კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ერეკლე მეფის უკანონო შვილიშვილი და რას წერდა მის შესახებ თანამედროვე პრესა


მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საუკუნე გავიდა შამილის მოღვაწეობიდან, კვლავ საინტერესოა მისი ფენომენი და კვლავ მოდურია სხვადასხვა მოსაზრება მისი ქართული წარმომავლობის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, იგი ერეკლე მეფის ვაჟის – ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო შვილი იყო. სწორედ ამ პიროვნების შესახებ ვისაუბრებთ ჩვენს რესპონდენტთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორთან, ჯონი კვიციანთან.



– როდის დაიბადა შამილი?

– ეს არის ეპოქა, როდესაც რუსეთი კავკასიაში სამხედრო-სამოკავშირეო პოლიტიკას ახორციელებდა – მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეები. ამის შემდგომ იმპერია გადადის ძალდატანების პოლიტიკაზე. ეს ნიშნავდა იმას, რომ თუ ადრე ცარიზმი კავკასიელებს ერთობლივი სამოკავშირეო პოლიტიკის გატარებას სთავაზობდა ყირიმის სახანოს, ოსმალეთის იმპერიისა და ირანის წინააღმდეგ („მცოცავი“ სოციალური ექსპანსიის განხორციელებით), მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც რუსეთმა იგრძნო მტკიცე სოციალური დასაყრდენი, გადაიბირა ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა და დადებითად განაწყო, ძალდატანებითი პოლიტიკის გატარებას შეუდგა ზოგადად კავკასიის და, ამ შემთხვევაში, მის ჩრდილოეთ ნაწილში.

დაღესტანში, სოფელ გიმრიში, ავარეთის სახანოში, 1797 წელს დაიბადა შამილი. ეს სახელი ავარელების, ანუ ხუნძების ენაზე „ღმერთისგან გამოთხოვილს“ ნიშნავს. მამამისი, დენგა-მუჰამედი, იმ დროისთვის განათლებული პიროვნება გახლდათ. შამილის დედას ბახუმესედა ერქვა. 6 წლის შამილს უკვე დამოუკიდებლად შეეძლო ყურანის კითხვა. იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა პირველობის, ლიდერობის ჟინით. აღსანიშნავია, რომ ყურანის კითხვისას, მის გვერდით ყოველთვის იყო მისი მეგობარი, ყაზი მუჰამედი, რომელიც შემდგომ დაღესტნისა და ჩეჩნეთის პირველი იმამი გახდა.

– როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთი ვერსიით, შამილი ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის ვაჟის – ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო შვილი იყო. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?

– საკითხის ამ კუთხით დანახვა ახალი არ არის. ეს ვარაუდი იმ პერიოდისთვისაც საკმაოდ მოდური განხილვის საგანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ კავკასიელი ხალხები და, კერძოდ, საქართველოც, კოლონიურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ამ ყოფით მთელი კავკასია შეურაცხყოფილი იყო. შამილის პიროვნება საერთო კავკასიური ფენომენი გახლდათ, ამიტომ, ასეთი დიდი პიროვნების „მიკუთვნებას“ ბევრი ერი ცდილობდა, მათ შორის ქართველებიც. რა თქმა უნდა, ეს ვარაუდები დოკუმენტურად ვერ დასტურდებოდა. თვითონ ეს ვერსია, ალბათ, იქიდან აგორდა, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი არაერთხელ იმყოფებოდა დაღესტანში, სადაც ის თანაგრძნობას პოულობდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში. შამილის დედა ობლად იზრდებოდა და საერთოდ არ აპირებდა გათხოვებას, რომ არა ახლო ნათესავების დაჟინებული თხოვნა, რის შედეგადაც იგი ცოლად გაჰყვა შამილის მამას – დენგა-მუჰამედს. გათხოვებამდე სოფელ გიმრიში მცხოვრებ ობოლ ბახუმესედას ადგილობრივი გავლენიანი ოჯახი მფარველობდა, რომლის სახლშიც იგი მსახურობდა. არაა გამორიცხული, რომ ამ ჭორის (ანუ, შამილის ქართული წარმომავლობის) საფუძველი ისიც გამხდარიყო, რომ ზემოაღნიშნული გავლენიანი ოჯახი ალექსანდრე ბატონიშვილს ხშირად მასპინძლობდა.

