კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე ესაუბრა ექსტრასენსი ლალი ხელაშვილი პუტინს და როგორ იწინასწარმეტყველა მან პოლონეთის პრეზიდენტის დაღუპვა


პოპულარული შოუ „ექსტრასენსთა ბრძოლა” ფინალს უახლოვდება. ფინალისტებს შორის, რომლებმაც სამთვიან მძიმე კონკურენციას გაუძლეს, ლალი ხელაშვილიც მოხვდა. მან მაყურებლის სიმპათია მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათით მოიპოვა. მძიმე მარათონში ჩართულმა ლალი ხელაშვილმა კოლეგიალური ეტიკეტის დაცვაც შეძლო და საკმაოდ რთულ დავალებებსაც მარჯვედ გაართვა თავი. როგორ შეცვალა გადაცემამ მისი ცხოვრება და რისი განადგურება მოუხდა ექსტრასენსს საკუთარი მომავლის შესაცვლელად, ამას თავად ქალბატონი ლალისგან შეიტყობთ, რომელიც ძალიან კომუნიკაბელური და სასიამოვნო რესპონდენტი აღმოჩნდა.



ლალი ხელაშვილი: ეს უნარი ბავშვობიდან დამყვა და ყველაფერი ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო. პატარა ვიყავი, როცა ლაპარაკი დავიწყე და მქონდა უცნაური შეგრძნებები. ცოტა რომ წამოვიზარდე, უკვე ვატყობდი, რომ სხვებისგან გამორჩეული თვისება მქონდა – რასაც ჩავიფიქრებდი, ყველაფერი მისრულდებოდა. ეს ეხებოდა უმნიშვნელო ბავშვურ თემებს, მაგალითად, ჩავიფიქრებდი და სახლში მისულს ის საჭმელი მხვდებოდა, რომლის ჭამის სურვილიც იმ დღეს მქონდა. ასე მემართებოდა სხვადასხვა ნივთებთან დაკავშირებითაც. ხშირად ყიდულობდნენ იმას, რომლის ყიდვაც მინდოდა. პატარა ვერ ვაცნობიერებდი, რატომ ხდებოდა ეს. ძალიან მიყვარდა მოხუცები, მქონდა წინათგრძნობები ბებიასთან დაკავშირებით. სანამ ის ცუდად გახდებოდა თვალი მიწყებდა ხოლმე თამაშს. წინაწარ ვიცოდი, რომ იმ დღეს ბებიასთვის სასწრაფოს გამოიძახებდნენ. ამ შეგრძნებებზე ხმამაღლაც ვსაუბრობდი, რასაც ოჯახში მაინცდამაინც ვერ აღიქვამდნენ, რას ლაპარაკობო, – მეუბნებოდნენ. სტანდარტული ოჯახი მქონდა. ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო ჩახედული იმ სფეროში, რომლითაც მე დავინტერესდი. თუმცა, მყავდა დიდი ბებია, რომელიც სახალხო მკურნალი იყო, მაგრამ ისიც შორს იყო წინასწარმეტყველებისგან.

– საკუთარ თავზე თუ გქონდათ წინასწარმეტყველური ხილვები? თავად გრძნობდით, რა გელოდათ მომავალში?

– როდესაც ჩემს ცხოვრებაში იყო მნიშვნელოვანი, საკვანძო საკითხები, მე წინასწარ ვიცოდი, რა მელოდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბედი თვითონვე დავხატე, ეს მოხდა საკმაოდ ადრეულ ასაკში. თვითონ დავაპროგრამე ჩემი ცხოვრება. არავინ თქვას, რომ ბედში კორექტივების შეტანა არ შეიძლება, შეიძლება და მერე როგორ. სულ აჩემებული მქონდა, რომ დედამთილს არ უნდა მოვწონებოდი და მართლაც ასე მოხდა. ბავშვობაში ვიცოდი, როგორი იქნებოდა ის სახლი, სადაც გათხოვების შემდეგ ვიცხოვრებდი. ბავშვობიდან ვწერდი ლექსებს. მეათე კლასში ვიყავი, როცა დავწერე ორი რომანი. ჩემი რომანების პერსონაჟები იყვნენ ადამიანები. მათ შორის ქალი, რომელიც ძალიან უყვარდა მამაკაცს, მაგრამ ის ბედნიერი არ იყო. მას ჩაგრავდნენ, მისი ცხოვრება ცრემლებით იყო სავსე. არ ვიცოდი, რატომ ვწერდი ასე. თუმცა, ვიცოდი ის, რომ როგორც ქალი, ბედნიერი არ ვიქნებოდი და ჩემი წინათგრძნობა ახდა. ეს რომანები გავანადგურე, რადგან მივხვდი, სულ თან დამყვებოდა ჩემი პერსონაჟის ბედი. თუმცა, ჩემი რომანის პირველი ეგზემპლარი, სადღაც სახლის სარდაფში მაქვს გადამალული, ბოლომდე მაინც ვერ შეველიე.

