იგუაინმა ქალი მესის გამო გაუშვა
ლუსიანა სალასარი ის ქალია, ვინც, თამამად შეიძლება, სპორტსმენებზე მონადირედ ჩავთვალოთ. მის საწოლში სპორტის სამყაროს არაერთ წარმომადგენელს უკოტრიალია და მათ შორის ყველაზე ცნობილი ლიონელ მესია. თანაც, სპორტსმენებთან დაშორების შემდეგ, ის მათთან საუცხოო ურთიერთობას ინარჩუნებს და ამ საიდუმლოს ფარდა თავად ახადა.
„ჩვენ ერთმანეთს ვშორდებით, მაგრამ ურთიერთობები რჩება. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როცა მას ყველასგან და ყველაფრისგან დამალვა სურს. ასეთ დროს ისინი მე მირეკავენ, ჩემთან ორი-სამი დღის განმავლობაში ცხოვრობენ, ძველ ვნებას მიეცემიან და მერე მიდიან“, – განაცხადა ლუსიანამ და ისიც დაამატა, სულ ბოლოს, მსოფლიოს ჩემპიონატის მერე, ლიონელ მესი დავამშვიდეო.
ამ ამბავმა ლუსიანას მეგობარი კაცი, „რეალის“ ფეხბურთელი, გონსალო იგუაინი გააბრაზა.
„კი ვიცოდი, რომ მას უამრავ სპორტსმენთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ ის მერე მათ დამშვიდებას ახერხებდა. მე ასე არ შემიძლია; არ შემიძლია, საყვარელ ქალთან მივიდე და კარი თუნდაც მესიმ გამიღოს – ადამიანმა, რომელიც ჩემი მეგობარია და პატივს ვცემ“, – განაცხადა იგუაინმა და ლუსიანა მიატოვა. მაგრამ, საეჭვოა, ამის გამო სალასარიანთ ქალმა დიდად ინერვიულოს. არგენტინაში სპორტსმენებს რა დალევს.