კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ აკონტროლებს ნინი შერმადინი საკუთარ ემოციებს და ვინ აგზავნის მასთან 5000 მესიჯს


მომღერალი ნინი შერმადინი მთელ ზაფხულს თბილისში გაატარებს, ხოლო სექტემბრიდან უკვე საბერძნეთისკენ აიღებს გეზს და ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს. სიმღერა, რომელიც ცოტა ხნის წინ საბერძნეთში ჩაწერა, მის გარეშე დააბალანსეს და უკვე სხვადასხვა რადიოსადგურით ტრიალებს. რაც შეეხება ქართულ შოუ-ბიზნესს, არც აქ ტოვებს მსმენელს უყურადღებოდ – ჯერ ნოდიკო ტატიშვილთან ჩაწერა დუეტი, სულ ახლახან კი, მარკო მეტრეველთან ერთად იმღერა.


– ნინი როგორია ბერძენი მსმენელი?

– სხვათა შორის, ძალიან კარგი. ვერ ვიტყვი, რომ ბერძნები ქართველი მსმენელებივით, ძალიან კრიტიკულები არიან. აქ ერთ დეტონაციას არ გაპატიებენ, ისე გაგკიცხავენ. ამიტომაც არის, რომ საქართველოში უფრო მეტს სწავლობ, ვიდრე სხვაგან. ცნობილი ფაქტია, ქართველები რომ მღერიან, ისე არც ერთი ერი არ მღერის. ბერძნები უფრო რბილად აღიქვამენ ყველაფერს. მთავარია, ემოციით იმღერო. თუ ემოცია მოგაქვს, ლამაზი და კომერციული ხარ, მაშინ ყველას უყვარხარ.

– როგორია მოთხოვნა საბერძნეთში ნინი შერმადინის სიმღერებზე?

– მოთხოვნა რომ არ ყოფილიყო ჩემზე, მაშინ პროექტში „ესემესებით“ მეორე ადგილზე ვერ გავიდოდი. ძალიან დამეხმარა ქართული სათვისტომო, ბატონი ირაკლი თავართქილაძე – ჩვენი ელჩი, რომელიც თითქმის ყოველთვის დადიოდა ჩემს „ლაივებზე.“ მართალია, ქართველები ერთგულად მედგნენ გვერდით, მაგრამ მარტო ქართველების „ესემესები“ საკმარისი არ იყო. გამომდინარე აქედან, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმაც ძალიან იაქტიურეს. საბერძნეთში შოუ არ გავიდოდა ისე, მე არ ვეხსენებინე, ჟურნალი არ გამოვიდოდა, ჩემი სახელი, რომ არ დაბეჭდილიყო. ახლა რომ ახალი სიმღერა გამოვიდა, როგორც ჩემმა მენეჯერებმა მითხრეს, ძალიან მოეწონათ, აიტაცეს, შეიყვარეს და მოთხოვნაც მაღალია მასზეო. ძალიან მიხარია. საბერძნეთში ჩემი ფან-კლუბი მყავს, რომლებსაც ძალიან უხარიათ, როცა მხვდებიან. ამიტომ ვცდილობ, ჩემი თაყვანისმცემლები უყურადღებოდ არასდროს დავტოვო. თუ ხალხთან არ გექნება კონტაქტი, ისე დაიკარგები, ორ კვირაში არავის აღარ ემახსოვრები. ვისთვის მღერი, თუ არა ხალხისთვის? თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებ ამას, მაშინ შეგიძლია, სააბაზანოში შეიკეტო, თან კარგი აკუსტიკაა შიგნით და გახარებულმა, ბედნიერად იღიღინო. არც არავინ დაგირეკავს, არც არავინ შეგაწუხებს. თუ საჯაროდ გინდა სიმღერა, მაშინ არც ხალხს უნდა გაურბოდე.

– როგორ ფიქრობ, რით მოხიბლე ბერძნები?

– არ ვიცი, ყველა მაგას მეკითხება. ალბათ, პიროვნულად, კარგი სიმღერით და ასე შემდეგ. არასდროს არავისთან მითამაშია, ყოველთვის ისეთი ვარ, როგორიც ვარ. ძალიან რთულია ჩემი ემოციების გაკონტროლება – თუ მიხარია, მიხარია; თუ მწყინს, მწყინს; თუ მეცინება, ვიცინი; თუ მეტირება, ვტირი. ეს ყველაფერი ჩანდა „ლაივების“ დროს.

– ემოციებს რომ ვერ აკონტროლებ, ეს ალბათ, ზოგ შემთხვევაში პრობლემებსაც გიქმნის?

