კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ზრუნავს ათენში გიორგი შერმადინის კომფორტზე და როდის გამოხატავენ მის მიმართ აგრესიას


ცნობილი ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი გასული წლის დეკემბერში დაოჯახდა და მეუღლესთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს. გიორგი „პანათინაიკოსის“ გუნდის რიგებში გამორჩეული სპორტსმენია და ათენში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამჟამად მეუღლესთან ერთად თბილისში იმყოფება და მთელი გულით ნაკრების თამაშებისთვის ემზადება. იმედი აქვს, რომ საქართველოს ნაკრები წარმატებით იასპარეზებს და გულშემატკივარს გაახარებს. ჩვენი რესპონდენტები ამჯერად გიორგი შერმადინი და მისი მეუღლე, ანი ამაშუკელი არიან, რომლებმაც „თბილისელების“ მკითხველისთვის გულახდილად ისაუბრეს.



– ერთმანეთი სად და როდის გაიცანით?

ანი ამაშუკელი: დავით ტატიშვილის კლინიკის საღამო ტარდებოდა „თიბისი“ ბანკში, სადაც გიორგი, ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილთან ერთად იყო დაპატიჟებული. მე ბატონ დავითთან ვმუშაობდი უმცროს ექიმად და შესაბამისად, მეც იქ ვიყავი. სწორედ იქ შევხვდით და გავიცანით ერთმანეთი და შემდეგ ურთიერთობა აეწყო.

– მანამდე თუ ესწრებოდი გიორგის თამაშებს?

– ასე აქტიურად არა, წესებში ხომ საერთოდ ვერ ვერკვეოდი. ახლა უკვე გარბენიც ვიცი და ჯარიმებს როდის აძლევენ ისიც. სხვათა შორის, ძალიან ემოციური გულშემატკივარი ვარ.

– თუ წარმოიდგენდით, რომ საკუთარ ბედს ერთმანეთს დაუკავშირებდით?

– ერთხელ გიორგის ვკითხე, რომ დამინახე რა შეგრძნება გქონდა-მეთქი. მიპასუხა, ეგ არ ვიცი, მაგრამ ერთი მახსოვს, მას მერე მოსვენება დავკარგეო. ასე ნუ მიყურებ (მიმართავს მეუღლეს, – ავტორი), გულწრფელად უნდა ვილაპარაკოთ, „თბილისელები“ ხომ ჩვენი საყვარელი ჟურნალია. ზედმეტად გულწრფელი ადამიანი ვარ.

გიორგი შერმადინი: თავიდან, როგორც ხდება, ტელეფონით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. მერე ვპატიჟებდი სხვადასხვა ადგილას, მერე თამაშებზე დაიწყო სიარული და ერთმანეთს დავუახლოვდით.

– ქორწინებამდე რამდენი ხანი გრძელდებოდა თქვენი რომანი?

ანი: საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ერთმანეთი კარგად გავიცანით და გაცნობიდან მესამე წელს დავქორწინდით. გიორგი უკვე მეორე წელია, ათენის „პანათინაიკოსში,“ სადაც ძალიან გადატვირთული რეჟიმის გამო არ აქვს იმის დრო, თბილისში ხშირად ჩამოვიდეს. წელიწადში სულ ორჯერ უშვებენ დასასვენებლად. რადგან გიორგი სულ რამდენიმე დღით იყო ჩამოსული, 25 დეკემბერს ჩემმა მოძღვარმა ქაშუეთის ტაძარში დაგვწერა ჯვარი, რა თქმა უნდა, მეუფის კურთხევით, რადგან მარხვაში ჯვრისწერა არ შეიძლება. დაახლოებით ერთ თვეში მეც წავედი საბერძნეთში.

– როგორია საქართველოდან შორს ცხოვრება?

– როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს რთული არ არის.

გიორგი: უკვე ორი წელია, საბერძნეთში ვცხოვრობ და შევეჩვიე, თავისუფლად ვარ. თან, ანიც ჩემს გვერდითაა. თავიდან ცოტა ძნელი იყო, მაგრამ მერე ბევრი მეგობარი შევიძინე და დღეს უკვე ათენში პატარა საქართველო მაქვს. იქ არის ნათლიაჩემი, ასევე კახი კახიაშვილი, ჯარჯი ზვიადაური, ამირან ქისიშვილი და ასე შემდეგ.

– მას შემდეგ, რაც ერთად ცხოვრობთ და ურთიერთობა დააკანონეთ, რა თვისებები აღმოაჩინეთ ერთმანეთში?

– განსაკუთრებული არაფერი, რადგან სამი წლის განმავლობაში ანი კარგად გავიცანი.

