ორეულების სააგენტო
ალექს რიდი წესების გარეშე მოჩხუბარია, კეტი პრაისი კი – მისი მეორე ნახევარი. კეტის სამოდელო სამყაროში „ჯორდანის“ მეტსახელით და კიდევ იმით იცნობენ, რომ „მანჩესტერ იუნაითედის“ ყოფილ ვარსკვლავს, დუაიტ იორკს, შვილი გაუჩინა და ორი მილიონი დოლარიც „აახია“. ჯორდანი კრეატიული იდეებით გამოირჩევა და ახლაც ისეთი იდეა გაუჩნდა, რომელიც შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც აიტაცონ.
„მე ორეულების მაძიებელი სააგენტო უნდა გავაკეთო. ყველა ადამიანს ჰყავს თავისი ორეული და ვისაც სურვილი ექნება, ჩვენ მას მოვუძებნით. ეს დიდ ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული – სულ რაღაც ორი ათასი გირვანქა დაჯდება“, – განაცხადა ჯორდანმა.
როგორც ამბობენ, საკუთარი ორეულის მონახვის სურვილი უკვე რამდენიმე ათას კაცს გაუჩნდა და ისინი რიგში დგანან.