კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ტემპერატურას უძლებს პეტუნია და რა დროს სჭირდება ამ მცენარეს ხშირი მორწყვა


„ფლორა ინტერნაციონალის“, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე ამჯერად პეტუნიას შესახებ გვიამბობს. ის სწორედ ამ სეზონის მცენარეა. თუ როგორ გავახაროთ პეტუნია, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს მას და რამდენ ხანს ცოცხლობს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.



– როგორი მცენარეა პეტუნია და რომელ სეზონზე ხარობს ის კარგად?

– პეტუნია არის აფრიკული მცენარე და ერთ წელიწადზე მეტხანს ვერ ხარობს. ის სწორედ ამ სეზონისთვისაა განკუთვნილი. პეტუნია თავს ყველაზე კარგად გაზაფხულსა და ზაფხულში გრძნობს. ძალიან ლამაზია ბინაშიც, აივნებზეც, ეზოებშიც.

– თუ ამ მცენარის გახარება გვსურს და გვინდა, რომ ზაფხულში კარგად იყვავილოს, რომელ სეზონზე გვირჩევთ მის დარგვას?

– ეს მცენარე თესლით მრავლდება და მისი თესლის ჩარგვა შეგიძლიათ თებერვლიდან მარტის ბოლომდე. თუ თქვენ სათანადო პირობებში გაახარებთ, გაზაფხულიდან დაიწყებს ყვავილობას და აგვისტოს ბოლომდე გასტანს. საერთოდ, გახსოვდეთ, რომ პეტუნიას გახარება ძალიან იოლია. ყველა ჩათესილი თესლიდან აუცილებლად ამოდის ღერო. თქვენ შეგიძლიათ, ამ მცენარის სხვადასხვა ფერის ჯიშები ჩათესოთ ერთ ქოთანში და იქიდან ბუჩქის სახით ბევრნაირი ჯიშის პეტუნია ამოიზრდება.

– როგორ შევუწყოთ ხელი პეტუნიას კარგად ყვავილობისთვის და როგორ პირობებში ვამყოფოთ ამ დროს მცენარე?

– ნიადაგი უნდა იყოს კარგად გაფხვიერებული, მის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ნაკელი, ტორფი, სხვადასხვა მინერალური სასუქი. გაზაფხულის დასაწყისში მცენარე უკვე დაიწყებდა კოკრების გამოღებას. მისი ყვავილები სხვადასხვა ფერის იქნება. ამ დროს მას ძალიან დიდი მოვლა არ სჭირდება, მთავარია, მისთვის სასურველ გარემოში ამყოფოთ.

– როგორ ადგილას გვირჩევთ მცენარის დადგმას?

– პეტუნია ზაფხულის მცენარეა და ამ დროს პრეტენზიული არ არის. შეგიძლიათ, დადგათ აივანზე, ბაღში ან ფანჯრის რაფაზე. მას მოსწონს ნახევრად გაფანტული მზის სხივები, ამიტომ, ეცადეთ, მწველი მზის სხივები არ მოახვედროთ. მცენარისთვის ასევე კარგია ზამთრის ბაღი. ზამთარში პეტუნია დადგით კარგად განათებულ ადგილას, რომ შუქი ხვდებოდეს, რადგან არ უყვარს ჩაბნელებული ოთახი.

– რა სიხშირით უნდა მოვრწყათ პეტუნია ზაფხულში და წელიწადის სხვა სეზონებზე?

– ზაფხულში მცენარეს თითქმის ყოველდღე სჭირდება მორწყვა. ეს მცენარე ვერ იტანს ზაფხულის ცხელ ჰაერს და ამიტომ ხშირად უნდა წყლის მიწოდება, თუმცა, არც ძალიან ნესტიანი მიწაა სასურველი. რაც შეეხება ზამთარს, ამ დროს შეგიძლიათ, ორ კვირაში ერთხელ მორწყათ.

– რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს პეტუნიას ზაფხულში?

– გადამეტებულმა მორწყვამ, შეიძლება, მცენარის ფესვის ლპობა გამოიწვიოს. ამიტომ, მუდმივად ყურადღება მიაქციეთ, რომ პეტუნია დღეში რამდენჯერმე არ მორწყათ და ამის გამო არ დალპეს მისი ფესვები. თუ მცენარეს ეს დაავადება შეეყარა, ვეღარ გადაარჩენთ. შეგიძლიათ, ხელით მოუსინჯოთ ხოლმე მიწა. ძალიან იოლად მიხვდებით, სურს თუ არა მცენარეს წყალი. თუ ნიადაგი ფხვიერია, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად გრძნობს თავს. თუ მიწა ძალიან მშრალია დაასხით წყალი და თუ სველია, შეაჩერეთ მორწყვა.

– შეიძლება, მცენარე მზეზე დგომით გახმეს?

– პეტუნიას ამ მხრივ, არანაირი საფრთხე არ ემუქრება – ის მაღალ ტემპერატურასაც უძლებს და, შეგიძლიათ, მისთვის შესაფერის ადგილზე უშიშრად დადგათ.

– რა ზომის იზრდება მცენარე და როგორი ქოთანი შევურჩიოთ?

– პეტუნია მომცრო ზომისაა. მისი მაქსიმალური სიმაღლე 12-13 სანტიმეტრია. ქოთანი, შეგიძლიათ, შეურჩიოთ მოგრძო ზომის. ეს მცენარე წლობით არ ცოცხლობს და ამიტომ პატარა ზომის ქოთანიც საკმარისი იქნება.

– რა მავნებელი შეიძლება, დაესიოს პეტუნიას და როდის არის ამის საშიშროება?

– მას ემტერება ცრუფარიანა და ფქვილისებრთა ფარიანა. ეს მავნებლები შეგიძლიათ, მოაშოროთ აქტელიკითა და კარადეთი. მათი შეძენა შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში და სამთო ქიმიის შენობაში. პეტუნიას ეს მავნებელი აგვისტოში უჩნდება და, ამიტომ, ყურადღებით იყავით.

– როგორ უნდა შევამჩნიოთ მცენარეს ეს მავნებლები?

– როდესაც პეტუნიას შეეხებით, მისგან აფრიალდება თეთრი ბუსუსებივით, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დაავადებულია და მალე მიიღეთ შესაბამისი ზომები.

– რა ტემპერატურა მოსწონს პეტუნიას?

– ზაფხულში 50 გრადუსიც რომ იყოს, პეტუნიას დისკომფორტი არ შეექმნება. ზამთარში კი, ყინვასა და ქარს ვერ უძლებს. მისთვის სასურველი ტემპერატურა 25 გრადუსია. გირჩევთ, პეტუნია ზამთარში გაზქურასთან, ღუმელთან ან ბუხრის თავზე დადგათ, გახურებული აგური კარგად მოქმედებს მასზე და უკეთ გაიხარებს. პეტუნიას არც გაზის გამონაბოლქვი ავნებს, მაგრამ, ზაფხულში გაითვალისწინეთ, რომ არ დადგათ ისეთ ოთახში, სადაც კონდიციონერია. ეს ნამდვილად უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს მცენარეზე, რადგან კონდიციონერი გამოყოფს ქიმიურ შენაერთს, რომელიც პეტუნიას ფოთოლს უწვავს და აშრობს.


скачать dle 11.3