კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უბრალოდ – კარტოფილი!


ზაფხულში გახდომა გაცილებით ადვილია, მით უფრო, თუ ამ პროცესს სიამოვნებაც ახლავს თან.

გთავაზობთ კარტოფილზე დაფუძნებულ დიეტას, რომელიც, მართალია, ერთბაშად ვერ გაგხდით ბალერინას, მაგრამ, ხომ გახსოვთ, დიეტების უდავო ჭეშმარიტება: რაც უფრო ნელა იკლებთ, მით მეტად ხართ დაზღვეული წონის აღდგენისგან:

პირველი საუზმე (9 საათი): 1 ფინჯანი უშაქრო ყავა, 1 ნაჭერი შავი პურის ორცხობილა, 1 ნაჭერი უცხიმო და ნაკლებმარილიანი ყველი.

მეორე საუზმე (12 საათი): 1 ჭიქა უცხიმო მაწონი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა უშაქრო ხილის წვენი.

სადილი (15 საათი): მოხარშეთ 200 გრამი კარტოფილი კანიანად, მერე გაფცქვენით და წვრილად დაჭერით. 100 გრამი უცხიმო ხაჭო ასრისეთ მინერალურ წყალში ისე, რომ კრემის კონსისტენცია მიიღოთ, შეურიეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, 1 ცალი მომცრო ზომის, ასევე წვრილად დაჭრილი კიტრი, 1 ჩაის კოვზი სელის ზეთი, მარილი – გემოვნებით. ეს მასა მოასხით დაჭრილ კარტოფილს და მიირთვით. დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი ან 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ხილის უშაქრო წვენი.

ვახშამი (18 საათი): რგოლებად დაჭერით 3 ცალი საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი, 5-6 ღერი მწვანე ხახვი, 2 ცალი საშუალო ზომის პომიდორი, რამდენიმე ცალი სალათის ფოთოლი და 100 გრამი მოხარშული უცხიმო ხორცი. 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი და 3 სადილის კოვზი უცხიმო მაწონი ან იოგურტი აურიეთ და მოასხით სალათას. მარილი – გემოვნებით.

მეორე დღე

პირველი საუზმე (9 საათი): 1 ფინჯანი უშაქრო შავი ყავა, 1 ნაჭერი ცეხვილი შავი პური, 1 ჩაის კოვზი თაფლი.

მეორე საუზმე (12 საათი): 100 გრამი უცხიმო ხაჭო და 1 ჩაის ჭიქა მაწონი აურიეთ ერთმანეთში, 1 ნაჭერი ცეხვილი შავი პური, 1 ჩაის ჭიქა ხილის წვენი.

სადილი (15 საათი): 200 გრამი მოხარშული კარტოფილი დაჭერით რგოლებად. მოშუშეთ 100 გრამი საქონლის ხორცის ფარში და 1 თავი დაჭრილი ხახვი; ცალკე მოშუშეთ 2 ცალი რგოლებად დაჭრილი და სუნელებით შეზავებული პომიდორი. კარტოფილი, ფარში და პომიდორი ჩააწყვეთ ტაფაში ფენებად, მოაყარეთ მარილი გემოვნებით, მოასხით 1 ჩაის ჭიქა არამჟავე და უცხიმო მაწონში ათქვეფილი 1 კვერცხის გული და 10-15 წუთით შედგით ჰაერღუმელში. დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

ვახშამი (18 საათი): 150 გრამი მოხარშული კარტოფილი, 100 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 1 ცალი წვრილად დაჭრილი სტაფილო მოშუშეთ ცოტაოდენ ზეთში. მოასხით 200 მილილიტრი ქათმის ან საქონლის ხორცის ცხიმმოხდილი ბულიონი, წამოადუღეთ და შეაზავეთ მარილით. დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა მაწონი ან მინერალური წყალი.

მესამე დღე

პირველი საუზმე (9 საათი): 1 ფინჯანი უშაქრო შავი ყავა ან 1 ჩაის ჭიქა მწვანე ჩაი, 1 ნაჭერი ცეხვილი შავი პური, 1 ჩაის კოვზი ჯემი.

მეორე საუზმე (12 საათი): 1 ჩაის ჭიქა ნაკლებშაქრიანი კაკაო, 2 ცალი ხაჭოიანი ბლინი, ან 100 გრამი მოხარშული წიწიბურა.

სადილი (15 საათი): რგოლებად დაჭერით 1 პატარა თავი ხახვი, 150 გრამი მოხარშული კარტოფილი, 2 ცალი საშუალო ზომის პომიდორი და ცოტაოდენ ზეთში მოშუშეთ. მოაყარეთ მარილი, წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში. ათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი ნახევარ ჩაის ჭიქა რძესთან ერთად, შეაზავეთ მარილით, მოასხით მოშუშულ კარტოფილსა და ზეთს და შედგით ჰაერღუმელში 10-15 წუთით. დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა მაწონი.

ვახშამი (18 საათი): კუბიკებად დაჭერით 100 გრამი მოხარშული კარტოფილი, 100 გრამი მოწალული ბროკოლი, 100 გრამი ქათმის ან ინდაურის მკერდის ხორცი (მოხარშული), ნახევარ-ნახევარი კონა მწვანე ხახვი, კამა და ოხრახუში, 1 ცალი ბულგარული წიწაკა წვრილად დაჭერით და მოაყარეთ, დაახეხეთ 1 ცალი უმი სტაფილო და შეაზავეთ მარილითა და 2 სადილის კოვზი მაიონეზით. დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი ან პიტნის უშაქრო ჩაი (გაგრილებული).

წარმატებას გისურვებთ!


скачать dle 11.3