– ხშირად საუბრობენ შამილის ფენომენზე. თქვენ, როგორც ამ საკითხის სპეციალისტ-ექსპერტი, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

– შამილმა, თავისი მოღვაწეობის განმავლობაში, როგორც პოლიტიკოსმა და რელიგიურმა მოღვაწემ, შეძლო იმდროინდელი გამოწვევების დანახვა და მასზე პასუხის გაცემა. ეს გამოიხატა დაღესტნისა და ჩეჩნეთის დიდ ნაწილში ხალხთა მობილიზაციით რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ ამოცანის განხორციელების საშუალებად შამილმა და მისმა თანამოაზრეებმა 1828 წლიდან ჩამოაყალიბეს თეოკრატიული სახელმწიფო – ეგრეთ წოდებული შამილის იმამათი. ამ სახელმწიფოს პირველი იმამი, როგორც ზემოთ ვთქვით, მისი ბავშვობის მეგობარი ყაზი-მოლა გახლდათ, მომდევნო პერიოდში კი – განთქმული ჰამზათ-ბეგი. 1834 წლიდან კი შამილი ამ იმამათის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

– შამილის იმამათის არსებობის შესახებ სხვადასხვა შეხედულება არსებობს...

– ერთნი ამბობენ, რომ შამილის მიერ ამ სახელმწიფოს ჩამოყალიბება და მშენებლობა მიზნად ისახავდა მთლიანად კავკასიის გაერთიანებას მუსლიმანური დროშის ქვეშ. საინტერესოა, რომ საერთო კავკასიური სახელმწიფოს დედაქალაქად თბილისი მოიაზრებოდა. მეორენი მიიჩნევენ, რომ ეს იყო კულტურულ-ცივილიზაციური ომი კავკასიელებსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ცივილიზაციას შორის. ჩემი აზრით, არც ერთი ვარაუდი იმდროინდელ რეალობას სრულფასოვნად არ ასახავს. მართალია, იმამათი, თავისი კავკასიურ-ტრადიციული კულტურიდან გამომდინარე, მტკიცედ ჩამოყალიბებულ სისტემურ-თეოკრატიულ სახელმწიფოს წარმოადგენდა, გარკვეულწილად, მას დემოკრატიული ხასიათიც ჰქონდა, მაგრამ ის ვერ გახდა მისაღები დანარჩენი კავკასიელებისთვის.

– რატომ?

– კავკასიელ მთიელებში დომინირებდა ტრადიციული წარმართული კულტურის ადათ-ჩვეულებები, რომელთან პარალელურად ისლამური და ქრისტიანული რელიგიაც არსებობდა. იმ პერიოდში და ახლაც, ისლამი ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში – დაღესტანსა და ჩეჩნეთში უფროა გავრცელებული. როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, იმ დროს თვითონ რუსეთმა შეუწყო ხელი ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის გავრცელებას. მეცხრამეტე საუკუნის 20-30-იან წლებში, რუსეთთან ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში იმამათს მარცხი მარცხზე მოსდიოდა, რის შედეგადაც მოსახლეობა, პროტესტის ნიშნად, მასობრივად მუსლიმანურ სარწმუნოებაზე გადადიოდა. ცნობილია, რომ შამილის მცდელობა მეზობელი ხალხების იმამათის შემადგენლობაში გაერთიანებისთვის, უშედეგო გამოდგა. მიზეზი ისაა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში და, კერძოდ, ყაბარდოში, მოსახლეობა მის შეხედულებებს არ იზიარებდა – ლიდერობის პრეტენზია თვითონ ყაბარდოელებსა და ჩერქეზებს ჰქონდათ. ცნობილია, რომ ამ ხალხებს რუსეთის წინააღმდეგ მეცხრამეტე საუკუნის 20-30-იან წლებში ინგლისელებიც კი აქეზებდნენ, სამაგიეროდ კი, დახმარებას აღუთქვამდნენ „დიდი ჩერქეზეთის“ (შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე) შექმნაში.

– რაში პოვებდა ძალას შამილის ანტიკოლონიური პოლიტიკა და რით საზრდოობდა იგი?

– შამილის მიერ სახელმწიფოში გატარებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ადამიანის ტრადიციული კულტურიდან თანამედროვე კულტურაში გარდაქმნის პროცესს. თავდაპირველად იმამათში, სახელმწიფოებრივ დონეზე, შამილის მიერ შემოღებული იქნა შარიათის კანონი, რომლის მიხედვითაც ადამიანი არა კოლექტივის წინაშე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის წინაშე იყო პასუხისმგებელი. იმამათის უმაღლესი ორგანო – დივანი ანუ პარლამენტი, ასევე, მოსამართლეებიც, ხალხის მიერ ირჩეოდა. ეს და სხვა ფაქტები იმის საწინდარი იყო, რომ მზადდებოდა ნიადაგი ტრადიციული კულტურიდან თანამედროვე კულტურაში დამკვიდრებისკენ.

