა. მან ერთი თვის წინ მეხუთე ავენიუზე კიდევ ერთი შენობა შეიძინა – 11-სართულიანი საოფისე კომპლექსი 140 მილიონ დოლარად.

скачать dle 11.3