– სულ ვფიქრობ ამაზე, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის. ეს ჩემი ხასიათია, ღვთისგან ნაბოძები, ასეთი გავჩნდი. ხშირად მიფიქრია, მე რომ იქ არ მეტირა, უკეთესი იქნებოდა, ასე ძალიან რომ არ გამხარებოდა, ან არ გავბრაზებულიყავი, ესეც უკეთესი იქნებოდა-მეთქი. თანდათან ვსწავლობ ემოციების მართვას, რადგან, როცა რაღაცაზე ცხვირს წაიმტვრევ, ცდილობ, აღარ გაიმეორო. კონკურსზე, ერთ-ერთ კონცერტზე, თავი ვერ გავაკონტროლე და ვიტირე. მერე ამას სხვადასხვანაირი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგ ტელეარხზე თქვეს, რომ ეს იმიტომ გავაკეთე, ხალხს თავი შევაცოდე, ზოგი კი პირიქით, ამას დადებითად აფასებდა. ჩანაწერს რომ ვუყურე, მეც არ მომეწონა. არაეთიკურია, როცა სცენაზე დგახარ და ცრემლები ღვარღვარად ჩამოგდის. მიუხედავად ამისა, იმ დაძაბულ სიტუაციაში, თან უცხო ქვეყანაში, როცა ძალიან თბილ სიტყვებს მეუბნებოდნენ და მაქებდნენ, რაღაცნაირად გული ამიჩუყდა და თავი ვეღარ შევიკავე.

– ბერძნული პრესის მსხვერპლი თუ ყოფილხარ?

– საბედნიეროდ, არც პრესის და არც ტელევიზიის მსხვერპლი არ ვყოფილვარ არასდროს. საბერძნეთში არის ასეთი ტელეარხი „სთარი“. მისი პაპარაცები დაგსდევენ და გიღებენ. აფიქსირებენ – მაკიაჟით ხარ თუ არა, შესაფერისად თუ გაცვია, რა აქსესუარი გიკეთია და ასე შემდეგ. თუ კარგად გამოიყურები, ლამაზ კომპლიმენტებს გეუბნებიან, ხოლო თუ რამე არ მოეწონათ, ისე „გაგაბანძებენ“, მეორე დღეს გარეთ გამოსვლა შეგრცხვება. სულ მეშინოდა მათი და სახლიდან გასვლისას 2 საათი ვტრიალებდი სარკის წინ.

– როგორ ფიქრობ, რა არის ნინი შერმადინის წარმატების ფორმულა?

– წარმატებული აშკარად ვარ. ახლა რა არის ამის მიზეზი... ალბათ, იღბლიანიც ვარ. თუ სადმე მივდივარ, ყოველთვის ვცდილობ, მოძღვარს თავი დავალოცვინო. ვარ მიზანდასახული. თუ რამე ისე არ გამომდის, არ ვდუნდები და თავში ხელებს არ ვიცემ – ვაიმე, აქ დამთავრდა ყველაფერი-მეთქი. ჩემი აზრით, როცა რამე არ გამოდის, ესე იგი უფალს ასე უნდოდა. ყოფილა აღმასვლაც. ავსულვარ მწვერვალზე და მერე აუცილებლად დავცემულვარ ძირს. ალბათ, არ მიწყენს მამაო, ამას რომ ვამბობ. ერთხელ ვკითხე მას, რატომაა, რაღაცას რომ მივაღწევ, ძალიან მალე ისეთი ცუდი რამ უნდა მოხდეს, რომ ჩემი წარმატება სულ მავიწყდება-მეთქი. ესე იგი, უფალს ჰყვარებიხარო, მიპასუხა. რომ დავფიქრდი – მართლა ასეა. არასდროს შემრგებია წარმატება და დიდხანს არ გამიხარია ამით. მიხარია, ასე რომ არის, რადგან ამის გამო წარმატება თავში არასდროს ამივარდება. ძალიან გამიხარდა მოძღვარმა ეს სიტყვები რომ მითხრა. აღმასვლას აუცილებლად დაღმასვლა უნდა მოჰყვეს, რომ გამოფხიზლდე და საკუთარი თავის ხიბლში არ ჩავარდე.

– ბერძნული თუ ისწავლე?

– კი, უკვე კარგად ვლაპარაკობ ბერძნულად.

– შენ გარდა, ბერძნულ შოუ-ბიზნესში ქართველებიდან არის თამთა გოდუაძე, ხოლო მარკო მეტრეველი სამშობლოში დაბრუნდა. მათთან თუ გაქვს კონტაქტი?

