კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაატარა ორსულობის პერიოდი ნეკა სებისკვერაძემ ზედმეტად აქტიურ რეჟიმში და ვინ ეხმარება მას შვილების გაზრდაში


ივლისში ნეკა სებისკვერაძე მეორე შვილის დედა გახდა. საკმაოდ მოკლე დროში მიიღო ნეკამ ორი შვილის დედობის გადაწყვეტილება, რადგან უფროსი ჯერ მხოლოდ წლის და ოთხი თვისაა. ნეკამ ისეთ აქტიურ რეჟიმში გაატარა მთელი ფეხმძიმობის პერიოდი, რომ დეკრეტში მშობიარობამდე, სულ რაღაც, ერთი კვირით ადრე გავიდა, და უკან დაბრუნებასაც მალე აპირებს. პატარა ნიკოლოზს მეუღლესთან ერთად ზრდის. ხშირად მათ არც კი სჯერათ, რომ უკვე ორი შვილის მშობლები არიან.


– ნეკა, ძალიან აქტიური ფეხმძიმე იყავი, თითქმის ბოლომდე დადიოდი სამსახურში.

– აქტიურობა ჩემი ხასიათის ნაწილია. არც პირველი ორსულობის დროს ვიყავი პასიური და არც მეორის დროს. თუმცა, აქტიურობასაც გააჩნია. ჩემი სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ზედმეტად აქტიურ რეჟიმში გავატარე ორივე ორსულობა, ძალიან ვიღლებოდი. ისე არ მიყვარს საქმის სხვაზე გადაბარება და შუა გზაში მიტოვება, რომ არა ჩემი ექიმისა და მეუღლის დაჟინებული თხოვნა – დეკრეტი ამეღო, ბოლო წუთამდე გავიჭირვებდი, ალბათ. დეკრეტში მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე გავედი.

– სად იმშობიარე?

– ჩვენი მეორე შვილი, ნიკოლოზი 7 ივლისს გაჩნდა, ამირან ქორიძის „ჯანმრთელობის სახლში“. ამ სამშობიარო სახლს არასდროს ვუღალატებ, სადაც ყველანაირი პირობა შემიქმნეს, რომ თავი მართლაც სახლში მეგრძნო.

– ნიკოლოზი ვის პატივსაცემად დაარქვით?

– უბრალოდ, ეს სახელი მე და ჩემს მეუღლეს ძალიან მოგვწონდა და იმიტომ დავარქვით ჩვენს მეორე შვილს ნიკოლოზი.

– მშობიარობამ როგორ ჩაიარა, ვინმე თუ ესწრებოდა შენი ოჯახის წევრებიდან ან მეგობრებიდან?

– მშობიარობამ ძალიან კარგად ჩაიარა. ოჯახის წევრები, მეგობრები ყველანი ეზოდან მგულშემატკივრობდნენ. რაც შეეხება მშობიარობაზე ვინმეს დასწრებას, ამის სურვილი არასდროს მქონია და არც ბატონ ამირანს უყვარს უცხო თვალი საოპერაციოში.

– ნეკა, თუ გახსოვს, პირველმა ვინ მოგილოცა შვილის დაბადება, თუნდაც ტელეფონით.

– სულ პირველმა ჩემმა მეუღლემ და ტელეფონით პირველმა ვინ დამირეკა, მართლა არ მახსოვს.

– როგორი შეგრძნებაა, როცა ასე მოკლე დროში ორი შვილის დედა გახდი?

– ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება ქალისთვის და ზოგადად, ოჯახისთვის. ვერ წარმომედგინა, თუ 25 წლის ასაკში ორი შვილის დედა ვიქნებოდი. საოცარი თვითკმაყოფილების შეგრძნება და დიდი იმედია. ბედნიერი ვარ, რომ ვუყურებ ორივეს. მე და ჩემს მეუღლეს არც კი გვჯერა ხოლმე, რომ ეს რეალობაა.

– მართალია, ჯერ ამაზე ადრეა ლაპარაკი, მაგრამ რამდენი შვილის გაჩენას აპირებ?

– ასე კონკრეტული ციფრი, ნამდვილად, არ ვიცი...

– შენ დედისერთა ხარ. მეორე შვილი ამიტომ ხომ არ გააჩინე ასე მოკლე დროში?

