კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად აღმოაჩინა სიკომ ცხოვრების თანამგზავრი და როგორ გახდა ასტრალში დაწყებული სიყვარულის ისტორია მიწიერი


„კომედი შოუს“ ყველასთვის საყვარელი მსახიობი სიკო, იგივე სიმონ ჭუმბურიძე, ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს – მან 26 წლის ასაკში ცოლის შერთვა გადაწყვიტა და 5 აგვისტოს სიონის ტაძარში ჯვარი დაიწერა. სიკო ბედნიერი და კმაყოფილია არჩევნითა და გადაწყვეტილებით. მისი რჩეულია დიკა რუსიტაშვილი, რომელიც 2 წლის წინ ინტერნეტით გაიცნო და ახლა თავიანთი ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინეს.


დიკა რუსიტაშვილი: მე და სიკომ ერთმანეთი www.îჰíîêëჭññíèêè.ru-ზე გავიცანით.

სიკო ჭუმბურიძე: ანუ, სახლში ინტერნეტი გვაქვს. უფრო ზუსტად, ერთმანეთი 2008 წლის 25 სექტემბერს გავიცანით, მაშინ, როცა „ოდნოკლასნიკების“ ბუმი იყო. ჯერ დიკა შემოვიდა ჩემს „სტუმრებში“, მერე მე „ვეწვიე“, შემდეგ ამან მომწერა, მეც მივწერე და ურთიერთობაც ნელ-ნელა ავაწყვეთ.

– გაცნობიდან რამდენ ხანში შეხვდით ერთმანეთს?

დიკა: სხვათა შორის, ძალიან მალე. ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და მაშინვე დამირეკა. ანუ, ინტერნეტით დიდხანს არ გვქონია ურთიერთობა.

– შეხვდით და ერთმანეთს კარგად გაუგეთ?

– მე და სიკომ ერთმანეთს თავიდანვე კარგად გავუგეთ. დღემდე ისე მოვედით, არ გვიჩხუბია. ურთიერთობაში პატარა შუალედი მაინც გვქონდა, მაგრამ, მაშინაც უჩხუბრად დავშორდით, ერთმანეთი არ გაგვილანძღავს.

სიკო: თუ რაღაც არ მოგვეწონება, პირდაპირ ვშორდებით.

– იმედია, დაშორება და ასეთი რაღაცეები ადრე იყო და დღეიდან არც იფიქრებთ ამაზე.

– თუ რამეა, ერთი 6 თვე დავშორდებით, მერე ისევ გადმოვალთ ჩვენს სახლში და აქ ვიცხოვრებთ (იცინის).

– გაცნობამდე თუ გამოარჩევდი სიკოს, როცა „კომედი შოუს“ უყურებდი? ზოგჯერ ისეც ხომ ხდება – არ იცი, რატომ, მაგრამ, ადამიანის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა გიჩნდება.

დიკა: კი, ასე იყო. განა იმიტომ გამოვარჩევდი, რომ განსაკუთრებულად მომწონდა, რაღაც მიზიდავდა მასში.

სიკო: გიჟდება, ბიჭი რომ ჩლიფინებს. რომ გავიცანი, მერე კი მითხრა, კი მომწონდი, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ გავგიჟებულიყავი და მიზნად შენი გაცნობა დამესახაო.

– გადაწყვეტილება დაოჯახებასთან დაკავშირებით ადვილად მიიღეთ?

დიკა: დიახ, როცა გიყვარს, გადაწყვეტილებასაც ადვილად იღებ.

სიკო: გადაწყვეტილება კი მივიღეთ ადვილად, მაგრამ, ცოტა გაგვეწელა. ერთხელ ხელფასი არ დაჯდა დროულად და მაგან დაგვაშორა, ანუ, მაშინ ბანკის ბრალი იყო. იმედია, ახლა ნამდვილად დაჯდება თანხა და ქორწინებაც შედგება. თუ არა და, ჯვარი მაინც გვექნება დაწერილი.

