კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დათო გომართელის აქტიური ზაფხული


დათო გომართელი ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და აქტიური ადამიანი რომ არის ქართულ შოუ-ბიზნესში, ამაზე მისი სიმღერებიც მეტყველებს. ცხელი აგვისტოს დაწყება კი მან არა ზღვისპირეთში, არამედ თბილისში, საინტერესო კონცერტით აღნიშნა, რომელიც ფილარმონიის „ივენთ-ჰოლში“ ჩატარდა. კონცერტი, სახელწოდებით „ქართული ეთნოკოდი“, ყველაზე ნიჭიერი მუსიკოსებისგან შემდგარი ცოცხალი ბენდის თანხლებით გაიმართა. მერაბ სანოძე, ნოდარ ექვთიმიშვილი, პაატა ანდრიაძე, ლევან კემულარია, დათო მალაზონია და გია სალაღიშვილი საოცარ აკომპანიმენტს უწევდნენ დათოს, რომელმაც განაცხადა, რომ ეთნო-ჯაზი ამოუწურავი თემაა. კონცერტის შემდეგ დათო გომართელის ახალი სიმღერის რადიოპრემიერაც შედგა. ენერგიული, საზაფხულო, საცეკვაო, სასიამოვნო სიმღერა – „მოდი ჩემთან“ – დათო ფორჩხიძის შექმნილია. მას ეკუთვნის მუსიკაც, ტექსტიც და არანჟირებაც. ასე რომ, თბილისში ხართ თუ ზღვისპირეთში, დათოს სიმღერა ნამდვილად შეგიქმნით ენერგიულ განწყობას.


скачать dle 11.3