კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული დემოკრატიის „აუტანელი ხიბლი“


ქართულ დემოკრატიას (რაკი უკვე ექვსი წლისაა) შეიძლება, ითქვას, რომ რამდენიმე „აუტანელი ხიბლი აქვს“: ჯერ ერთი, პირველი ევროპელები ვართ; მეორეც, ქართული ეკონომიკა ევროპული ეკონომიკის ლოკომოტივია (ყოველ შემთხვევაში, ასე გვარწმუნებს ტელეკომპანია „იმედი“, ოღონდ, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ ძალაში შევა) და, რაც მთავარია, ქართული დემოკრატია თავისებური დემოკრატიაა (იმ თვალსაზრისით, რომ ყოველ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას კი არ გულისხმობს, არამედ ყოველ საარჩევნო ჯერზე მმართველი ძალის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას). თუმცა, ეს ყველაფერი მაინც არ არის: ქართული დემოკრატიის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა თემატურად შექმნილი სიმღერა-ჰიმნებიც (იმას გარდა, რომ სახელმწიფო უწყებები ტელეეთერში ხშირად ათავსებენ საკუთარი წარმატებული მუშაობის ამსახველ სარეკლამო რგოლებს, რაშიც ბიუჯეტის ფულს ხარჯავენ). თუკი პოლიციის ჰიმნს (ახლა უკვე ორს) აქვს სახელმწიფოებრივი გამართლება (პოლიცია და მოსახლეობა ერთ სულ და ერთ ხორც არიან), აფხაზეთის თემაზე შექმნილი სიმღერების იდეოლოგიური დატვირთვა ოდნავ ბუნდოვანია, თუმცა მას აგერ უკვე მეორე სიმღერაც მიეძღვნა და, თუკი პირველის („გამარჯობა, აფხაზეთო, შენი“) ლაიტმოტივი დაბრუნება იყო, მეორის (მას პირველზე მცირერიცხოვანი შემსრულებელი ჰყავს: შეუცვლელი სოფო ნიჟარაძე, ნინო სურგულაძე, – თანაც ავტორი და ბ-ნი უშიკიშვილი) – მონატრებაა. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, პირველმა სიმღერამ ვერსადაც ვერ დაგვაბრუნა, ერთი ისაა, რომ ავტორ-შემსრულებლებს ღირსების ორდენები ჩამოურიგდათ (საერთოდაც, სიმღერა რომ რამეს აბრუნებდეს, ჩვენი, ქართული ხალხური მრავალხმიანობის პატრონების უნდა იყოს მთელი დუნია), რაც გვაფიქრებინებს, რომ უორდენოდ არც ზემოხსენებული სამეული დარჩება.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ სოფლის შენებაში სიმღერის როლი არახალია ქართული შემოქმედებისთვის, გამოდის, რომ სულხან-საბას ჩვენთვის ვერაფერიც ვერ უსწავლებია, რადგან, ისევ იქ ვართ, სადაც შენ პირველს ამბობ, მე – მეორეს და, თუ ბანის მომცემსაც ვიშოვით, საქართველოსაც გავამთლიანებთ!


скачать dle 11.3