დიკა: თან, ბინაც გვაქვს უკვე. მაქსიმუმ, ბათუმში ვერ წავიდეთ.

– დიკა, შენ რა პროფესიის ხარ?

– მე ვარ არქიტექტორ-დიზაინერ-ურბანისტი.

სიკო: სამი ცოლი მყავს.

დიკა: დღესდღეობით ჩემი პროფესიით არ ვმოღვაწეობ, წიგნების გამომცემლობაში ვმუშაობ.

– რამდენი წლის ხარ?

– 24-ის.

სიკო: 25-ის ხდება, მე კი 26 წლის ვარ.

– თქვენმა ოჯახებმა როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება?

დიკა: ეს ნაუცბათევი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ერთმანეთს საკმაოდ დიდხანს ვხვდებოდით და ოჯახის შექმნა ბოლოს გადავწყვიტეთ. თავიდანვე, როცა გავუგეთ და შეგვიყვარდა ერთმანეთი, დაოჯახება დავისახეთ მიზნად, მაგრამ ვერ განვახორციელეთ, დავშორდით, მერე ისევ შევრიგდით. ამჯერად კი, როგორც იქნა, სისრულეში მოვიყვანეთ ჩვენი გეგმა.

სიკო: ჩვენს ურთიერთობაში ცუდად არავინ ჩარეულა.

– ჯვრისწერისთვის ხუთშაბათი დღე შეარჩიეთ, რატომ?

– ხუთშაბათი 5 რიცხვია, ყველაფერ ამასთან ერთად, 5-ში ხელფასს ვიღებ (იცინის). თან, რა ხდება, ახლავე აგიხსნი: 5-ში დილით ჯერ ფული ხომ არ მექნება აღებული. ჯვრისწერას მეგობრები გვიკეთებენ, მერე ზღვაზე მივდივართ. ქუთაისამდე ვინმემ რომ ჩაგვისხას ბენზინი, კარგი იქნება და, ქუთაისში რომ ჩავალთ, ხელფასიც დამჯდარი იქნება ანგარიშზე.

დიკა: მე პირველში ავიღე ხელფასი და ამიტომ ქუთაისამდე მე ჩაგისხამ ბენზინს, სიკო (იცინის).

– ანუ, ბანკომატზეა ყველაფერი დამოკიდებული?

სიკო: კი, კი!

– თქვენი მეჯვარეები ვინ არიან?

– ძალიან ბევრი ახლო მეგობარი მყავს სამსახურშიც, მაგრამ, თავიდანვე ნათქვამი მქონდა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობრები, რომლებიც ჩემი თანაკლასელები არიან და ერთად გაზრდილები ვართ, ისინი უნდა ყოფილიყვნენ ჩემი მეჯვარეები.

– როგორ გაქვთ დაგეგმილი, ჯვარს დაიწერთ და ქალაქიდან გადიხართ თუ, ცოტა ხნით მაინც თბილისში რჩებით?

– მაშინვე მივდივართ, რადგან, ჯვარი რომ დაიწერო და აქ დარჩე, მაშინ სტუმრებიც უნდა მოიპატიჟო, ეს კი არცთუ პატარა ხარჯებთან არის დაკავშირებული. მომავალ ხელფასზე კი ყველას სახლში ვეპატიჟებით, თუ ვინმე მოვა გაგვიხარდება, სამ-ოთხდღიანს გადავაბამთ.

– როგორ ემზადებით ჯვრისწერისთვის?

– განსაკუთრებულად არ ვემზადებით. ისეთი ხასიათი მაქვს, ყველაფერს სპონტანურად ვაკეთებ და ერთი თვით ადრე არაფერი მაქვს დაგეგმილი. მაგალითად, ჯერ ისიც არ ვიცი, ჯვარს ვინ დაგვწერს.

– სიონის ტაძარში რომ გინდათ ჯვრის დაწერა, ეს ხომ ნამდვილად იცით?

– სიონში გვინდა, მაგრამ, შეიძლება, გელათში დავიწეროთ, არ ვიცი.