ანი: ყოველთვის ვიცოდი, როგორიც იყო. სამი წლის განმავლობაში ადამიანი ვერ გაიკეთებს ისეთ ნიღაბს, რომ რაღაც თვისებები დამალოს. ერთადერთი, რაზეც ყოველთვის ვეკამათები ეს არის ჭამა, რადგან ცუდად იკვებება. ვჩხუბობთ კიდევ იმაზე, რომ ცოტა ზარმაცია. რომ ვეტყვი სადმე წავიდეთ-მეთქი, სულ ეზარება. მე ძალიან აქტიური ვარ, გიორგი კი ჩემთან შედარებით, უფრო დინჯი და გაწონასწორებულია. ძალიან უყვარს ძილი, რაზეც ნერვები მეშლება. აი, ეს შუადღის ძილი მკლავდა.

გიორგი: თვითონ მთელი დღე სახლშია, მე ვარჯიშიდან დაღლილი მივდივარ და რატომ იძინებო, მეჩხუბება.

ანი: გიორგის აქაური გუნდელი – გიორგი ტუღუში ხუმრობდა, ისეთი წამალი მომეცით რომ დავლიო და „შერმოს“ რომ სძინავს ისე დავიძინოო. გიოს უბრალოდ ბალიშის ფორმა დაანახვე და მიდე ნებისმიერ ადგილზე, ყველგან დაიძინებს. პრინციპში, ამას გამართლებაც აქვს, რადგან მართლა ძალიან იღლება.

– ეჭვიანი თუ ხართ რომელიმე?

– თუ ადამიანმა თვითონ არ შემიქმნა იმის პირობა, რომ ვიეჭვიანო, უაზროდ ნამდვილად არ ვიეჭვიანებ. გიორგიზე ვერ ვიტყვი, რომ ეჭვიანობის საბაბს მაძლევს. კალათბურთელია და შეიძლება, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდეს, ბევრს მოსწონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ვიეჭვიანო. მეც ანალოგიურად, არასდროს ვაძლევ მას ეჭვიანობის საბაბს. ასე რომ, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს.

– რაც შეეხება ჩაცმას, ამ მხრივ თუ გაკონტროლებს გიორგი?

– რამდენჯერმე იყო შემთხვევა, დეკოლტე ჩამიცვამს, რომელიც გიორგის არ მოსწონებია და უთქვამს გამოიცვალეო. მეც მორჩილად წავსულვარ და გამომიცვლია. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ეჭვიანია, ალბათ, იმ ადგილისთვის შესაფერისი არ ყოფილა, სადაც უნდა წავსულიყავით.

– შენ თუ ითვალისწინებ, ანის აზრს?

გიორგი: მეც ვითვალისწინებ, რა თქმა უნდა, ანი მირჩევს ხოლმე რა ჩავიცვა და რას რა შევუხამო.

– როგორი მეუღლეები ხართ ერთმანეთისთვის?

– ანი ძალიან მზრუნველი, მოსიყვარულე და თბილი მეუღლეა. ძალიან გამიმართლა ანი რომ ჩემს გვერდითაა. ზოგმა ამის ასაკში არაფერი იცის, ანიმ კი პირიქით, აბსოლუტურად, ყველაფერი იცის.

ანი: გიორგი ძალიან მზრუნველი და თბილი მეუღლეა. მართლა მადლობა უფალს, რომ ერთად ვართ. ჩვენც ვკინკლაობთ, მაგრამ საკმარისია, რაღაცაზე წავკამათდეთ და გავებუტო, არ შემიძლია, გული არ მითმენს, მასთან არ მივიდე და არ მოვეფერო. ვიცი, რომ ძალიან განიცდის. რა უნდა ვუთხრა გიოს, რომ არ გამიკეთოს. მე ისეთი ვარ, სულ რაღაც მინდა. ხანდახან იმასაც მეუბნება, რით ვერ გეყო ამდენი ტანსაცმელიო, მაგრამ რა ვქნა, რომ მიყვარს?

– ანი, საკმაოდ მაღალი ხარ, კალათბურთელი ხომ არ ყოფილხარ?

– არა. ბავშვობიდან ყოველთვის გამორჩეულად მაღალი ვიყავი, მაგრამ გიორგის ფონზე უკვე 5-6-სანტიმეტრიან ქუსლზე ჩაცმის პრობლემაც აღარ მაქვს, და ძალიან ბედნიერი ვარ. სიმაღლის კომპლექსი არასდროს მქონია, მაგრამ გიორგის გვერდით ორმაგად მხრებში გამართული დავდივარ. მე 184 სანტიმეტრი ვარ სიმაღლეში, გიორგი კი – 216.

– ალბათ ტანსაცმლის შეძენის პრობლემა გაქვთ?

გიორგი: კი, ხშირად.

