სოკოს და ბრინჯის სალათა
საჭირო ინგრედიენტებია: 500 გრამი ბროკოლი, 300 გრამი ქამა სოკო, 2 სადილის კოვზი ზეთი, 200 გრამი თეთრი ბრინჯი, 500 მილილიტრი სოკოს ბულიონი, მარილი, შავი პილპილი, 150 გრამი პატარა პომიდორები, ოხრახუში, კამა და მწვანე ხახვი, 250 მილილიტრი რძე, 100 გრამი გახეხილი ან გამდნარი ყველი, 1-2 სადილის კოვზი მდოგვის სოუსი.
მომზადების წესი: მოამზადეთ ბოსტნეული. გაარჩიეთ, გარეცხეთ და შეაშრეთ. სოკოები შუაზე გადაჭერით. თუ დიდებია, დაჭერით ოთხად. დაუმატეთ ბრინჯი და ზეთთან ერთად, უწყლოდ შუშეთ. დაასხით ბულიონი. ჩაუმატეთ ბროკოლი. უყავით მარილი და პილპილი. ხარშეთ თავდახურული 8-10 წუთი.
პომიდორი გაჭერით შუაზე. შეურიეთ უკვე მოხარშულ ბრინჯს. გადმოიღეთ დიდ ლანგარზე და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მოასხით სოუსი.
სოუსი: აადუღეთ რძე. გაადნეთ მასში ყველი. თან გამუდმებით ურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე. შეურიეთ მდოგვის სოუსი.