კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოლოდინი გაუცრუვდათ პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდაზე და რატომ ავარჯიშებდნენ მათ სიმულაციაში


მალე გამოცდების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებს გამოაქვეყნებს. როგორც პირველ სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილე პედაგოგები ამბობენ, ტესტები, განსაკუთრებით – პროფესიულ უნარ-ჩვევებში, საკმაოდ რთული დავალებებისგან შედგებოდა; საპირისპიროს აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში. რის მიხედვით შედგა პროფესიული უნარ-ჩვევების ტესტები და როგორ ხდება მასწავლებელთა ნაწერების შესწორება, ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქალბატონ ია კუტალაძეს გავესაუბრეთ.


– ქალბატონო ია, როგორ შედგა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების ტესტები?

– ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების ტესტები მომზადდა, მაგრამ ამის დიდი პრაქტიკა არსებობს ამერიკაში და ევროპის სხვა ქვეყნებში. როცა მასწავლებლების სერტიფიცირება აქტუალური გახდა, პირველ რიგში მომზადდა მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი, რომლითაც განსაზღვრულია ის კომპეტენციები, რასაც უნდა ფლობდეს პედაგოგი იმისთვის, რომ მას პედაგოგიური საქმიანობის უფლება მიეცეს. პროფესიული სტანდარტი აღმოჩნდა ჩვენთვის ამოსავალი წერტილი – ყველა ტესტი, როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების, ეყრდნობოდა ამ სტანდარტს, რომელიც იყო ჩარჩო იმ ტესტებისთვის, რომლებიც მომზადდა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის. თუ ჩვენს ტესტებს ამერიკულ ტესტებს შევადარებთ, თუნდაც ფორმატის თვალსაზრისით, ჩვენ გვქონდა სრულიად ახალი ფორმატის ტესტი. როცა ჩვენ ვამოწმებთ სამართლებრივ ცოდნას, ჩვენ არ შეგვიდგენია დავალებები, რომლებიც მაინცდამაინც მეხსიერებაზეა ორიენტირებული, ამერიკაში კი საკანონმდებლო თემასთან დაკავშირებული დავალებები გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ჩვენთან იყო.

– რამდენად შეესაბამება ეს სტანდარტი ქართულ რეალობას?

– ამ სტანდარტში გათვალისწინებული და შესწავლილია ის გამოცდილება, რაც არსებობს საგანმანათლებლო სივრცეში. ჩვენთან სტანდარტის მომზადება უცბად არ მომხდარა, ეს იყო ხანგრძლივი პროცესი, რომელშიც ჩართულები იყვნენ ამ სფეროს სპეციალისტები, პედაგოგები. საერთოდ, ადამიანი უნდა შეაფასო იმაში, რაც მას უსწავლია. ეს ხარვეზი ნამდვილად არსებობდა და ამიტომაც მივეცით მასწავლებლებს ალტერნატივების საშუალება. ცენტრის მიერ გამოცემული იყო ბუკლეტები, სამტომეული, რომლის მიხედვითაც მასწავლებლები სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის უნდა მომზადებულიყვნენ.

– ჩვენს სკოლებში მუშაობს ძალიან ბევრი დამსახურებული, მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგი, რომლებიც შესაძლოა, ახალ სამტომეულს არ გასცნობიან, და არც ბლუმის ტაქსონომია უსწავლიათ წარსულში, თუმცა, მათ ვერც სწავლების პროცესს დავუწუნებთ და ვერც პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

– რა თქმა უნდა, ეს ასეა და, საბედნიეროდ, ასეთი პედაგოგების რიცხვი არცთუ მცირეა. ასეთი პედაგოგები გვყავს რეგიონებსა და სოფლებშიც და, ვერ ვიტყვი, რომ მათ თბილისელ პედაგოგებზე ნაკლებად გაართვეს თავი საცდელ ტესტებს. კარგი პასუხები იყო როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ამის მიუხედავად, ამ თეორიების ცოდნა აუცილებელია. ყველა კარგმა პედაგოგმა ეს თეორიები მომზადების გარეშეც იცის და პრაქტიკაშიც იყენებს მას. რას გვეუბნება განსაკუთრებულს პიაჟეს ან ვიგოდსკის თეორიები? მთელი თეორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ, თუ ბავშვი კონკრეტულ დავალებას ვერ წყვეტს დამოუკიდებლად, პედაგოგი უნდა დაეხმაროს მას, აუგოს „ხარაჩო”, მიმანიშნებელი კითხვებით ან დამხმარე ვიზუალური საშუალებებით მიიყვანოს ბავშვი სწორ პასუხამდე და ამის შემდეგ უნდა შეეცადოს მასწავლებელი, რომ ბავშვმა ამ ტიპის დავალება დამოუკიდებლად ამოხსნას. შემდეგ, დავალება უფრო გაართულოს, რომ ხელი შეუწყოს მოსწავლის განვითარებას. ვიგოდსკის შემოაქვს „განვითარების უახლოესი ზონის“ ცნება, ეს სწორედ ის დონეა, როცა მოსწავლეს პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია ვიღაცის დახმარებით. ეს ყველაფერი უნდა იცოდეს პედაგოგმა. ასე რომ, ამ თეორიებში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ძველ თეორიებში, რომლებზეც ჩვენი პედაგოგების უმეტესობა არის გაზრდილი, ეს თემები აქცენტირებული არ ყოფილა. ტესტებში ყველაზე დიდი წილი ეკავა იმ საკითხებს, რომლებზე პასუხის გაცემაც საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობითაც შეიძლებოდა.