დიკა: ჩემი დიდი სურვილია, სიონში დავიწეროთ ჯვარი.

– ხელის მოწერას როდის გეგმავთ?

– ხელს 20 წლის მერე მოვაწერთ.

სიკო: მე რომ 40 წლის ვიქნები და დიკა 39-ის, ხელს მაშინ მოვაწერთ. იმედია, მაშინ უკვე მატერიალურადაც მოვძლიერდებით და ქორწილის გადახდასაც შევძლებთ.

დიკა: ჩვენი შვილებიც ხომ უნდა დაესწრონ ქორწილს, რა დააშავეს?

სიკო: ჩვენი მშობლების ქორწილში ვართ ნამყოფიო, ხომ უნდა თქვან!

– სად მიდიხართ საქორწინო მოგზაურობაში?

დიკა: ბათუმში.

სიკო: რამდენიმე დღით ჩავალთ ბათუმში, სადაც ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, თან, ძალიან მაინტერესებს ახალი ბათუმი როგორია. ამიტომ, ჯერ ბათუმში მივდივართ და მერე ვნახოთ. მე პირადად სამი წელია არ დამისვენია და, მინდა, შვებულება მაქსიმალურად გამოვიყენო.

– ერთმანეთში ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?

– პირველი ის, რომ ერთმანეთს ვუგებთ. მე პირადად ძალიან რთული ხასიათი მაქვს და, ამიტომ, ცოტა რთულია ჩემი გაგება. ზოგადად, ამბობენ, რომ იუმორისტები სახლში ძალიან უჟმურები და გულჩათხრობილები არიანო. ფიქრს ვეჩვევით, რაც სახლშიც მოგვყვება. დიკა კი ის ადამიანია, რომელიც ფიქრშიც მეხმარება, რომ დადებითზე ვიფიქრო. ერთმანეთს ვავსებთ.

დიკა: ამ ყველაფერზე ის მეტყველებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. მინუსები და პლუსები ყველა ადამიანს აქვს, უბრალოდ მეორე ადამიანში იმას დაინახავ, რაც გინდა. ამიტომ, შენი ნებაა – გინდა კარგი დაინახე და გინდა ცუდი. მე მინდა, რომ სიკოში ყოველთვის კარგს ვხედავდე.

სიკო: რომ შემოგეფეთო და აღნიშნო, ასეთი კარგი არაფერი მაქვს.

დიკა: ძალიან კეთილია და არასდროს არაფერი ენანება ჩემთვის.

– სიურპრიზებს თუ უკეთებთ ერთმანეთს?

– როგორ არა. ახალ წელს ძალიან დიდი დათუნიათი დამადგა სახლში. კარი რომ გავაღე მარტო დათუნია ჩანდა და გული გამისკდა – ეს მურა დათვი საიდან მოვიდა-მეთქი. მეორე შეხვედრაზე ძალიან ბევრი ბუშტი და „რაფაელო“ მიყიდა. არ იცოდა, რომ „რაფაელო“ და ბუშტები ძალიან მიყვარდა და გამიკვირდა.

სიკო: სანამ იუმორისტი გავხდებოდი, პარაფსიქოლოგი ვიყავი. ესეც პარაფსიქოლოგია. ჩვენ პირველად ერთმანეთს ასტრალში შევხვდით და იქ ვთქვით, რომ შემდეგი შეხვედრა დედამიწაზე გვექნებოდა.

– იუმორში როგორ უგებთ ერთმანეთს?

– ხანდახან ჩემი იუმორი არ ესმის.

დიკა: მთელი დღე რომ ხუმრობს, ზოგჯერ ისეთ რამეს იტყვის, მე კი არა, მგონი, თვითონაც არ ესმის.

– ერთმანეთს რას უსურვებთ?

სიკო: მე მინდა, რომ დიკა არასდროს არ შეიცვალოს. თუ არ შეიცვლება, მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით იქნება.

დიკა: მაშინ, მეც გისურვებ, რომ არ შევიცვალო.


скачать dle 11.3