ეშლი კოული ქვეყნიდან შერილის გამო გარბის
მართალია, კარლო ანჩელოტი ჯიუტად ამტკიცებდა, ეშლი კოული არ იყიდება და იგი მომავალ სეზონსაც ჩვენთან დაიწყებსო, მაგრამ მცველი და მწვრთნელი ერთმანეთს შეხვდნენ და, როგორც გაირკვა, ეშლიმ წასვლის სურვილი გამოთქვა.
„მთავარი მოტივი, რის გამოც კოულს „ჩელსის“ და, საერთოდ, ინგლისის დატოვება სურს, მისი განქორწინებაა. მას შემდეგ, რაც კოული შერილ ტვიდს დაშორდა, პაპარაცები არ ასვენებენ და მუდმივად კუდში დასდევენ. კოულს, უბრალოდ, აღარ შეუძლია ინგლისში გაჩერება“, – ამ ინფორმაციამ გამოჟონა ანჩელოტისთან შეხვედრის შემდგომ.
– ეს ამბავი ყველაზე მეტად მადრიდის „რეალს“ გაახარებდა. ჟოზე მაურინიო ჯიუტად ითხოვს, კოული მიყიდეთო.