– თუ წინასწარ იცოდით, რომ ბედნიერი არ იქნებოდით, რატომ არ შეცვალეთ თქვენი ცხოვრება?

– ამ კითხვას მეც ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს. არ ვიცი, მაშინ რატომ არ შევცვალე ჩემი ცხოვრება. იმ დღეს, როცა ჩემი მომავალი ქმარი გავიცანი და სახლში დავბრუნდი, ძალიან ბევრი ვიტირე. არ მინდოდა მისი ცოლობა, მაგრამ მშობლებს გავუწიე ანგარიში. იმ დღეს, როცა დედა გავხდი და ქალიშვილი გამიჩნდა, ჩემი ქმრის ქორწილი იყო. ამას მიმალავდნენ, მაგრამ მაინც გავიგე. დიდი ტრავმა გადავიტანე, მაგრამ ამ ამბავმა ნამდვილად არ გამაბოროტა. პირიქით, ყოველთვის კარგს ვეძებ ადამიანებში. შვილი მარტომ გავზარდე, მერე მუშაობაც დავიწყე.

– ამ ტრავმამ თქვენს უნარზე გავლენა არ მოახდინა?

– არა, არ გეგონოთ, რომ ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად დავიწყე ადამიანების მომავლის განჭვრეტა. პირველად, აბიტურიენტი ვიყავი, როცა ჩემს უნარზე სერიოზულად დავფიქრდი. უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, მე და ჩემი და მასწავლებელთან მივდიოდით ერთად. მეტროდან ამოვედით და „დავინახე,” ჩემი მასწავლებლის სახლი, ფანჯრები, სტუმრები. ჩემს დას ვუთხარი: დღეს მასწავლებელი გაკვეთილს არ ჩაატარებს, სახლში გამოგვიშვებს-მეთქი. მართლაც ასე მოხდა – როცა რეპეტიტორთან მივედით, მისმა მეუღლემ გვითხრა: წადით ბავშვებო, დღეს გაკვეთილი არ გექნებათო. ამის მერე საკუთარ თავს გამოცდების მოწყობა დავუწყე. ჯერ ჭიქაში ჩავიხედე, მერე პურის ნაჭერზე დავიწყე ფიგურების დანახვა. ესეც შემთხვევით აღმოვაჩინე. ცუდად ვიყავი, არაფერს ვჭამდი და პური მოვითხოვე. შუაზე გადავტეხე, ცოტა შევჭამე და პურის დარჩენილ ნაწილზე ფიგურები ათამაშდა. ჯერ მეგობრები და თანამშრომლები დადიოდნენ ჩემთან. ყველას ვეუბნებოდი, რა ელოდა – ვინ რომელ სართულზე მიიღებდა ბინას, ვინ როგორ ააწყობდა საქმეებს. მერე ცუდად გავხდი, ექიმთან წავედი და ძალიან ძლიერი ბიოენერგია აღმომაჩნდა. ამის შემდეგ დავამთავრე ექსტრასენსორიკის კურსები და დავიწყე ნათელმხილველობა. ხილვა შეიძლება მომივიდეს ნებისმიერ დროს – სამზარეულოში, როცა კარტოფილს ვთლი, ან მაშინ როცა ტელეფონზე ვსაუბრობ. ახლაც, მეზობლები როცა საქმეზე მიდიან, ჯერ ჩემთან შემოირბენენ ხოლმე. ყველამ იცის, რომ საქმე აუცილებლად გამოუვათ. იმასაც ხშირად მეკითხებიან, როგორი დღე ექნებათ. მე თავადაც მქონდა ასეთი მომენტები. ერთხელ, როცა ცუდად ვიყავი და არ მქონდა თანხა, გერმანიაში წავედი. ამან ბევრი ჩემი ახლობელი შოკში ჩააგდო. მე 1976 წელს ვიწინასწარმეტყველე ის, რაც ახლა ხდება ჩემს ცხოვრებაში.

– ოჯახი როგორ ხვდება თქვენს ამ უცნაურ უნარს?

– ვცდილობ, ზომაზე მეტად არ ჩავერიო ოჯახის წევრების პირად ცხოვრებაში. ვიცოდი, ვის გაჰყვებოდა ჩემი შვილი ცოლად და ეს ვუთხარი კიდეც. ისიც ვუთხარი, რომ მომღერალი შვილი ეყოლებოდა. ჩემი ქალიშვილის ქმარი, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია, ხშირად ხუმრობს ხოლმე: ეს რას აკეთებს ამ შოუში, მისი გაკეთებული საჭმელიც ვეღარ მიჭამია, ჯერ სიდედრი როგორია, თანაც ექსტრასენსი და ნათელმხილველიო (იცინის).

– ამ გადაცემაში როგორ მოხვდით?

