კანალისს იტალიაში დაბრუნების შემთხვევაში დაიჭერენ
ელიზაბეთ კანალისი თავის დროზე იტალიელ ფეხბურთელთა შთაგონების მთავარი წყარო იყო და ამ წყაროს რიგრიგობით ფილიპო ინძაგი, ალესანდრო ნესტა, დიდიე დროგბა და კრისტიან ვიერი ეწაფებოდნენ. ყველაზე ბოლოს სწორედ ეს უკანასკნელი შემორჩა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ვიერიმ განაცხადა, კანალისის ცოლად მომყვანი არ ვარო, გოგონა გაებუტა და რომანი ცნობილ ამერიკელ მსახიობთან, ჯორჯ კლუნისთან გააბა. უფრო მეტიც, კლუნიმ ლიზი ამერიკაში წაიყვანა და, დიდი ალბათობით, მას ცოლადაც მოიყვანს, თუმცა...
„2007 წელს მე და კანალისი რეგულარულად ვიღებდით ნარკოტიკებს და ამას ძირითადად ღამის ბარებში ვაკეთებდით. ახლა კი ის, ალბათ, შტატებში უჩემოდ ერთობა“, – ეს განცხადება კანალისის მეგობარმა, ასევე, მოდელმა კარიმ მენადმა გააკეთა.
ამ საქმით პოლიცია დაინტერესდა. კარიმს ჯარიმის სახით ოთხი ათასი ევრო გადაახდევინეს, ღამის ორი ბარი დახურეს, ხოლო კანალისს დაემუქრნენ, იტალიაში დაბრუნებისთანავე დაგიჭერთო.