კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვალენტინოს“ სიშიშვლისფერი კოლექცია


დიდი მაესტრო მოდიდან წავიდა! ალბათ, წარმოუდგენელია მოდა ივ სენ ლორანის, კრისტიან დიორის, კოკო შანელის, ვალენტინოს გარეშე. ვალენტინო ცოცხალია, უბრალოდ, მრავალწლიანი ჭორები იმის შესახებ, რომ მოდის სახლს ტოვებს და ულამაზესი მოდელების გვერდით ამ პატარა იტალიელს დეფილეებზე ვეღარ დავინახავთ, საბოლოოდ გამართლდა. ის წავიდა მოდიდან, მაგრამ დატოვა სახელი, რომელიც კიდევ მრავალი წელი აუჩქარებს გულს და დააწყებინებს კანკალს მაღალი მოდის ყველა მოყვარულს. „ვალენტინოს“ ხაზს ერთი წლის განმავლობაში ალექსანდრა ფასინეტი აგრძელებდა. მოულოდნელად კი, ის ორმა დიზაინერმა – გრაცია კიურიმ და პიერ პაოლო პიკიოლიმ შეცვალეს. სწორედ მათ წარმოადგინეს „ვალენტინოს” 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია პარიზში 2009 წლის 6 ოქტომბერს. ეს კოლექცია რადიკალურად განსხვავდებოდა მათი სადებიუტო კოლექციისგან, რომელიც ექვსი თვით ადრე წარმოადგინეს. როგორც თავად დიზაინერების დუეტმა განაცხადა, მათ აქვთ სურვილი და ამბიცია, გაზარდონ „ვალენტინოს” ახალი თაობა, რომელიც სრულიად ახალ ერას დაიწყებს მოდის სფეროში. ლამაზ, ოდნავ „თოჯინურ” კაბებზე დიზაინერები სიმოკლეს ნამდვილად არ მორიდებიან. „ჩვენ გვსურს, ახალი ზღაპარი მოვყვეთ“, – განაცხადა პიკიოლიმ დეფილეს დაწყებამდე – „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვამაყობთ მოდის სახლის მდიდარი მემკვიდრეობით, მაგრამ, გვინდა, საკუთარი ხედვა, საკუთარი დამოკიდებულება ვაჩვენოთ”. თუმცა, დეფილეს შემდეგ გაირკვა, რომ მოდის კრიტიკოსებმა ძალიან კრიტიკულად შეაფასეს დიზაინერების ამბიცია და ახალი ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს მათ კოლექციაში. პიკიოლის განცხადებები ძალიან სასაცილოდ ჩანდა იმ ფონზე, რაც მათ პოდიუმზე ნახეს. როგორც ჩანს, მას მხოლოდ ერთ რამეზე არ უხუმრია – პოდიუმზე არც ერთი წითელი კაბა არ ყოფილა. აგრესიული, თვალისმომჭრელი, ვალენტინოსეული წითელის ნაცვლად, მან და კიურიმ აჩვენეს კოლექცია, სადაც დომინირებდა მშვიდი, ნაზი ფერები – რძისფერი, ვარდისფერი, ბაცი იისფერი, ოქროსფერი და „სიშიშვლისფერი” – როგორც მას მოდის კრიტიკოსებმა შეარქვეს, ანუ, კანისფერი, რომელიც ისე ედებოდა სხეულს, თითქოს მისი გაგრძელება იყო. ეს ყველაფერი პოდიუმზე ფერების ერთ დიდ „ზღაპრად” გადაიქცა. საინტერესოა, რომ დიზაინერების განსაკუთრებულმა ტექნიკამ, გაელამაზებინათ ორგანზას კაბები ისე, თითქოს ის სხეულს, როგორც ცეცხლის ალი, ისე ედებოდა – ვერ მოხიბლა დამსწრე საზოგადოება, განსაკუთრებით კი – მოდის კრიტიკოსები. საინტერესო იყო და მართლა ორიგინალურად გამოიყურებოდა ანტიკური მაქმანის სტილში შესრულებული რომანტიკული, ნაზი ბლუზები, მაისურები, რომლებიც აბრეშუმის შორტზე უკვე სადღესასწაულო იერს იძენდა და არაჩვეულებრივ ანსამბლს ქმნიდა ნებისმიერი წვეულებისთვის, სადაც თქვენს გარდა ყველა ქალბატონი კოქტეილის კაბით გამოცხადდება. კიური და პიკიოლი ორგანზას სიყვარულში ნამდვილად აჰყვნენ მოდის ფეხის ხმას და, შედეგად, ის წარმოდგენილი იყო როგორც ბლუზების, ისე გამჭვირვალე ზედებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, პიჯაკების სახითაც კი. განსაკუთრებით საინტერესო იყო ტყავის ქურთუკები, რომლებსაც ეს შიფონისა და ორგანზას ცეცხლის ალები უცნაურ იერს აძლევდა. ამ ზღაპარში ბროლის ფეხსაცმელი ნამდვილად არ ფიგურირებდა, მაგრამ, ლონდონელი მილიონერი ფილიპ ტრეისი საშინლად აღაშფოთა დიზაინერების მიერ წარმოდგენილმა „ფანტასტიკურმა”, კაპრიზულმა ფეხსაცმელმა მაქმანებითა და ფრთებით, რომელიც ქუსლებიდან ზევით ცდილობდა, მოდელის აწევას. მოახერხებდნენ თუ არა „ვალენტინოს” მოდელები იმ დღეს გაფრენას, არავინ იცის, მაგრამ, პირველ რიგში მსხდომი „პირველი კლასის” საზოგადოების გულისწყრომა კი გამოიწვიეს. საერთო ჯამში, ეს კოლექცია მაინც შეფასდა დიზაინერთა დუეტის წინ გადადგმულ ნაბიჯად, რომლებმაც ის მაინც შეძლეს, რომ ტენდენციებიდან არ ამოვარდნილიყვნენ.


скачать dle 11.3