შეაჩერეთ დაბერების პროცესი
ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი კანისთვის, აუცილებლია საჭირო ვიტამინები, რომ გამოცოცხლდეს და გლუვი გახდეს. ამიტომ, სასურველია, რაციონში შეიტანოთ შემდეგი სახის ვიტამინები და პროდუქტები:
ვიტამინი A ზრუნავს ეპითელიუმის განახლებაზე, საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაზე. კანს იცავს გამოშრობისა და აქერცვლისგან. ამიტომ, ხშირად მიირთვით რძე, ხაჭო, ყველი, კვერცხი, სტაფილო, პომიდორი, გარგარის ჩირი და წითელი წიწაკა.
ვიტამინი B12 აქტიურად არის ჩართული ნახშირწყლოვანი ცვლის პროცესში, ცილებისა და ცხიმების ათვისებასა და ჰემოგლობინის წარმოქმნაში. ამისთვის კი საჭიროა, მიირთვათ რძის პროდუქტები, მცენარეული ზეთი, სოკო და საქონლის ღვიძლი.
C ვიტამინის ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ამცირებს დაბერებისა და ნაოჭების წარმოქმნის პროცესს, განსაკუთრებით უწყობს ხელს კოლაგენის წარმოქმნას. ეს ვიტამინი უზრუნველყოფს კანის სიმკვრივესა და ელასტიკურობას.
ვიტამინი E ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ანელებს დაბერების პროცესს. ამიტომ, ხშირად მიირთვით მზესუმზირა, სიმინდი, ზეითუნის ზეთი, ასკილის ნაყენი, კვერცხის გული, ბარდა, ლობიო და თხილი.
თუთიაც, ასევე, აფერხებს დაბერების პროცესს, ამკვრივებს კანს, ეხმარება ჭრილობების ადვილად შეხორცებაში და ებრძვის დაავადების წარმომქმნელ და გამომწვევ მიკრობებს. მას დიდი რაოდენობით შეიცავს მიწის თხილი, ნიორი, ნუში, ტკბილი წიწაკა, კომბოსტო და სტაფილო.