კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაექცა პირველ ღამეს ანი გიუნტერი ქმარს საწოლიდან და რით გამოიჩინა მან თავი ქმრის ძმაკაცებთან


რა უღელი დაიდგა ანი გიუნტერის შერთვით მისმა ქმარმა, კახა არაბიძემ და როდის გვის ცოცხი კარგად, ის ჯერ ვერ აცნობიერებს. მაგრამ, სამშობიარომ ისეთი მძაფრი შთაბეჭდილება დაუტოვა და იქ ყოფნა ისე მოეწონა, სხვა ყველაფერი მისთვის მეორეხარისხოვანი გახდა. ბავშვის მოვლაში მონაწილეობას ვერ იღებს. შუა ძილში მყოფი ცოლს მითითებებს ლოგინიდან აძლევს და როგორც დედისერთას, სურვილი აქვს, ბევრი შვილი ჰყავდეთ.


– ანი ყოველთვის თავქარიანი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც ბომონდური ცხოვრების გარდა არაფერი აინტერესებს. როგორც ჩანს, მისმა გარეგნულმა მონაცემებმა ისე გადაგრია, ამისთვის ყურადღება არ მიგიქცევია.

– რა ვიცი, რომ გავიცანი, თავქარიანი გოგოს შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ისე, როგორიც წარმომედგინა რადიკალურად სხვანაირი აღმოჩნდა. ნამდვილად არ მეგონა, თუ ასეთი ოჯახის გოგო იქნებოდა. ჩემი და ანას გაცნობა კი ასეთ სიტუაციაში მოხდა: ერთი ბერ-მონაზონი ჩვენი საერთო მეგობარია, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი. გმირთა მოედანზე მამაოს მანქანა დავინახე და უკან ავედევნე. დავინახე, მანქანის უკანა სავარძელზე ანა და ანას მეგობარი გოგონა ისხდნენ. აღმოჩნდა, რომ ხორციელის ბოლო კვირა იყო და ხაშის საჭმელად მიდიოდნენ, მაგრამ არ იცოდნენ, სად წასულიყვნენ. მამაო მანქანიდან გადმოვიდა, მკითხა, ეს გოგო ვერ იცანი, ანი გიუნტერიაო. ძალიან სასიამოვნოა-მეთქი. სად მიდიხართ-მეთქი – სახაშეში და ხომ არ იცი, კარგი ადგილიო. დავრეკე, სადაც ამზადებდნენ კარგ ხაშს და შევუკვეთე. ცოტა ხანში კი მეც შევუერთდი. მაშინ მივხვდი, რომ ხელიდან გასაშვები გოგო არ იყო.

– როგორი აღმოჩნდა მასთან ურთიერთობა?

– იმდენად თავმდაბალი იყო, მესიჯებს რომ ვწერდი, შემხვდი-მეთქი, უარს მეუბნებოდა, მარხვაა და სპეციალურად ვერ გამოვიპრანჭებიო. შენ თუ კიდევ გამოპრანჭვა გინდა და ამის გამო არ მხვდები, სხვამ რაღა უნდა თქვას-მეთქი. ამიტომ, სუსტ წერტილზე ვმოქმედებდი. პირველად რომ დავპატიჟე, წამოდი, პიცა ვჭამოთ ან კოქტეილი დავლიოთ-მეთქი, ამან შედეგი არ გამოიღო. იგივე პასუხს ვიღებდი. კარგი, თუ სარესტორნოდ და უბრალოდ სავახშმოდ ვერ გამოიპრანჭები, მაშინ ბოდბის ეკლესია-მონასტრები დავათვალიეროთ-მეთქი. თუმცა, ამასაც პირდაპირ არ ვაკეთებდი. რადგან შეიძლებოდა, ამაზეც უარი ეთქვა, ამიტომ ისე ვაკეთებდი, აქეთ მეხვეწებოდა. მას და მის მეგობარს ეს აზრი მოეწონათ, მაგრამ ფიქრობდნენ, ვინ წაგვიყვანსო და მე მირეკავდნენ. მეც, ვითომ არაფერი ვიცოდი და ვეუბნებოდი, ჰო, რა ვიცი, რაღაცას ვიზამ. აბა, უარი როგორ გითხრათ-მეთქი. მერე, აქ ეკლესია-მონასტრების მეტი რა არის, ღმერთმა გვიმრავლოს, მაგრამ თავგადასავლები გინდა, თან მოგზაურობაში უკეთ შეიცნობა ადამიანი და უკრაინაში წავედით. როცა საქმე მონასტრებს ეხება, მისი დაყოლიება რთული არ არის. იყო შემთხვევები, მე და მამაო რომ გამოვდიოდით ეკლესიიდან, ის ისევ იდგა და ლოცულობდა, ვერ გამოგვყავდა იქიდან.