პირველი, რაც ხაზგასმით მინდა ვთქვა, ის არის, რომ შამილის ამ პოლიტიკას იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის დიდმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია. თუმცა შამილი თავის ოპონენტებს მკაცრად გაუსწორდა: მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში ათობით და ასობით ადამიანი იქნა რეპრესირებული და ფიზიკურად განადგურებული. ამის გამო შამილს ხშირად უხდებოდა თავის გამართლება – ბევრი მათგანი, ვინც დაისაჯა, სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებას მეკობრეობასა და წაგლეჯას არჩევდაო.

რაც შეეხება იმამათის სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებს: ცნობილია, რომ შამილს ახლო ურთიერთობები აკავშირებდა თურქეთთან. მეცხრამეტე საუკუნის 40-იან წლებში, თურქეთის სულთან ბაიაზეთთან მიმოწერიდან გამომდინარე, ის შამილს არა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარებოდა, არამედ მიზნად ისახავდა იმასაც, რომ კავკასია ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი ვილაიეთი გამხდარიყო. ამასთან ერთად, მხედველობაშია მისაღები, რომ რუსეთს მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებისთვის კავკასიაში, კერძოდ – საქართველოში, „რუსულენოვანი“ სოციალური დასაყრდენი გააჩნდა და მას კავკასიის ხალხთა ელიტური საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერდა. შემთხვევითი არ იყო ის, რომ რუსეთის არმიის მიერ შამილის დატყვევებას 1859 წლის აგვისტოში, მის ერთ-ერთ რეზიდენციაში (დაღესტანი, სოფელი ღუნიბი), გრიგოლ ორბელიანი ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ღუნიბის რეზიდენციის 400 მცველიდან 30 რუსი იყო და ისინი ფანატიკურად იბრძოდნენ შამილის დასაცავად. ბოლოს, როდესაც 40 მცველიღა დარჩა ცოცხალი, შამილის ოჯახის წევრებმა ეს თავგანწირვა მათი მხრიდან უშედეგოდ ჩათვალეს და სთხოვეს შამილს, დანებებოდა. სანამ შამილს მეფისნაცვალ ბარიატინსკის მიჰგვრიდნენ, ერთ-ერთმა კავკასიელმა მეომარმა იმამის სახელმწიფოს მეთაურს რამდენჯერმე სახელით დაუძახა, მაგრამ შამილს უკან არ მიუხედავს. შემდეგ რუსი მცველი ჩარეულა და მისთვის უთქვამს – მიიხედე, გეძახიანო, რაზეც შამილს უპასუხია: რომ მივხედო, მესვრის, ზურგში კი კავკასიელი არასოდეს არავის ესვრისო. 1859 წლიდან 1868 წლამდე შამილი რუსთა ტყვეობაში იყო. შეიძლება ითქვას, რომ რუსების ხელში მან საპატიო ტყვეობა გაიარა. დატყვევებიდან ერთი თვის თავზე იგი პეტერბურგში, იმპერატორ ალექსანდრე მეორესთან მიიყვანეს, თანაც, იარაღითა და ქამარ-ხანჯლით აღჭურვილი – რუსები გაგებით მოეკიდნენ იმ ფაქტს, რომ კავკასიელისთვის იარაღის აყრა შეურაცხმყოფელი იქნებოდა. ამაზე შემდგომში მთელი ევროპა წერდა. ამ შეხვედრის დროს იმპერატორს შამილისთვის უთქვამს: მონანიება არ არის საჭიროო და მეგობრობა შესთავაზა. ალექსანდრე მეორემ შამილსა და მისი ოჯახის 22 წევრს პენსია დაუნიშნა 20 ათასი მანეთის ოდენობით, პლუს შამილს ცალკე – 15 ათასი მანეთი. როგორც მაშინდელი პრესა წერდა, ეს თანხა აღემატებოდა 1850-1851 წლებში მთლიანად შამილის იმამათის მეომართა მიერ მოპოვებულ ნადავლს. საინტერესოა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შამილი კალუგაში დაასახლა და იქ “კავკასიური სახლი” აუშენა, რომელსაც ეზოში მეჩეთიც ჰქონდა.

შამილის უკანასკნელი თხოვნა იყო, რომ რუსებს ნება დაერთოთ მისთვის, მექაში წასულიყო და მაჰმადიანთა წმიდა ადგილები მოელოცა. იმპერატორის ნებართვით შამილი მექაში ჩავიდა და ღმერთს შესთხოვა, რომ მისი ცხოვრება ამ წმინდა მიწაზე დასრულებულიყო. მართლაც, ამ პერიოდში, კერძოდ, 1871 წელს, იგი ქალაქ მედინაში გარდაიცვალა. „კავკასიელი არწივი” – შამილი დაკრძალულია მუსლიმანთა უწმიდეს ადგილზე – ჯანიათ-ალ-ბაქირის სასაფლაოზე.


скачать dle 11.3