კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაავადებები მწვავდება ზაფხულის პერიოდში ცხოველის ორგანიზმში და რა დროს არის ცხოველისთვის სასურველი მგზავრობა



ზაფხული წელიწადის ყველაზე საყვარელი დროა უმრავლესობისთვის და ასევე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. ცხოველთან ერთად აგარაკზე და მოგზაურობისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზაფხულის მზემ და სიცხემ შეიძლება, არანაკლები ზიანი მიაყენოს მათ და ზამთრის სიცივეზე საშიში აღმოჩნდეს. ამასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი გიამბობთ.



ზაქრო ბაჯიაშვილი: სიცხის დროს ცხოველები, ისევე როგორც ჩვენ, ბევრ სითხეს კარგავენ. ცხოველი დაფარულია ბეწვის საფარველით და გასცემს სითბოს თათების ბალიშებით, ცხვირის სარკის საშუალებით, გაღებული პირიდან და გადმოკიდებული ენის ლორწოვანი გარსიდან. მიუხედავად ამისა, სიცხეში აუცილებელია, ცხოველს მივცეთ საშუალება, შეივსოს დაკარგული სითხე, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა არასასიამოვნო შედეგი. ცხოველმა სიცხეში ხშირ-ხშირად უნდა მიიღოს წყალი და არა დიდი რაოდენობით და ერთბაშად. ამიტომ, სულ უნდა ედგას სასმელი წყალი ჩვეულ ადგილზე. ასევე, შეიძლება, წყლის შესხურება, შხაპის გადავლება, ბეწვის დასველება ან სველი პირსახოცით სხეულის დაზელვა.

თუ თქვენი ცხოველი ბინაში იმყოფება, მაშინ ის მუდმივად უნდა უზრუნველყოთ სუფთა ჰაერით, ხშირად გაანიავოთ შენობა და თუ არის საშუალება, გამოიყენოთ კონდიციონერი. როგორც წესი, ცხოველი თავისით პოულობს იმ ადგილს, სადაც მისთვის გრილა და კომფორტულია (ეს შეიძლება, იყოს კაფელი, იატაკი ან ლინოლიუმი; ღია კარი ან აივანი).

– რას უნდა მოვარიდოთ ცხოველი?

– არ შეიძლება, ცხოველის გაჩერება მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, განსაკუთრებით, ყველაზე ცხელ პერიოდში – 12-დან 16 საათამდე. ცხოველის გასეირნება სასურველია უფრო მოგვიანებით და ისეთ ადგილას, სადაც ჩრდილია.

– თუ ქალაქიდან მიემგზავრება ოჯახი და თან ოთხფეხაც მიჰყავთ. მისი გადაადგილება თუ შეიძლება ტრანსპორტის საშუალებით?

– თუ ცხოველის ტრანსპორტირების აუცილებლობაა, სასურველია, ეს მოხდეს სიგრილეში ან საღამოსკენ. ასევე კარგია, თუ გამოვიყენებთ ისეთ პრეპარატებს, რომელიც ცხოველს ტრანსპორტის დაავადებისგან იცავს. მგზავრობის დროს აუცილებელია, თან ვიქონიოთ წყალი და პირსახოცი, რომელსაც დავასველებთ და ცხოველს შემოვახვევთ. არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება, ცხოველის დატოვება დაკეტილ ავტომობილში, რაც არ უნდა მცირე ხნით მოგიხდეთ მანქანიდან გადასვლა. ამან შეიძლება, ცხოველის სიკვდილიც გამოიწვიოს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს გაცილებით მაღალი აქვს სხეულის ტემპერატურა, ვიდრე ადამიანს და ამას ემატება ბეწვის საფარველიც, ამის გამო სწრაფად ხდება მათი გადახურება. გაგრილების, ანუ სითბოს გაცემის ზედაპირი კი გაცილებით არა პატარა აქვს მას, ვიდრე ადამიანს. ამიტომ, ცხოველს მიდრეკილება აქვს სითბური და მზის დარტყმისკენ, რომელზეც ჩვენ რამდენიმე ნომრის წინ უფრო დაწვრილებით ვისაუბრეთ.

– კიდევ რას უნდა მოვარიდოთ ზაფხულში ცხოველი?

– დაავადებული ცხოველები განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ სიცხეს. ლაპარაკია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და ნერვული სისტემის დაავადებები (განსაკუთრებით ეპილეფსია). საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებსაც გულის მანკი აქვთ, ძნელად იტანენ სიცხეს. იგივე მოსდით ცხოველებსაც, რომლებსაც გულის პათოლოგიები აქვთ: უწევთ არტერიული წნევა, მატულობს გულისცემა და უხშირდებათ სუნთქვა, ვითარდება ქოშინი, ხდება ვენური შეგუბება, რაც იწვევს ციანოზს (ლორწოვანი გარსები ლურჯი ფერისაა). ვითარდება კიდურების და გულმკერდის ქვეშ შეშუპებები. ასევე შეიძლება განვითარდეს ფილტვებისა და თავის ტვინის შეშუპებაც. ეს კი ძალიან საშიშია ცხოველისთვის. ასეთი ცხოველები ადვილად ექვემდებარებიან სტრესს და კარგავენ გონებას. ასეთი სიმპტომატიკის ჩამოყალიბება ხდება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა დილატაციური კარდიომიოპათია, ენდოკარდიოზი და სარქველების უკმარისობა. სასუნთქი სისტემის პათოლოგიები – ზემო და ქვემი სასუნთქი გზების დაავადებები, ასევე მწვავდება ცხოველებში სიცხის დროს.

ამიტომ, ცხოველები, რომელთაც აღნიშნული პათოლოგიები გამოუვლინდათ, საჭიროა, მკაცრად დავიცვათ სიცხისგან და აუცილებლად შევასრულოთ ვეტერინარის დანიშნულება. მივცეთ ყველა პრეპარატი დროულად, გავუფრთხილდეთ მათ და დავიცვათ სტრესისა და გადახურებისგან. თავი შევიკავოთ ხანგრძლივი მგზავრობისგან და დავაკვირდეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს სიცხის დროს.

თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს ცხოველს აღენიშნება ან ეწყება ქოშინი და ხველა, გონება აქვს დაკარგული და წევს პირდაპირი მზის სხივების ქვეშ აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ პირველადი დახმარება. გადაიყვანოთ გრილ ადგილას, დაასხათ ცივი წყალი და ამის შემდეგ სასწრაფოდ მიმართოთ ვეტერინარულ კლინიკას, სადაც კვალიფიციურ ვეტერინარულ დახმარებას აღმოუჩენენ.


скачать dle 11.3