კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოაგდებდა სახლიდან ფადი ასლი ია ფარულავას ერთ თვეში, ახლა მისი ცოლი რომ იყოს



ბესო მახარაშვილი



წინა ორშაბათს, დიდი ლოდინის შემდეგ, „დღის შოუ“ ეთერში გავიდა. სამი მომხიბვლელი ქალბატონი საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებს ყოველდღე განიხილავს ღია ეთერში. ქალბატონი დოდო ხურცილავა დებიუტანტი და სრულიად ახალი სახეა ქართულ ტელესივრცეში, თუმცა ტელევიზიაში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს. ინტერვიუს ჩასაწერად ქალბატონებს გადაცემის დამთავრების შემდეგ სტუდიაში ვესტუმრე, მაგრამ ინტერვიუ სულ 20 წუთს გაგრძელდა, რომელიც სამჯერ შემაწყვეტინეს კითხვით: „რამდენ ხანში დაამთავრებ“? იმედია, მათი გადაცემაც ისევე მოკლე დროში არ დაემშვიდობება ღია ეთერს, როგორც ისინი მე დამემშვიდობნენ.



– როგორ შეეწყვეთ ახალ გადაცემას და რა ემოციები გაქვთ?

ია ფარულავა: პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ცოცხალი ეთერია, მოგვდის უამრავი „ესემესი“, რაც იმის დასტურია, რომ ხალხი გვიყურებს. ჩვენს ფორუმზე საოცრებები ხდება, ხალხი საუბრობს გადაცემაზე და გვაქებენ. სხვათა შორის, ინტერნეტფორუმი საუკეთესო საშუალებაა, რომ გაიგო, სინამდვილეში რას ფიქრობს ხალხი. ჯერ ცუდი არავის დაუწერია, თუმცა, ველით კრიტიკულ შეფასებასაც.

დოდო ხურცილავა: ჩემთვის ეს პირველი პროექტია, დებიუტანტი ვარ ამ კუთხით და ვფიქრობ, კარგად მოვერგე. გარდატეხა მოხდა ჩემს ცხოვრებაში და რაღაც ახლის გაკეთება მიწევს. რაც მთავარია, ვგრძნობ, რომ ია და ნანიკო ჩემი საყრდენები არიან, რადგან ჯერ არ ვარ კამერებს მიჩვეული ასეთი ფორმით და, თუ უცებ გავჩერდი, ვიცი, რომ ესენი აიტაცებენ, ანუ, უხერხულობა არ შეიქმნება სტუდიაში. გარდა ამისა, უკვე სამი თვეა, ვმუშაობთ ამ პროექტზე და ერთმანეთი კარგად გავიცანით, ვიცით, ვის რა გამომეტყველება აქვს, ვის რისი თქმა შეუძლია ამა თუ იმ საკითხზე.

– აქამდე არ გქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობა?

– ნანიკოსთან მქონდა პროფესიული კავშირი, ერთად ვმუშაობდით „ნანიკოს შოუზე“ – რედაქტორი ვიყავი, ია კი მხოლოდ ინსტიტუტიდან მახსოვდა, მაშინ მე პედაგოგი ვიყავი და იაკო ჯერ კიდევ სწავლობდა.

– რატომ გაიწელა თქვენი ეთერში გასვლა?

ია ფარულავა: თავიდან სულ სხვა ჯგუფი იყო, მერე კი რაღაც ცვლილებები მოხდა. სრულიად ახალი ჯგუფი მოვიდა პროდიუსერ თამარ ღვინიანიძის სახით, რომელიც უბრწყინვალესი პროდიუსერია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ჟურნალისტობაზე. რომ არა თამარი, ჩვენ ყველას ძალიან გაგვიჭირდებოდა (გადაცემის პირველი პროდიუსერი იყო ნინო ზაუტაშვილი, – ავტორი) ასევე, გვყავს ორი ფანტასტიკური ჟურნალისტი – ეკა ქადაგიშვილი და თიკო ფეიქრიშვილი. ესენი ვარსკვლავები არიან. ჩვენ ვლაპარაკობთ ვარსკვლავებზე და ხანდახან მერიდება კიდეც, რომ ეს ადამიანები კამერის მიღმა არიან და ჩვენ – კამერის წინ, მაგრამ, რას იზამ, ასე მოხდა.

დოდო ხურცილავა: აგრეთვე, ჩვენთან არიან ნელი აგირბა და იანო წულუკიძე, რომელიც, მგონი, „იმედის“ გახსნის დღიდან მუშაობს აქ. ნამდვილად ერთი გუნდი ვართ და ისე მჭიდროდ ვართ შეკრული, რომ, არსად არ არსებობს ხვრელი, საიდანაც შეიძლება, მტერი შემოგვეპაროს.

– დარწმუნებული ვარ, სამშაბათის თემა – „რა საშუალებები არსებობს თავის მოვლისთვის“ – იას იდეა იყო. ისე, თემებს ვინ და რა პრინციპით არჩევს?