– თამთა გოდუაძე, სრულიად შემთხვევით, თავისივე სახლში გავიცანი. ქართველი ჟურნალისტები იყვნენ ჩამოსული, რომლებიც თამთას სახლთან დავტოვეთ, მე კი გაკვეთილზე მივდიოდი. ამ დროს თამთას დედა, ქალბატონი დარეჯანი, გარეთ გამოვიდა და რომ დამინახა, არ შეიძლებოდა, არ შევსულიყავი. თამთა სულ 5 წუთით ვნახე. ძალიან მომწონს და დიდ პატივს ვცემ. ლამაზი გოგოა და ბერძნებს ძალიან უყვართ. მეც დიდი სიმპათიებით განვეწყვე მის მიმართ. მაგრამ, რომ ვთქვა, მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს და კარგად ვიცნობ-მეთქი, ასე არ არის. მარკოს რაც შეეხება, „ექსფაქტორის“ ქასთინგზე გავიცანი. დავინახე თუ არა, თავიდანვე თვალში მომხვდა, ძალიან სიმპათიური ბიჭია. თან ცოტა მექართულა სახეზე. მერე მითხრეს, ქართველიაო და გავიცანი კიდეც. ისე მოხდა, რომ მარკოს ჯგუფში სიმღერა შესთავაზეს, რაც არ უნდოდა და საქართველოში წამოვიდა. ჩვენ დუეტიც კი ჩავწერეთ, მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე.

– დუეტი შენ და ნოდიკო ტატიშვილმაც ჩაწერეთ ცოტა ხნის წინ.

– ნოდიკოსთან დუეტის ჩაწერა მთელი ცხოვრება მინდოდა. ერთმანეთს, დაახლოებით, 10-11 წელია, ვიცნობთ და სულ ვამბობდით, რომ ერთად გვემღერა. ჩვენი ხმები ტემბრალურად ძალიან უხდება ერთმანეთს და ამიტომ ჩავწერეთ კიდეც სიმღერა. ძალიან თბილი და კარგი სიმღერა გამოვიდა.

– ნინი, 2 წლის შვილი გყავს, რომელიც შენთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს. როგორ შეეჩვია უცხო გარემოს?

– კარგი ბუნების ბავშვია და ადვილად ეჩვევა ყველას.

– დედის ვოკალური მონაცემები თუ ერგო მემკვიდრეობით?

– სმენა აქვს, მაგრამ ხმა – ჯერ არ ვიცი. ჩემს სიმღერებს ხშირად უსმენს, თან, ცეკვავს ხოლმე.

– უარყოფითი თვისება რა გაქვს?

– ძალიან ჯიუტი ვარ, თან, იშვიათად კი არა, ხშირ შემთხვევაში ვჯიუტობ. ეს, ძირითადად, სიმღერების არჩევას შეეხება. სხვა მეტი ისეთი არაფერი – არ ვეწევი, არ ვსვამ, ფრჩხილებს არ ვიკვნეტ...

– შენი მეუღლე როგორ ეგუება იმ ფაქტს, რომ მის ცოლს ამდენი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი ჰყავს, ხომ არ ეჭვიანობს?

– ძალიან კარგად ეგუება. მას ჩემი დიდი ნდობა აქვს. დედამიწის ზურგზე არავის მოტყუება არ შემიძლია. არ არსებობს ადამიანი, ვისთანაც მე ტყუილი მითქვამს, რადგან ყველაზე ძალიან ის მეზიზღება, როცა მე მატყუებენ. ასე რომ, ჩემს მეუღლეს, ისევე როგორც ოჯახის ყველა წევრს, ჩემი ასპროცენტიანი ნდობა აქვს.

არასდროს ისეთ ადგილზე არ ვყოფილვარ და არც ისეთ რამეს ჩავიდენ, რისიც მერე შემრცხვება. როცა ქალი საბაბს არ აძლევს, მაშინ არც კაცი ეჭვიანობს. პირიქით, ყველაფერში ხელს მიწყობს. მას მომღერალი ნინი შერმადინი შეუყვარდა და უცებ დიასახლისობა მომთხოვოს – არ მგონია. შეიძლება, რაღაც მომენტში, დავთმო კიდეც, რადგან ოჯახზე ძვირფასი არაფერია. პრინციპში, ჩემთვის ოჯახი და სიმღერა ორივე ერთნაირად საყვარელია.

– ალბათ, იმითაც ამაყია შენი მეუღლე, ამდენი მსმენელი რომ გყავს.

– ძალიან სასაცილოა „ფეისბუქში“ რომ მწერენ თაყვანისმცემლები – ნეტავ, ჩემი ცოლი ყოფილიყავიო და ჩემი მეუღლე რომ წერს პასუხს, დიდი მადლობაო.

თუ დრო მაქვს უყურადღებოდ არავის წერილს არ ვტოვებ. შეძლებისდაგვარად, ყველას ვპასუხობ, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, კომპიუტერში 5 000 მესიჯი დამხვედრია ერთად, რომელსაც ვერაფრით ვერ წავიკითხავდი. ამიტომ, სტატუსზე მივაწერე – „ძალიან მიყვარხართ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ არ შემიძლია, ყველას პასუხი გაგცეთ“.


скачать dle 11.3