– უკრაინაში წასვლით რას უმიზნებდი?

– იქ გატარებული დღეები ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მათი მიზანი წმიდა ადგილების მონახულება იყო და ჩემი მიზანი – იმ ადამიანთან დაახლოება, ვინც მიყვარდა.

– ანის არაერთხელ უთქვამს ჩვენთან ინტერვიუში, რომ ალბათ ვერასოდეს გავუგებ და გავყვები ქართველს, იმიტომ რომ ქართველი კაცის მენტალიტეტი არ მომწონსო. ჯადო ხომ არ გაუკეთე, შენ რომ აგირჩია?

– მეც არ მეგონა, ოდესმე, თუ გერმანელი გოგო შემიყვარდებოდა და მასზე დავქორწინდებოდი, მაგრამ ასე მოხდა. ყველაფერი ერთმა წამმა გადაწყვიტა. ეს იყო წმინდა სულიერი შანტაჟი. საჩუქრები და სიურპრიზები უყვარს, მაგრამ ეს ისეთ გავლენას ვერ მოახდენდა მასზე, როგორც ამან გაჭრა. ათი წლის განმავლობაში ადამიანი ეკლესიაში წირვა-ლოცვას რომ არ აცდენს და ნაზიარებია, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. სხვათა შორის, როცა ცოლის მოყვანაზე ვფიქრობდი, ვცდილობდი, მომავალი მეუღლე ეკლესიის წიაღში მომეძებნა. მინდოდა, გვერდით ისეთი ადამიანი მყოლოდა, რომელიც არ იქნებოდა დაკომპლექსებული და მეყოლებოდა, როგორც მეგობარი. ძალიან ბედნიერები ვართ, მით უმეტეს ახლა, როცა ჩვენს ცხოვრებაში პატარა მიშიკო შემოვიდა.

– კარგად გაიგე მისი ხასიათი, თვისებები?

– ბუნებრივია, ხასიათი გადამწყვეტია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში. როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს, თუ ხასიათი არ უვარგა, მისი სილამაზეც არ ჩანს. ახალ მანქანას რომ იყიდი, ერთი თვეა კარგი. თუ გამართული და კომფორტული არ არის, გარედან რანაირი ლამაზიც არ უნდა იყოს, არ გინდა.

– შენმა მშობლებმა რა თქვეს, როცა ანი ნახეს?

– 11 აპრილს, დედაჩემის დაბადების დღეზე, სახლში ავიყვანე და ჯვრისწერა მამაჩემის დაბადების დღეს დავამთხვიე. მაღალ ქუსლებზე იდგა და ოთახში რომ შემოვიდა, დედაჩემმა შეიცხადა – რამსიმაღლეაო. მერე, მამაჩემი ანის მიუტრიალდა და უთხრა: ეჰ, შვილო, ესეც შენსიმაღლე იყო, ცოლად რომ მოვიყვანე, მაგრამ ხმარებაში გაცვდაო.

– სახლის საქმეებით არ გაცვდეს, თორემ ეგ არაფერი. თუ აკეთებს რამეს?

– ცოლად რომ მოვიყვანე, დილის შვიდ საათზე წამოხტა საწოლიდან. სად მიდიხარ ამ დილაუთენია-მეთქი და დედალი უნდა მოგიხარშოო. პირველ დღეს დედალი რად მინდა, გოგო, მოდი აქ, დაწექი-მეთქი. რაღაცეებს წვალობდა. ვატყობდი, როგორ უნდოდა გულით ესიამოვნებინა ჩემთვის. სხვათა შორის, რასაც მოინდომებს, ყველაფერს კარგად აკეთებს. მეორე დღეს ძმაკაცები ამოვიდნენ და ისე დატრიალდა, სულ სხვადასხვანაირი სალათები გააკეთა. ჩემმა მეგობარმა უყურა, უყურა და თქვა. ცოლი რომ მოვიყვანე, ტოსტერში პურის ჩადების მეტი არაფერი იცოდაო. ალბათ, მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდება. მეც ვცდილობ, მის მეგობრებთან თავი გამოვიჩინო და ისიც ჩემი მეგობრების მიმართ მაქსიმალურად ყურადღებიანია.

– ყველა იმას ამბობს, ერთმანეთს კარგად ვუგებთო და ბოლოს მაინც ყველაფერი ცუდად მთავრდება. ვერაფერი გავიგე, რა ხდება?

– ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ერთფეროვნება ჩნდება და ალბათ, ამიტომაც ხდება გაუგებრობები. მიდი, სახლში, ჭამე, დაიძინე, გაიღვიძე, წადი სამსახურში... მეტ-ნაკლებად ალბათ, ჩხუბიც საჭიროა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე ჩვენ არ დავმდგარვართ და ალბათ, არც დავდგებით. მე მგონია, ერთფეროვნება არის ის, რასაც წყვილი ამ ურთიერთობამდე მიჰყავს. ბავშვმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ აღარავინ მაინტერესებდა – აღარც დედა, აღარც მამა, აღარც ცოლი და მეგობარი.

– სხვათა შორის, ყოველთვის მაინტერესებდა იმ მამაკაცების, განცდებისა და შთაბეჭდილებების შესახებ, რომლებიც სამშობიარო ბლოკში დგანან და ამქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის, საკუთარი შვილის დაბადების მომსწრენი ხდებიან.

– მეგონა, პრობლემური იქნებოდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. არ ვიცი, შეიძლება, ანიმ იმშობიარა ისე თავისუფლად, რომ ძნელი არაფერი იყო. ბლოკში შევედით თუ არა, სამ წუთში ბავშვი ისე გააჩინა, ერთიც არ წამოუკვნესია. მივხვდი, რომ ზედმეტი ვიყავი. ალბათ, ისეთ ცოლებს სჭირდებათ ქმრების თავზე დგომა, საათობით რომ კვნესიან. ბავშვს რომ შევხედე, ისე მგავდა, მეგონა, საკუთარ დაბადებას ვუყურე. ყველა ქალს სჭირდება ქმრის გამხნევება. მართალია, საავადმყოფოში მეძინა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამას წინათ, პატარა, უმნიშვნელო ოპერაცია გავიკეთე, გამჭრეს და რაღაც ამომიღეს. ისე წავედი ონკოლოგიურში, რომ არც დედისთვის მითქვამს და არც ცოლისთვის. ერთმა ექიმმა მეორეს დაუძახა, მეორემ – მესამეს და მაშინ მივხვდი, თუ რას ნიშნავს, როცა ვიღაც გარეთ გელოდება. შეიძლება, სადღაც ეგოისტური მომენტიც არის, რომ ამ დროს გვერდით ვიღაც გინდა გყავდეს, შენი ტკივილი გაიზიაროს.

– ესე იგი, არჩევანმა გაამართლა?

– კეთილი და უერთგულესი ცოლია, რაც კაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საცივს თუ არ აკეთებს, ეს მაინცდამაინც არ მოქმედებს ჩემზე. ცოლი რომ მომყავდა, სწორედ მაგას ვფიქრობდი, რომ ხაჭაპურის მცხობელი არ უნდა ყოფილიყო. ამას ჯობია, შვილები გაზარდოს. თვითონ დედისერთა ვარ და ამიტომ, ბევრი შვილი გვინდა, დანაკლისი ამით უნდა შევავსო. ანიმ ისე იმშობიარა, რომ ყველაფერს შეძლებს. თან, ფანტასტიკური დედაა. არც ახლობელი, არც მეგობრის ცოლი არ მინახავს, ასეთი დედა რომ იყოს. ბავშვს აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე თვითონ უვლის, არავის აკარებს. მე რასაც ვეხმარები, უფრო გართობაა, ვიდრე მოხმარება. ძილში ვამხნევებ – ასე გააგრძელე, გმირი დედა ხარ-მეთქი. მისი ნომერ პირველი საქმე ბავშვების გაჩენაა და ჩემი საქმე – გაკეთება და მოვლა-პატრონობა. ამაზე კარგ საქმეს ჩემი ცოლი მაინც ვერაფერს გააკეთებს.

– იმას თუ აქცევ ყურადღებას სახლში საქმეს როგორ აკეთებს, რამდენად მოწესრიგებულია?

– მეც არ ვარ დიდად ორგანიზებული. სადაც რას გავიხდი, ადგილზევე ვტოვებ, არ ვალაგებ. საერთოდ, ანისთვის ნათქვამი მაქვს – რასაც მე დავაშავებ, შენც შეგიძლია, იგივე დააშავო: სიგარეტს მოვწევ – შენც მოწიე, დავთვრები – შენც დათვერი. შენზე უკეთესი ცოლი თუ ვნახე, არაფერი მითხრა, რადგან დარწმუნებული იყავი, შენზე უკეთესს მაინც ვერ ვნახავ-მეთქი.


скачать dle 11.3