– არა. იამ, უბრალოდ, ორი სტუმარი მოიფიქრა, თორემ, ისე, ჩვენ ყველა ერთად ვარჩევთ. გადაცემის შემდეგ ისევ ყველა ერთად დავსხდებით და მოვიფიქრებთ ხვალინდელი დღის თემას. გამომდინარე იქიდან, თუ რა მოხდა და რა უფრო მეტად აქტუალურია, ან, შეიძლება, ხვალ იყოს აქტუალური.

– ია, ყოველთვის სულ სილამაზესთან გაქვს პრობლემა: რაღაც მაკიაჟი, კოსმეტიკა, კორექცია და თავის მოვლა.

ია ფარულავა: მე რამე მეტყობა, რომ სილამაზესთან დაკავშირებული პრობლემა მქონდეს?

– არა. მე სხვა რამეს ვგულისხმობ: ყოველთვის ახმოვანებ და აფიშირებას უკეთებ საკუთარი სხეულის მოვლას, რომ სოლარიუმის ხშირი სტუმარი ხარ, ბალნეოლოგიურ კურორტზე იტარებ პროცედურებს და ასე შემდეგ.

– ამას ვახმოვანებ ბოლო ათი წელია. შეიძლება, მე ვარ პროდუქტი იმისა, რომ ძალიან ბევრს ვუვლი თავს და ლამაზად გამოვიყურები. როდესაც არის თემა – „ქალი და სილამაზე“ – უნდა გავაკეთო ამის აფიშირება, რა თქმა უნდა. ალბათ, გახსოვთ გადაცემა „ჩემი მშვენიერი ლედი“, რომელიც სწორედ სილამაზესა და თავის მოვლას ემსახურებოდა. ასეა თუ ისე, მე ვერ ვიტყვი, რომ ქართველი მანდილოსნები სილამაზის ეტალონად აღმიქვამენ, მაგრამ, რაღაც დონეზე ექსპერტად მაინც მოვიაზრები.

– პირველი გადაცემის ბოლოს სამივემ ხაზი გაუსვით თქვენს გაუთხოვრობას. ფაქტობრივად, სამივე გასათხოვრად ითვლებით და ამ ნიშნით ხომ არ ხართ შერჩეული წამყვანებად?

– გაუთხოვარ-გასათხოვარ-განათხოვრებად ვითვლებით (იცინის). მე რომ მყოლოდა შვილები, ზუსტად ვიცი, ამ გადაცემას ვერ წავიყვანდი, რადგან დიდი და სერიოზული დრო მიაქვს. სხვათა შორის, სწორედ დღეს ვფიქრობდი, რომ მყოლოდა ქმარი, ან, თუნდაც, ფადისთან ვყოფილიყავი, ის ამ გადაცემის შემდეგ ზუსტად ერთ თვეში დამშორდებოდა. ახლა, მოდი, ამ თემას ნუ დავუბრუნდებით (ფადის გულისხმობს – ავტორი), ამაზე ისედაც ბევრი ვთქვი და ვილაპარაკე, მაგრამ ჩათვალე, რომ ჩვენ ვართ გათხოვილები „დღის შოუზე“.

– რატომ გაქვს ყოველთვის პრეტენზიები, განსაკუთრებით – ჟურნალისტებთან მიმართებაში, ახლა ხომ თავად აღმოჩნდი ჟურნალისტის ამპლუაში?

– არა, ჟურნალისტი ნამდვილად არ ვარ და ვერ დავიბრალებ. უბრალოდ, ვარ ქალი, რომელსაც შეუძლია, ამა თუ იმ თემაზე საუბარი ძლიერი ჟურნალისტების დახმარებით.

დოდო ხურცილავა: რაც შეეხება ჩვენს შერჩევას, გადაცემისთვის სპეციალურად იქნა შერჩეული სხვადასხვა თაობის ქალები, სხვადასხვა ისტორიებითა თუ წარსულით, რომ ყველა თაობის ადამიანმა თავისუფლად აღგვიქვას. ახლა დამირეკა ერთ-ერთმა ჩემთვის ძვირფასმა ქალბატონმა და მითხრა, შვილთან და შვილიშვილის მეგობრებთან ერთად გიყურებდით და ისეთი შთაბეჭდილება გვქონდა, თითქოს ჩემთან ისხედით სამზარეულოში და საუბრობდითო. მის სამზარეულოში კი ისეთი ადამიანები მსხდარან... ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები. მათ სამზარეულოში არ ირჩეოდა, ხაში როგორ გავაკეთოთ ან რაღაც მსგავსი. იქ, როგორც წესი, საქართველოს ბედი განიხილებოდა ხოლმე და მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ ზარის შემდეგ. როგორც ჩანს, შეგვარჩიეს არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ, იმის მიხედვით, თუ რისი მოყოლა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია ამ ისტორიების განზოგადება.

