კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის დღე დაკარგული ნინო ქორიძისთვის


ნინო ქორიძე: საყოფაცხოვრებო პრობლემების დროს საკმაოდ მშვიდი ვარ. სულერთია რა გაფუჭდება. არ ვნერვიულობ და ვიწყებ მოქმედებას მის მოსაგვარებლად. მით უმეტეს, თუკი ვხედავ, რომ ეს ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ჩემს კისერზეა ეს. ოჯახის წევრებს უფრო ხშირად უწევთ მიზეზის გარკვევაც და ხელოსანთან დარეკვაც, მაგრამ მეც შემიძლია, იგივე გავაკეთო. არ არის პრობლემა.

– საკუთარი ხელით რამეს შეაკეთებთ?

– კი. რატომაც არა. ლურსმანსაც მივაჭედებ, ნათურასაც გამოვცვლი და ტელეფონის სადენსაც გადავაბამ. ერთი სიტყვით, არ დავიკარგები (იცინის). თუ ეს ხელმარჯვეობას ნიშნავს, მაშინ ხელმარჯვე ვყოფილვარ. ბავშვობაში ჩხირკედელა არა, მაგრამ ინტერესიანი კი ვიყავი. მაინტერესებდა, რას როგორ აკეთებდნენ. მე არაფერს ვშლიდი, მაგრამ სხვებს ვუყურებდი და ვაკვირდებოდი. პრინციპში ეს თვისება ახლაც გამომყვა. ყველაფერი მაინტერესებს.

– კომფორტი რა არის თქვენთვის და ხართ თუ არა, კომფორტზე დამოკიდებული ადამიანი?

– კომფორტი მიყვარს. ვერ უარვყოფ. კარგია ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, მაგრამ ამის გარეშე გაძლებაც შემიძლია. დავდიოდი, ხოლმე „პახოდებში“ და ვიტანდი ამას. კარავშიც კარგად ვიძინებდი. მაგრამ, თუ არჩევანზე მიდგება საქმე, კომფორტში დასვენება მირჩევნია. თუმცა ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმ ადამიანებსა და გარემოზე, რომელიც ჩემს გარშემო იქნება. შეიძლება, კარავში და ტყეში უკეთ ვიგრძნო თავი.

– არის ნინო წესრიგის მოყვარული?

– წესრიგი მიყვარს, მაგრამ პედანტურად მოწესრიგებული ნამდვილად არ ვარ. ჩემი ნივთები ხშირად არის არეული. კარადაშიც მაქვს, ხოლმე ქაოსი (იცინის). მაგრამ, მთავარია, რომ ვალაგებ. საოჯახი საქმეებიდან ვერ ვიტან უთოობას – განსაკუთრებულად არ მიყვარს. არც სახლის გენერალური დალაგება მხიბლავს, მაინცდამაინც. ამიტომ, ეს იშვიათად ხდება. სამზარეულოსთან ვმეგობრობ. შემიძლია, როგორც სალათების, ისე სერიოზული კერძების მომზადება, მაგრამ, დილიდან საღამომდე სამზარეულოში ნამდვილად არ ვარ. თუ მომინდა, რამე გავაკეთო, გავაკეთებ. მაქვს კულინარიული ნიჭი. ზაფხულში, ძალიან რომ ცხელა, ყველაზე ხშირად მწვანე სალათას ვამზადებ. ძალიან მსუბუქია და ადვილად მოსამზადებელი. უნდა აიღოთ სალათის ფოთლები, დაჭრათ, დაუმატოთ ბევრი ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი, ცოტა ძმარი და ზეთი.

– ესე იგი, პროდუქტის საყიდლად გაიშვებით?

– კი, როგორ არა. სიაც არ მჭირდება. ისედაც არ დამავიწყდება, რა უნდა ვიყიდო.

– ფულთან დამოკიდებულებაში როგორი ხართ – ფლანგავთ, თუ იცით მისი ყადრი?

– ვერ ვიტყვი, რომ ხელაღებით ვფლანგავ. მაგრამ, მაინც ძალიან მალე მეხარჯება (იცინის). ფაქტობრივად, სიგარეტსა და ტაქსებში მიდის მთელი ჩემი შემოსავალი.

– გამოდის, სულ ცეცხლს და ქარს ატანთ ფულს.

– ასე გამოდის. რაღაც ნივთებსაც ვყიდულობ ჩემთვის, ძირითადად იმას, რაც მჭირდება, მაგრამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ სიგარეტსა და ტაქსებში მიდის.

– ტაქსის მძღოლები გცნობენ?

– არა. ვერ მცნობენ. უფრო ქუჩაში, გამვლელები და ბავშვები მამჩნევენ. დამინახავენ და გამიღიმებენ, ხოლმე. მაღაზიებშიც მცნობენ. ძალიან სასიამოვნო განცდაა.

– როგორი მყიდველი ხართ – ჭირვეული, თუ მიამიტი?

– საკმაოდ დიდხანს ვფიქრობ, რამე ნივთის შეძენისას და დიდხანსაც ვარჩევ. ამიტომ, ძირითადად, ჩემს გარდერობში არ ხვდება ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც მერე აღარ გამოვიყენებ. არ ვარ ჭირვეული მყიდველი, მაგრამ ყოველთვის ვიცი, რა მინდა. „ელიავას“ ბაზრობაზეც ვყოფილვარ. მე პროფესიით მხატვარი ვარ და აქედან გამომდინარე, დამჭირვებია ისეთი ნივთები, რაც „ელიავას“ ბაზრობაზე იყიდება. ბევრი ფული რომ მქონდეს, ხშირად ვიმოგზაურებდი(იცინის).

– იცით, რა არის „პახმელია“?

– კი, ვიცი. გამოცდილი მაქვს (იცინის). დიდად ვერ ვმეგობრობ ალკოჰოლთან და ცოტაც რომ დავლიო, მეორე დღეს დისკომფორტი მაქვს. ფაქტობრივად, ის დღე დაკარგულია. ხაში მიყვარს, მაგრამ არაყთან და „პახმელიაზე“ არ მიცდია. არ მგონია, რომ მომეწონოს.


скачать dle 11.3