– გიგლა გობეჩია დამიკავშირდა, მის ჟურნალში ვიბეჭდებოდი ხოლმე ხშირად. თამამად მივედი გადაცემაში, კონკურენციის არ შემშინებია. ვხვდებოდი, რომ მძიმე მარათონში ვერთვებოდი. რადგან აქამდე მოვედი, გამოდის, რომ ამ ხალხმა აღიარა ჩემი ძალა, მეც ვუწევ მათ შესაძლებლობებს ანგარიშს. ყველა ექსტრასენსს ჰქონდა თავისი ხელწერა, დადებითი და უარყოფითი თვისებები. ყველას ჰქონდა თავისი ძალა.

– არ გეშინიათ თემურ ხიბლიშვილთან ერთად ფინალში დარჩენის? ის აცხადებს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს.

– მე მისი ნამდვილად არ მეშინია, დაე, გაიმარჯვოს უძლიერესმა. თუ ის გაიმარჯვებს, გულწრფელად მივულოცავ.

– ამბობენ, რომ გადაცემის კულისებში იყო ბევრი სირთულე და ექსტრასენსები ერთმანეთს ჯადოებსაც კი უკეთებდით.

– მე ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, თუმცა ვგრძნობდი სხვების დამოკიდებულებას ჩემ მიმართ. რამდენჯერმე ფეხის დადებაც სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. არც ვიტყვი, ეს ვინ გააკეთა. მე ისე ვიყავი ჩართული ჩემს საქმეში, რომ ვინ ვის უკეთებდა ჯადოს, მეორეხარისხოვანი იყო ჩემთვის.

– რომელი დავალების შესრულება გაგიჭირდათ შოუში ყველაზე მეტად?

– ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო, დაკარგული ადამიანების ბედთან დაკავშირებული ისტორიები. არც ერთი ასეთი დავალების შესრულება არ გამჭირვებია. რაც შეეხება დავალებას, რომლის შესრულებაც, ასე თუ ისე გამიჭირდა, სინჯარებში არყის აღმოჩენას უკავშირდებოდა. მე ვერ გამოვიცანი, რომელ ბოთლში იყო არაყი და ნაპირზე დადებულ ბოთლს დავადე ხელი, რადგან აურა იქიდან წამოვიდა. მერე გავიგე, რომ არყიანი სინჯარა ჯერ განაპირას იდო. თავიდან, ერთ-ერთი ძალიან დაძაბული დავალების შემდეგ, ოპერატორმა მითხრა, რომ „პეტლიჩკა“ დაკარგეს. მე არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვთქვი, რომ „პეტლიჩკა“ კინო „რუსთაველში” დაიკარგა. ადგილიც მივუთითე, სად, რომელ სკამზე იქნებოდა. ამის მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ „პეტლიჩკა“ ზუსტად იმ ადგილზე იპოვეს.

– იმასაც ამბობენ, რომ თქვენ ყველანი შოუს გმირები ხართ და სინამდვილეში ექსტრასენსორიკასთან ბევრი არაფერი გაკავშირებთ.

– ეს ხმები მეც მოვისმინე. ეს არის ტყუილი. მე ჩემს თავზე ვაგებ პასუხს. როცა ამ გადაცემაში მივდიოდი, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს კარგი ექსპერიმენტი იყო ჩემთვის. საკუთარი ძალები კიდევ ერთხელ გამოვცადე და დავრწმუნდი მასში, მით უფრო, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში გვიწევდა მუშაობა. გადაცემის ავტორები ხშირად ცდილობდნენ ჩვენს დაბნევას, მაგრამ სულ ვეუბნებოდი მათ, რომ ეს შეუძლებელი იყო. დაბნევა შედიოდა ამ პროექტში, ამაზე შეთანხმებულები ვიყავით (იცინის).

– როგორც ამბობენ, თქვენ პოლიტიკური ხილვებიც გაქვთ. გადაცემაშიც იყო ისეთი დავალებები, რომლებიც საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა.

– პოლიტიკური ხილვები მაქვს. არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ბევრჯერ აუხდათ ჩემი ხილვები. მე ისინი გამიფრთხილებია, რომ გაცლოდნენ კაბინეტს, ამა თუ იმ ადგილს, რადგან საფრთხე ელოდათ. მე დამესიზმრა შევარდნაძე გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე. ის სადღაც წავიდა. ოქრუაშვილიც ვნახე დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე. სანამ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა, მე სიზმარში ველაპარაკე პუტინს. ჩვენ გვერდიგვერდ ვისხედით. ჩვენთან ერთად იყო მამაკაცი, რომელზეც პუტინმა ხელი ჩაიქნია. მე მივხვდი, რომ ვიღაც დიდი თანამდებობის პირს რაღაც ცუდი ელოდა. ის განწირული იყო. მასზე პუტინმა ხელი ჩაიქნია. პუტინმა იმ სიზმარში ისიც მითხრა: „მე მაინც წავალ ზღვაზე”. არ მინდა, ვინმე შევაშინო, მაგრამ ვგრძნობ, რომ ზღვიდან რაღაც საფრთხე გველის...


скачать dle 11.3