კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: ჩემს ვაჟს თვალები და ქუთუთოები შესამჩნევად აქვს შესიებული, დაჰკრავს სილურჯე. თვალები სველი აქვს, დილაობით ქუთუთოები ეწებება. რით ვუმკურნალო? ალბუციდმა არ უშველა.

პასუხი: როგორც ჩანს, თქვენს ვაჟს კონიუნქტივიტი აქვს. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბაქტერია, ვირუსი, ტკიპა, ალერგიული რეაქცია. ალბუციდმა იმიტომ არ უშველა, რომ, როგორც ჩანს, დაავადების გამომწვევზე ეს პრეპარატი არ მოქმედებს. გირჩევთ, გამოიკვლიოთ თვალის ნაცხი.

კითხვა: ჩემს მამამთილს, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობს, სიფილისი აღმოაჩნდა. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა გადაგვედოს ჭურჭლით ან სხვა ნივთებით?

პასუხი: თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევები არ გვხვდება. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ანტისანიტარიის ან ძალიან ახლო კონტაქტის დროს. სიფილისის გავრცელების მთავარი გზა სქესობრივი კონტაქტი გახლავთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას.

კითხვა: სამი წელია, გათხოვილი ვარ, მაგრამ შვილი არ მყავს. მე ყველა გამოკვლევა ჩავიტარე, მაგრამ არც ერთი დარღვევა არ აღმომაჩნდა. ამის შემდეგ ექიმმა გვირჩია, მეუღლისთვისაც ჩაგვეტარებინა გამოკვლევა. მეუღლეს ნეკროსპერმია დაუდგინეს. გთხოვთ ამიხსნათ, რას ნიშნავს ეს და მეყოლება თუ არა შვილი?

პასუხი: ნეკროსპერმია არის მდგომარეობა, როცა მამაკაცის სპერმა მეტწილად მკვდარ სპერმატოზოიდებს შეიცავს.

კითხვა: ვარ 28 კვირის ორსული. ნაყოფის ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევის შემდეგ ექიმმა ბავშვს გულის მანკის დიაგნოზი დაუსვა. რა შეიძლება იყოს ამ დაავადების მიზეზი?

პასუხი: ნაყოფის ასეთ პათოლოგიას უმეტესად ორსულობის პირველი 3-4 თვის განმავლობაში დედის მიერ გადატანილი მწვავე ინფექციური პათოლოგია, აკრძალული პრეპარატების მიღება, ქრონიკული დაავადებები იწვევს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ხშირად დეფექტი იმდენად მცირეა, რომ ორგანიზმის ზრდასთან ერთად მდგომარეობა ყოველგვარი ჩარევის გარეშე სწორდება, მაგრამ, მანკი სერიოზულიც რომ იყოს, თანამედროვე კარდიოქირურგიისთვის ახალშობილის გულთან დაკავშირებული გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს.

კითხვა: ჩემს 27 წლის შვილს კრონის დაავადება აქვს. რამდენი დრო სჭირდება სრულ განკურნებას ან რომელი მედიკამენტებია საჭირო?

პასუხი: კრონის დაავადება ნაწლავების ქრონიკული პათოლოგიაა. მკურნალობის საშუალებით, შესაძლებელია ხანგრძლივი რემისიის მიღწევა. მის შესანარჩუნებლად საჭიროა დიეტა, რეჟიმი, ხანგრძლივი მედიკამენტური თერაპია და ექიმის რეკომენდაციების შესრულება. მედიკამენტებს უნიშნავენ კლინიკური სურათის შესაბამისად. გირჩევთ, მიმართოთ გამოცდილ გასტროენტეროლოგს.

კითხვა: იცის თუ არა ნაღვლის ბუშტის ანთებამ სიცხე?

პასუხი: მწვავე ქოლეცისტიტის გამწვავებისას ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ტემპერატურული რეაქცია. ასეთ დროს, სიცხის გარდა, კიდევ უამრავი საგულისხმო სიმპტომი იჩენს თავს, რომელთა მიხედვით სვამენ კიდეც ქოლეცისტიტის დიაგნოზს.


скачать dle 11.3