„თბილისელების“ სამზარეულო
სიმინდის წვნიანი (საზაფხულო)
საჭირო ინგრედიენტებია: 2 ცალი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 300 გრამი კარტოფილი, 2 სადილის კოვზი კარაქი, 1 ცალი ბულგარული წითელი წიწაკა, 600 მილილიტრი ბულიონი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი. 400 გრამი დაკონსერვებული სიმინდი. 300 გრამი რძე, მარილი, შავი პილპილი, ერთი კონა კამა.
მომზადების წესი: ხახვი, ნიორი და კარტოფილი გაარჩიეთ, დაჭერით და მოშუშეთ კარაქში. ბულგარული წიწაკა კარგად გარეცხეთ, ამოაცალეთ შუაგული და დაჭერით წვრილ ჩხირებად. დაუმატეთ ბოსტნეულს და შუშეთ ცალკე. დაასხით ბულიონი და მოხარშეთ.
ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლი, სიმინდი და ხარშეთ 10 წუთი. ამოიღეთ დაფნის ფოთოლი, წვნიანის ნახევარი გადაწურეთ, დანარჩენი, ათქვიფეთ როგორც პიურე, ჩაუმატეთ რძე, ჩაასხით წვნიანის მეორე ნახევარი. აურიეთ, უყავით მარილი, პილპილი და ბოლოს მოაყარეთ კამა.