– დიახ, გეთანხმებით, მე ვიცი, რა რთულია და საპასუხისმგებლო დედისერთობა. პატარაობიდანვე ვამბობდი, რომ ჩემს შვილს მარტოს არ დავტოვებდი და მეყოლებოდა ბევრი შვილი.

– უფროსი შვილი ხომ არ ეჭვიანობს პატარა ნიკოლოზზე?

– დათაც პატარაა, წლის და ოთხი თვისაა. ის ჯერჯერობით უმცროს ძმაზე არ ეჭვიანობს, პირიქით, ეფერება, უღიმის და მოსწონს. მომავალში ვნახოთ, რომ გაიზრდებიან, რა იქნება.

– ვინ გეხმარება ბავშვების გაზრდაში.

– უფროსის გაზრდაში დედა, მამა და ძიძა მეხმარებიან. მშვიდად ვარ სამსახურში და ვიცი, რომ დათას არც ყურადღება აკლია, არც სიყვარული და არც სითბო. რაც შეეხება პატარა ნიკოლოზს, მე და ჩემი მეუღლე ვზრდით და მარტოები ვუმკლავდებით ამას.

– ნეკა, ზაფხულს სად გაატარებთ?

– ამ ზაფხულში თბილისში ვიქნებით, რადგან პატარას გაყვანას ვერიდებით ქალაქგარეთ. უფროსი კი ბებოსთან და ბაბუსთან ერთად წავა დასასვენებლად.

– სამსახურში დაბრუნებას რამდენ ხანში გეგმავ?

– როცა საჭიროა სულ ხაზზე ვარ. ტელეფონით ვაგვარებ საქმეებს და გასვლაც მიწევს ხოლმე. სამსახურში როდის გავალ ჩვეული რეჟიმით, ზუსტი თარიღის თქმა გამიჭირდება.

– პატარა ნიკოლოზი ვინ უნდა მონათლოს?

– აი, მაგაზე ჯერ ვფიქრობთ.

– როგორ ფიქრობ, როგორი დედაა ნეკა სებისკვერაძე?

– საკუთარ თავზე ლაპარაკი მიჭირს. ალბათ ეს კითხვა ჩემს შვილებს უნდა დაუსვათ, როდესაც გაიზრდებიან და მათგან უფრო ობიექტურ პასუხს მიიღებთ. ვფიქრობ, ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მეგობრული დედა ვარ. ყოველთვის ასეთად დავრჩები და ჩემი შვილების საუკეთესო მეგობარი ვიქნები.

– რომელი შვილი უფრო გგავს?

– პატარა გაცილებით მგავს, ვიდრე უფროსი. დათა ძალიან ჰგავს მამას.

– დედისნაირი ლამაზი ღიმილი რომელს უფრო აქვს?

– მე ორივეს ღიმილი ძალიან მიყვარს და ვერ გამოვყოფ. ისე, დათას გამუდმებით მომღიმარი სახე აქვს, ნიკუშაც უკვე მას ჰგავს ამ კუთხით.

– რისთვის რჩება დრო ორი შვილის დედას?

– დროის სიმცირეს სულ განვიცდი. გამუდმებით მის გადანაწილებაზე ვფიქრობ, რომ ყველას სათანადო დრო დავუთმო. არ მინდა, ვინმე დამრჩეს უყურადღებოდ. ეს კი ძალიან ძნელია. მით უმეტეს, რომ ჩემი დრო მარტო ოჯახს არ სჭირდება – სამსახური, ჩემი სასიმღერო კარიერა და ასე შემდეგ. ის, რომ ჩემს მეუღლესა და შვილებს ყურადღება არ უნდა მოაკლდეს, პირველ ადგილზეა.

– დაბოლოს, რას ეტყვი იმ დედებს, რომლებიც ერთი შვილით კმაყოფილდებიან და მეტზე არ ფიქრობენ?

– ყველას თავისი ცხოვრება აქვს და თავად წყვეტს ყველაფერს, მაგრამ ვფიქრობ, შვილებზე დიდი სიხარული არაფერია. ორი შვილი – ეს მინიმუმია. თუ მეტის გაჩენის შესაძლებლობაა, რა თქმა უნდა, ის ათმაგი ბედნიერება იქნება. ნუ დატოვებთ თქვენს პატარას მარტოს, აჩუქეთ მასაც და თქვენს თავსაც დიდი ბედნიერება.


скачать dle 11.3