კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კატის გამომთხრელები


ანუ, შენ გაუგებ საინვესტიციო პოლიტიკას?!

არა მხოლოდ საქართველოს ცენტრალური მთავრობა, ვერც ავტონომიების ხელმძღვანელები აუდიან მოზღვავებულ ენერგიას. თუკი აჭარის ავტონომიის თავკაცი აჭარაში ეწევა აღმშენებლობას, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი ქვეყნის გარეთაც აქტიურობს. სახელდობრ, ბ-ნი ბარამია გასულ კვირას ქალაქ სალონიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტს, ბ-ნ ემანუილ ვლახოიანს შეხვდა. შეხვედრის მიზანი აქტუალური და დიადი იყო: ბერძენ ბიზნესმენთა დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით. ოფიციალური ინფორმაციით, მიზანი თითქმის მიღწეულია, რადგან აფხაზეთის მედიაცენტრმა გვაუწყა, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ჩვენს სამშობლოს ბერძენ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაციაც ეწვიოს, რა თქმა უნდა, საქმიანი ვიზიტით.

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ საბერძნეთში ისეთი ეკონომიკური კრიზისია, ევროკავშირის ქვეყნებმა ლამის ევროზონიდან გარიცხონ (ანუ თავი გასჭირვებიათ), ცოტა არ იყოს, უცნაურია, ამ ჩვენი აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა რაღა მაინცდამაინც ბერძენი ბიზნესმენები შეარჩია, მაგრამ, აბა, ჩვენნაირი მოკვდავები რას გაუგებენ საინვესტიციო პოლიტიკას?!

მეორე მხრივ, საბერძნეთში მეტისმეტად მაღალი სამოქალაქო აქტივობაც შეიმჩნევა, მოსახლეობა ხელისუფლების მკაცრ და უნიათო ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებს (სხვათა შორის, საპროტესტო გამოსვლები თვით პოლიციელებმაც კი მოაწყვეს, რადგან, ისინიც ადამიანები არიან). ასე რომ, შესაძლოა, ისეც გამოვიდეს, თუ ინვესტიცია ვერა, „კატა გამოგვეთხაროს“.


скачать dle 11.3