ანი: ვინ დადის ტანსაცმლის შესარჩევად და საყიდლად? მაშინ, როცა გიორგი ვარჯიშზეა, ამ დროს მისი ძვირფასი მეუღლე დადის და არჩევს მისთვის ტანისამოსს. ეს მისია მე მაკისრია. ხედავ რამდენ რამეში გამოვდექი?

– სიურპრიზებს თუ გიკეთებს?

– გიორგი თავიდან ბოლომდე ჩემი სიურპრიზია. განსაკუთრებით მიყვარს, სადმე რომ მიდის და რაღაც ისე რომ ჩამოაქვს, არ ვიცი. არაფერი რომ არ ჩამომიტანოს, შეიძლება, პატარა ბავშვივით გული დამწყდეს. მე რომ ამდენი რამე ჩამომაქვს, შენ ფიქრობ ჩემზეო, მსაყვედურობს. შენც გადი და ისე მიყიდე რამე რომ არ ვიცოდე. არა, მართლა კარგი ბიჭია, ძალიან კეთილი. ყველას მიმართ თანაგრძნობის მომენტი აქვს.

– ბერძენ გულშემატკივრებზე რას გვეტყვი, ბევრი ფანი გყავს?

გიორგი: მართლა ძალიან ბევრი ბერძენი გულშემატკივარი მყავს. ჩვენს უბანში, სადაც ჩვენი გუნდის წევრები ვცხოვრობთ, სულ „პანათინაიკოსის“ ფანები არიან.

ანი: საბერძნეთში კალათბურთი ძალიან უყვართ და ამას გამოხატავენ კიდეც – ეს იქნება კაფე, ქუჩა, რესტორანი ან სხვა ნებისმიერი ადგილი. უცნობები მოდიან, ავტოგრაფებს ართმევენ, რაღაცეებს ეკითხებიან და ძალიან სასაცილოა ამ დროს გიორგი – მათ საუბარს ვერ იგებს, მაგრამ ყველაფერზე თავს უქნევს.

გიორგი: აი „ოლიმპიაკოსის“ ფანები თუ შეგვხვდნენ, იქ უკვე სხვანაირადაა საქმე. ჩვენი გულშემატკივრები თუ კარგ რაღაცეებს გეუბნებიან, ისინი ცუდის თქმას არ იშურებენ.

– მაინც არ გესმის და რას ნერვიულობ.

ანი: ისინი ისეთ რაღაცეებს ეძახიან, ყველას ესმის. ეგ ფრაზები ისწავლეს პირველად. იციან.

– რეაქცია როგორი გაქვს?

გიორგი: იმ უბანში, სადაც „ოლიმპიაკოსის“ ფანები ცხოვრობენ, არაფერი გადის, აზრი არ აქვს. „ოლიმპიაკოსის“ დარბაზთან ერთი ჩემი მეგობარი ცხოვრობს და იმასთან რომ მივდივარ, ყოველთვის ქუდი მახურავს და მანქანაში თავი მაქვს დაწეული, რომ არ დამინახონ.

ანი: შეიძლება მანქანას ქვა ესროლონ, თავში მოარტყან და გაუტეხონ. არანორმალური გულშემატკივრები არიან, შეიძლება, თამაშიც კი ჩაშალონ იმდენად ემოციურები და აგრესიულები არიან – თამაში თუ „ოლიმპიაკოსის“ მოედანზეა, „პანათინაიკოსის“ გულშემატკივრები არ მიდიან და თუ „პანათინაიკოსის“ მოედანზეა, „ოლიმპიაკოსის“ ფანს ვერ ნახავთ იქ. სერიოზული გამაგრებაა თამაშის დროს – პოლიცია მობილიზებულია, გაკრულია ბადეები და ასე შემდეგ.

გიორგი: „პანათინაიკოსის“ და „ოლიმპიაკოსის“ ფანები ისეთები არიან, აუცილებლად იჩხუბებენ ერთმანეთში და სისხლისღვრა ატყდება.

– ამჯერად თბილისში ხართ, მაგრამ ცალ-ცალკე ცხოვრობთ. ნაკრები სასტუმროშია დაბინავებული, შენ კი – სახლში.

ანი: ძალიან ძნელია. ერთი დღე ჰქონდა თავისუფალი და ძალიან ბედნიერად გავატარეთ ერთად. მეორე დღეს კი მთელი ნაკრები ოჯახებით ზაზა ფაჩულიას ბავშვის ნათლობაში ვიყავით მიწვეული.

– ვინ მონათლა ზაზას უმცროსი შვილი?

გიორგი: ერთ-ერთი ნათლია შიო ხეცურიანი იყო, ერთი მოიხსენიეს და ერთიც – თიკას მეგობარი. არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა, რისთვისაც დიდი მადლობა ზაზას და თიკას.


скачать dle 11.3