კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფურუნკული – საშიში დაავადება


ადამიანის ემოციური სფეროს აშლილობას და ცომეულისა და ტკბილეულისადმი გადაჭარბებულ მოთხოვნილებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ასეთ მიდრეკილებას სეროტონინის ნაკლებობა იწვევს. ეს არის ნივთიერება, რომელიც აქტიურად მონაწილეობს განწყობის რეგულაციაში. ის წარმოიქმნება ტვინში და ემოციურ სფეროზე აგებს პასუხს. ამ ნივთიერების გამოსამუშავებლად აუცილებელია ნახშირწყლები.

თუ მოხარშულ ჭარხალს მცენარეული ზეთით შეაზავებთ, ზემოდან ოხრახუშს მოაყრით და მიირთმევთ, ცუდ განწყობასა და მელანქოლიას მთელი დღის განმავლობაში დაამარცხებთ.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს გარგარის და ატმის ჭამას გირჩევთ.

დეპრესიის მსუბუქი ფორმების დროს, სულაც არ არის აუცილებელი ქიმიური პრეპარატების მიღება, მისგან თავის დაღწევაში დიეტა დაგეხმარებათ: შესანიშნავ და ხალისიან განწყობაზე დადგებით, თუ დილით ლეღვს, ფეიხოას ან ლიმონს მიირთმევთ. ფსიქიკაზე კარგად მოქმედებს კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, კიტრი, ვაშლი. უსიამოვნო განწყობისგან თავის ასარიდებლად კარგია ბოსტნეულის წვნიანის მირთმევაც.

თევზისა და ზღვის პროდუქტების ხშირად მიღება კარგი ანტიდეპრესიული საშუალებაა. თევზის ზოგიერთ სახეობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავა ბევრ ნევროლოგიურ დაავადებას კურნავს, მათ შორის – დეპრესიასაც. ალკოჰოლი და კოფეინი კი დეპრესიას უფრო აძლიერებს. ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდეთ ყავას, მაგარ ჩაის და ალკოჰოლის შემცველი სასმელების მიღებას. უმჯობესია, დილით თბილი მწვანე ჩაი დალიოთ.

სხვათა შორის, დეპრესიას კვებითი დანამატებიც იწვევს. ამიტომ, ეცადეთ, არ გადააჭარბოთ და ზომიერება დაიცვათ.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან, გახშირებული დეპრესია და მასთან დაკავშირებული პრობლემები ბოლო დროს ძალიან გახშირდა. ერთი შეხედვით, უმნიშვნელო პათოლოგიამ კი შეიძლება, ადამიანი მძიმე ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანოს.


скачать dle 11.3