ია ფარულავა: სხვათა შორის, საოცარი ქიმია არსებობს ჩვენ შორის – ყველა ერთმანეთს ვაბალანსებთ. როგორც დოდოშკამ თქვა, ზურგს ვგრძნობო, მეც ასევე ვგრძნობ. რაღაც რომ იყოს, დოდოშკა ზურგს გამიმაგრებს, ნანიკო ხომ, თავისებურად ამაგრებს და ამაგრებს. ის, ფაქტობრივად, დირიჟორობს, რადგან მას „ლაივში“ მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ჩემთვის საერთოდ ახალი ხილია ღია ეთერი, მაგრამ, მგონი, ნორმალურად ვუძღვები ამ ყველაფერს და, კიდევ არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს ყური, რომელიც ამ ყველაფერს კიდევ მეტ დირიჟორობას უწევს (გულისხმობს ყურსასმენს – ავტორი).

– ბრილიანტებზე როდის ისაუბრებთ?

– ეს წინა ანონსში იყო და მაგ კითხვაზე წინა პროდიუსერს მოსთხოვეთ პასუხი. თუ საჭირო გახდა ბრილიანტებზე საუბარი, არც ეს შეგვეშლება.

დოდო ხურცილავა: რატომაც არა. ქალებს აინტერესებთ ყველაფერი, მათ შორის, ბრილიანტებიც, თუმცა, ეს კაცებისთვის უფრო საინტერესოა – ვის აჩუქონ, რა აჩუქონ, როგორ და ასე შემდეგ.

– ქალბატონო დოდო, თქვენ ძალიან თბილი და მზრუნველი ქალბატონის შთაბეჭდილებას ტოვებთ ეკრანზე, ამას ახლაც ვგრძნობ თქვენთან საუბარში.

– ეს ჩემი ნიღაბია (იცინის). როდესაც საჭირო იქნება, მე რესპონდენტს ძალიან სერიოზულად ვუკბენ, ისე, რომ სისხლი არ წამოსდინდეს.

– ეს ვერა ქობალიასთან თქვენი საუბრის დროს უკვე შევამჩნიე.

– კი ბატონო, შესაძლოა. მე ასეთი ხასიათი მაქვს და ყოველთვის ასე გავუსვამ ხაზს. ვფიქრობ, რომ ესეც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის.

– ია, ახლა ვინ იქნება თქვენი სილამაზის ჯადოსნური ელექსირის სპონსორი?

დოდო ხურცილავა: ალბათ, გადაცემაში ჩვენს ჩაცმულობასა და დიზაინს გულისხმობს...

ია ფარულავა: ამ ქალბატონებს გაუმართლა, რადგან მათზე თეა ლომიძე ზრუნავს, მე კი, ჯერჯერობით, ჩემი ძალებით ვლამაზდები. სექტემბრისთვის ველოდები თამუნა ინგოროყვას და ის იზრუნებს ჩემს ჩაცმულობაზე.

– ინტერვიუზე ჟურნალისტებს აღარ ხვდები და სკაიპით ესაუბრები. ეს გადაცემიდან გამომდინარე ახალი იმიჯია თუ სხვა მიზეზია?

– როგორ არ ვხვდები, მაგრამ, საყვარელო, ალბათ, იცი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტერვიუს აღარ ვიძლეოდი. მეზარება ერთი და იგივე თემები. „სარკის წინ“, „სარკის უკან,“ „შოპინგ-თერაპია“ და ასე შემდეგ. ეს რუბრიკები ყელში ამოვიდა. ახალი როცა არ არის, რაზე ვილაპარაკო? ჟურნალების დასტა მაქვს და, რომ გადახედო, სულ სამ-ოთხ თემაზეა დაწერილი. მერე იყო ფადის თემა: ფარულავა გათხოვდა, ფარულავა დაშორდა და ამ ყველა თემამაც გაიარა. ახლა უკვე ახალი ეტაპია, ახალი ინტერესებია და, რა თქმა უნდა, ამაზე უფრო მაინტერესებს საუბარი, ვიდრე შოპინგთერაპია.

– თუმცა, „სარკის წინ“ და „შოპინგ-თერაპიებზე“ თავად უფრო გსურდა საუბარი. სწორედ რამდენიმე წლის წინ, დიდების ზენიტში მყოფს რომ დაგირეკე ინტერვიუსთვის, მაშინ მიპასუხე: როცა „ვოგის“ ან „კოსმოპოლიტენის“ ჟურნალისტი გახდები, მაშინ დამირეკეო. დღეს კი, კროსვორდების გაზეთშიც შეიძლება წავიკითხო შენი ინტერვიუ. რა შეიცვალა ახლა?

– არა, რომელ გაზეთს ეძახი კროსვორდების გაზეთს? რომელ კროსვორდების გაზეთშია, მე არ ვიცი, შეიძლება, ვიღაცამ რაღაც დაწერა, მაგრამ მე წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი მთავარი მიზანია, „პრომოუშენი“ გავუკეთო ჩემს გადაცემას, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ აქტიურად მივიღებ მონაწილეობას ყველგან, ეს იქნება თოქშოუები თუ სხვა. გადაცემა არის ცოცხალი არსება, რომელსაც სჭირდება მოვლა და გაფიარება. ახლა ვერანაირ შოპინგზე და თერაპიაზე ვერ ვისაუბრებ. დღეს ჩემი შოპინგიც და თერაპიაც არის „დღის შოუ“ და, აი, ამ თემებზე ვისაუბრებ.


скачать dle 11.3