კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: აქვს თუ არა მნიშვნელობა ქალის თმისა და კანის ფერს სუნამოს სურნელის შერჩევისას?

პასუხი: ასე კონკრეტულად თქმა, ქერა და თეთრ ქალს ესა თუ ის სურნელი შეესაბამება, ცხადია, არ იქნება სწორი, რადგან სურნელის აღქმა ძალიან ინდივიდუალურია. მაგრამ, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, ფრანგმა პარფიუმერებმა დაადგინეს, რომ ქერა ქალებს (ბუნებრივ ქერებს) უფრო მეტად მოსწონთ ყვავილების სურნელის მქონე სუნამოები, რადგან, მათი თქმით, ის დადებითად მუხტავს და კარგ ხასიათზე აყენებს მათ; წითურ ქალბატონებს უფრო მეტად ხიბლავთ ამა თუ იმ მერქნის სურნელი; წაბლისფერთმიანები უპირატესობას ანიჭებენ ხილის არომატს, რომელიც მათ რომანტიკულ განწყობას უქმნის, შავგვრემნები კი – ეგზოტიკურ, აღმოსავლურ არომატს, რომელიც მათ ექსტრავაგანტურობას სძენს.

კითხვა: ცოტა უხერხული შეკითხვა მაქვს: ფეხების გაპარსვის შემდეგ ხანდახან მემართება ბეწვის ჩაბრუნება. როგორ უნდა გავიპარსო, რომ ეს არ მოხდეს? გარდა ამისა, მაინტერესებს, რა უნდა გავაკეთო გაპარსვის შემდეგ, რომ კანი იყოს გლუვი და სრიალა? ეპილაციას და დეპილაციას ვერ ვიკეთებ ვენების გაგანიერების გამო.

პასუხი: ბეწვის ჩაბრუნება რომ არ მოხდეს, ფეხები კარგად დაიბანეთ, შემდეგ სქლად წაისვით ქაფი და ჯერ ბეწვის ზრდის მიმართულებით გაიპარსეთ, შემდეგ კი – ზრდის საწინააღმდეგოდ.

გაპარსვის შემდეგ კანი გლუვი და სრიალა რომ გქონდეთ, გაპარსვამდე მიიღეთ ფეხების აბაზანა (ან, სულაც, ბანაობას რომ დაამთავრებთ, ბოლოს გაიპარსეთ), გამოიყენეთ მხოლოდ ახალი და ბასრი საპარსი, და როგორც უკვე გითხარით, წაისვით ქაფის სქელი ფენა.

კითხვა: მაქვს პრობლემური კანი. შეიძლება თუ არა, გამოვიყენო სკრაბი?

პასუხი: თქვენთვის სკრაბის გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება. უმჯობესია, დილას და საღამოს თქვენი კანის შესაფერისი კოსმეტიკური საპნით დაიბანოთ სახე და შემდეგ შესაბამისი მკვებავი წაისვათ. შეგიძლიათ, მოსინჯოთ ქიმიური პილინგი, რომელსაც პროფესიონალი კოსმეტოლოგი ან დერმატოლოგი დაგინიშნავთ.

კითხვა: რომელ ვიტამინებს შეიცავს ხილისა და ბოსტნეულის წვენები და ზაფხულის სეზონზე რომელი პროდუქტის მიღებაა უფრო მეტად სასარგებლო?

პასუხი: ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენი შეიცავს C და E ვიტამინებს და ბეტა-კაროტინს (ასევე, სხვადასხვა რაოდენობით A, B ჯგუფისა და სხვა ვიტამინებსაც). ზაფხულის სეზონზე სასურველია, მეტი რაოდენობით მიიღოთ წითელი ბულგარული წიწაკა, საზამთრო და გარგარი. ამ პროდუქტების მიღება განსაკუთრებით ეფექტურია დილის საათებში.

კითხვა: დღის რომელ მონაკვეთშია მიზანშეწონილი კონტრასტული შხაპის მიღება, როგორ უნდა ვცვალოთ ამ დროს წყლის ტემპერატურა და რა შედეგს გვაძლევს ასეთი შხაპი?

პასუხი: კონტრასტული შხაპის მიღება განსაკუთრებით დადებით შედეგს იძლევა, თუ მას მივიღებთ დილას და საღამოს. წყლის ტემპერატურა უნდა ცვალოთ შემდეგნაირად: 40-45-გრადუსიანი წყლის შხაპს შეუშვირეთ სხეული 2-3 წუთის განმავლობაში, შემდეგ წყალი თანდათან გააგრილეთ 10-20 გრადუსამდე, 2-3 წუთის შემდეგ კი ისევ ნელ-ნელა გააცხელეთ 40-45 გრადუსამდე. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე.

კონტრასტული შხაპი აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აკაჟებს და ენერგიით ავსებს სხეულს, ამაღლებს კუნთების ტონუსს და ხალისიან განწყობას უქმნის ადამიანს.

კითხვა: დასასვენებლად ვიმყოფები მთიან სოფელში. სპეციალურად ნამზეურის მისაღებად მდინარეზე არ გავდივარ, მაგრამ დღის განმავლობაში მაინც მიწევს მზეზე ყოფნა. ასეთ შემთხვევაში თუ არის აუცილებელი მზისგან დამცავი კრემების წასმა?

პასუხი: თქვენს შემთხვევაშიც კი აუცილებელია მზის დამცავი კრემის წასმა, რადგან ამით დაიცავთ კანს გაუწყლოებისა და გაუხეშებისგან. რაც შეეხება თავად კრემს, უნდა შეარჩიოთ მაქსიმალური დაცვის მქონე პროდუქცია.

კითხვა: როგორი მაკიაჟია მიზანშეწონილი ზაფხულის სეზონზე, ზღვაზე ყოფნისას?

პასუხი: საერთოდ, წელს აქტუალურია ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული მაკიაჟი. კურორტზე, მით უმეტეს, ზღვაზე ყოფნისას, დღის განმავლობაში სასურველია, წაისვათ წყალგამძლე წამწამების ტუში, დანარჩენი შტრიხები კი („რუმიანა“, ტუჩის საცხი და ასე შემდეგ), უმჯობესია, გაიკეთოთ საღამოს.


скачать dle 11.3