– ტესტების შემოწმება თითქმის უკვე დასასრულს უახლოვდება. რისი თქმა შეგიძლიათ წინასწარ, რა თემების დაძლევა გაუჭირდათ ქართველ პედაგოგებს?

– ის ადამიანები, ვინც საცდელი ტესტირების დროსაც მუშაობდნენ გამსწორებლებად და ახლაც ასწორებენ გამოცდების შედეგებს, ამბობენ, რომ ახლა გაცილებით უკეთესი ნაწერებია, ვიდრე იყო საცდელ ტესტირებებზე. როგორც ჩანს პედაგოგები მოემზადნენ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ გამოცდებს. საცდელი ტესტირებების დროს პედაგოგებისთვის ყველაზე რთული სწორედ განვითარებისა და სწავლების თეორიები აღმოჩნდა. ამ მხრივ, ფაქტობრივად, ნულოვანი ცოდნა იყო. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბლუმის თეორია: ამ დავალებაში რთული რეალურად არაფერია, ყველაფერი მითითებულია, თუ რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ ბავშვის ცოდნა გამოავლინოს, რა ტიპის აქტივობებს უნდა მიმართოს, ჩაწერილია გამოყენების შესახებ, ანალიზზე კი ვსვამთ შეკითხვას: ამ დონეზე რომ გაიაზროს, რა აქტივობები უნდა განახორციელოს, ფაქტობრივად, წინა პუნქტით ჰკარნახობ მასწავლებელს, რა უნდა გააკეთოს. იყო დავალება პიაჟეს თეორიიდან: მოცემული იყო დავალება – დაწყებითი კლასის სიტუაცია, რომელიც უნდა აეხსნათ პიაჟეს თეორიაზე დაყრდნობით, მაგრამ, იქვე იყო მითითებული, რომ, თუ პედაგოგი არ იცნობდა პიაჟეს თეორიას, მას შეეძლო, პასუხი გაეცა საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ასეთ შემთხვევაში პედაგოგი მაქსიმალურ ქულას ვერ მიიღებდა, მაგრამ, არც ნულ ქულას არ დაიმსახურებდა.

– ასეთ შემთხვევაში სწორი პასუხი რა სტანდარტის მიხედვით დგება?

– იყო არჩევითპასუხიანი და, ეგრეთ წოდებული შესაბამისობის დავალებები, რომლებსაც ერთი სწორი პასუხი ჰქონდა; ტესტებში იყო ღია დავალებები, რომლებიც ფასდებოდა მრავალქულიანი შეფასებით. ჩვენ გვაქვს შეფასების სქემა გაწერილი რუბრიკების მიხედვით. გასწორება ხდება ორმაგი მეთოდით: პირველი გასწორების დასრულების შემდეგ ხდება კიდევ ერთი, ანუ, მეორე გასწორება. მეორე გამსწორებელმა არ იცის, რა ქულა დაიწერა ამ ტესტებში წინა გასწორების დროს, კომპიუტერი ადარებს პირველი და მეორე გასწორების პასუხებს და, აცდენის შემთხვევაში, ტესტი მიდის უფრო მაღალი კვალიფიკაციის გამსწორებელთან, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. ჩემი აზრით ტესტებში იყო ძალიან ბევრი საინტერესო დავალება. ერთ-ერთი მათგანი ეხებოდა სიმულაციურ სავარჯიშოს, მაგალითად. პედაგოგს უნდა წარმოედგინა, როგორ დაავალა სკოლის დირექტორმა შესვლა ახალ კლასში, რომლის პედაგოგიც იმ სკოლას ტოვებდა. მას მასწავლებელთან დატოვებული ჰქონდა საქაღალდე, რომელშიც იყო ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რაც მოსწავლეებს ჰქონდათ. მასწავლებელს ევალებოდა პრობლემის ანალიზის გაკეთება და იმის აღწერა, რას გააკეთებდა ამ პრობლემის დასაძლევად. ეს იყო კომპლექსური დავალება, რომლისთვისაც ჩვენს მასწავლებლებს, წესით, კარგად უნდა გაერთვათ თავი.

იყო ერთი დავალება ქცევის წესებზე: მასწავლებელს უნდა წარმოედგინა, რომ მასთან რჩევისთვის მივიდა ახალბედა პედაგოგი ქცევის წესების შემუშავების საკითხებთან დაკავშირებით და მისთვის ორი რჩევა უნდა მიეცა, თან, უნდა მოეხდინა იმის ახსნა, რატომ იქნებოდა ეს რჩევები ეფექტური. ქცევის წესებს პიაჟეს თეორიები ნამდვილად არ სჭირდება და ეს არის ის, რასაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში აკეთებენ პედაგოგები. ჩემი შეფასებით, ეს ტესტი, ისევე, როგორც სხვა ტესტები, ძალიან კომფორტული უნდა ყოფილიყო მასწავლებლებისთვის და ალბათ, ამიტომაც, მასწავლებლებს უფრო რთული დავალებების მოლოდინი ჰქონდათ, ვიდრე იყო ის ტესტები, რომლებზეც მათ პასუხების გაცემა მოუხდათ.


скачать dle 11.3