კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ათასი დოლარი გადაურიცხა თალიბებს ჰამიდ ყარზაიმ მხარდაჭერის მიზნით და როდის ჩამოაყალიბა მან მეგობრული ურთიერთობა „ცეერუსთან“


30 წელია, რაც ავღანურ მიწაზე მშვიდობას არ დაუსადგურებია და საერთოდ ძნელად მოიძებნება დედამიწაზე ავღანეთზე წერტილი, სადაც ყოველდღიურად არ მიმდინარეობს შეტაკება კოალიციის ჯარებსა და თალიბებს შორის, ხოლო ტერაქტების რიცხვი ქაბულსა და სხვა ქალაქებში ყოველდღიურად მატულობს. ამ ურთულეს პერიოდში პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის მართვაზე რომ გმირობის ტოლფასია, ამაზე არავინ არ დავობს. შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტების ნაკრებს ჰამიდ ყარზაიზე, ავღანეთის არჩეულ პრეზიდენტზე, ადამიანზე, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს ავღანეთის მთავრობას და რომელიც ბრიტანეთის დედოფალმა რაინდის ტიტულით დააჯილდოვა გაწეული ურთულესი სამუშაოსთვის, რასაც მშვიდობის დამყარება ჰქვია.

* ჰამიდ ყარზაი 1957 წელს ყანდაღარში, მეფე ზაჰირ-შაჰის მეგობრის, სენატორ აბდულ აჰად ყარზაის არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა. ჰამიდი წარმოშობით დურანის გავლენიანი ტომის – პუშტუნების კლან პოპოლზაის წარმომადგენელია. ეს ის კლანია, რომელიც 200 წლის განმავლობაში მართავდა ავღანეთს. თავდაპირველად ჰამიდი ქაბულში სწავლობდა, ხოლო 1979 წელს, საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის ოკუპირების შემდეგ, მისი ოჯახი პაკისტანში გადავიდა. ჰამიდს დამთავრებული აქვს ქაბულის ჰაბიბიას სკოლა, უმაღლესი განათლება კი ინდოეთში, ჰიმაჩალის უნივერსიტეტში მიიღო პოლიტოლოგიის სპეციალობით. სკოლის პერიოდში ჰამიდი დაინტერესებული იყო ქიმიით და დარვინის თეორიით ევოლუციის შესახებ; ასევე იგი გატაცებული იყო დოსტოევსკის, ჩეხოვისა და დიკენსის ნაწარმოებების კითხვით. ჰამიდ ყარზაი თავისუფლად ლაპარაკობს ექვს ენაზე: ინგლისურზე, ფრანგულზე, პუშტუზე, დარიზე, ურდუსა და ჰინდიზე.

* უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1983 წელს, ჰამიდ ყარზაი დაბრუნდა ავღანეთში და მოჯაჰედების ერთ-ერთ დაჯგუფებას – ავღანეთის ნაციონალ-განმათავისუფლებელ ფრონტს შეუერთდა. იგი აქტიურად იღებდა მონაწილეობას საბჭოთა ოკუპაციური ჯარების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლებში. ძირითად დროს ჰამიდი პაკისტანში ატარებდა, საიდანაც ის ფულითა და იარაღით ამარაგებდა მოჯაჰედებს. სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, იმ პერიოდში ჰამიდი აქტიურად თანამშრომლობდა უცხოურ სპეცსამსახურებთან – ამერიკულ „ცეერუსთან“ და ბრიტანულ „მი-6-თან“.

* ავღანეთის სათავეში თალიბების მოსვლის შემდეგ, ჰამიდ ყარზაი თანამშრომლობდა მათთან და 50 ათასი დოლარიც კი გადაურიცხა მხარდაჭერის მიზნით. თუმცა როდესაც თალიბებმა შესთავაზეს მას, წარედგინა ავღანეთი გაეროში, ყარზაიმ უარი განუცხადა, რითაც თალიბანის უკმაყოფილება გამოიწვია. 1997 წელს ყარზაი ოჯახთან ერთად პაკისტანში გადავიდა, იქიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც კონკრეტული პერიოდი დაყო. ყარზაის უარის საპასუხოდ თალიბებმა ჰამიდ ყარზაის მამა, რომელიც მეჩეთიდან სახლში ბრუნდებოდა, წამებით მოკლეს და ამით შური იძიეს ჰამიდზე. ამბობენ, რომ ამ ფაქტის შემდეგ ჰამიდ ყარზაი დაუკავშირდა ამერიკულ მხარეს და მხარდაჭერა აღუთქვა თალიბებთან ბრძოლაში.

* ავღანეთიდან წამოსვლის შემდეგ ჰამიდ ყარზაი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, სადაც მისი ოჯახი მსხვილ სარესტორნო ბიზნესს ფლობდა – ავღანური რესტორნების ქსელი ჩიკაგოში, ბოსტონში, სან-ფრანცისკოსა და ბალტიმორში ფუნქციონირებდა. გარდა ამისა, სწორედ ამ პერიოდში, ექსპერტთა ვარაუდით, ჩამოყალიბდა თბილი და მეგობრული ურთიერთობა ყარზაისა და „ცეერუს“ შორის. გარდა ამისა, ყარზაის საქმიანი კავშირები აქვს პაკისტანურ უშიშროებასთან. ცნობისთვის, ჰამიდ ყარზაი ფლობს დიდ მამულებს პაკისტანის სამ დიდ ქალაქში: ისლამაბადში, კვეტესა და პეშავარში.

* ბევრ პოლიტიკურ მიმომხილველს მიაჩნია, რომ 2001 წელს ჰამიდ ყარზაის ავღანეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად დანიშვნით, ამერიკის შეერთებული შტატები ვარაუდობდა, რომ იგი მოახერხებდა სტაბილურობის დამყარებას რეგიონში და უპირველესად ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებდა. თუმცა, ყარზაის თანამდებობაზე ყოფნის პირველ ოთხ წელიწადში ნარკოტიკებით ვაჭრობის დონემ უფრო იმატა, ვიდრე ეს თალიბების პერიოდში ხდებოდა. გარდა ამისა, ნარკობარონებმა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი თანამდებობები დაიკავეს, ერთ-ერთი მათგანი კი ჰამიდის ძმა – აბდულ კაიუმ ყარზაი აღმოჩნდა, რომელიც ყანდაღარის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნარკობარონად ითვლებოდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად გამოხატა თავისი უკმაყოფილება ყარზაის პოლიტიკით, რამაც მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია ავღანეთის მთავრობაში, კერძოდ, თანამდებობებიდან გათავისუფლდა მინისტრების მთელი ჯგუფი, ხოლო ყარზაიმ თანამდებობა შეინარჩუნა.

* მსოფლიოს წამყვანმა დიზაინერებმა ჰამიდ ყარზაი 2002 წლის ყველაზე ელეგანტურად ჩაცმულ პოლიტიკოსად დაასახელეს. „გუჩის“ კრეატიულმა დირექტორმა და „ივ სენ-ლორანის“ სამოდელო სახლის დიზაინერმა ტომ ფორდმა, ჰამიდ ყარზაი ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ მსოფლიო ლიდერად დაასახელა. მისი თქმით, ყარზაის შეუძლია, ელეგანტურად გამოიყურებოდეს ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის კრიზისულშიც. სწორედ ყარზაიმ დანერგა კრაველის („კარაკულის“) ქუდების მოდა. საინტერესოა, რომ 2009 წელს ჰამიდ ყარზაი პლანეტის ყველაზე სექსუალური 100 პოლიტიკოსის რიცხვში შედიოდა და მას საპატიო 41-ე ადგილი ეკავა.

* ჰამიდ ყარზაი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასის მქონე მსოფლიო ლიდერია. ახლახან გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, მისი თვიური ხელფასი 525 ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო საბანკო ანგარიშზე ყარზაის მხოლოდ 20 ათასი დოლარი ერიცხება. გარდა ამისა, იგი არ ფლობს არც მიწის ნაკვეთებს და არც უძრავ-მოძრავ ქონებას. აღსანიშნავია, რომ ჰამიდ ყარზაის ნათესავები არ არიან ვალდებულნი, დეკლარაცია შეავსონ და, ამიტომაც, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თავისი დიდძალი ქონება ავღანეთის ლიდერს მეუღლესა და ოჯახის სხვა წევრებზე აქვს გაფორმებული.

* ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის საფუძველზე ავღანეთში დაკანონდა ოჯახის წევრის (ლაპარაკია მეუღლეზე) მიმართ, სექსუალური ძალადობის განხორციელება. ანუ, ამიერიდან ქმარი აღარ იქნება ვალდებული, რომ სთხოვოს ქალს სექსუალური კავშირის დამყარება, ხოლო ქალს არ შეეძლება ამ თხოვნაზე უარის თქმა, რადგან, ქმარს კანონით ექნება უფლება ძალის გამოყენებით მეუღლესთან სექსუალური კავშირის დამყარებისა. გაეროს დამკვირვებელთა საბჭო და უცხოელი ექსპერტები თავიდან შეშფოთდნენ ამგვარი კანონის მიღებით, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ერთგვარი საარჩევნო ხრიკი იყო. ამ კანონის მიღებით ყარზაიმ ისლამისტი ფუნდამენტალისტების, კერძოდ, შიიტების ხმები მოიგო. სექსუალური კავშირის იძულების გარდა ეს კანონი ავალდებულებს ქალებს, რომ ისხდნენ სახლში და მეუღლის ნებისმიერი თხოვნა შეასრულონ.

* 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ქაბულის ათასობით მცხოვრები ნაციონალურ სტადიონზე შეიკრიბა, სადაც პირველი ავღანელი ოლიმპიელი მედალოსნის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ტაიკვანდოში ბრინჯაოს მედლის მფლობელ როჰულაჰა ნიკპაიას ჰამიდ ყარზაიმ მადლობა გამოუცხადა და სახლით დაასაჩუქრა; გარდა ამისა, ყარზაის განკარგულებით ქვეყნის ბიუჯეტიდან 10 ათასი დოლარი გამოიყო, რომელიც სპორტსმენს გადაეცა.


скачать dle 11.3