კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი ჰქონდა „ბომჟებთან“ ჰოლი ბერის და რატომ ცხოვრობდა ავტომობილში პოპ-შემსრულებელი კელი კლარკსონი


ცნობილი მსახიობების, მომღერლებისა და მუსიკოსების პირადი ცხოვრება, დაბადებიდანვე, რომ არ ყოფილა იდეალურად მოწყობილი, ამაზე უამრავი ფაქტი არსებობს. მათი უმეტესობა კარიერის დასაწყისში ფინანსურ სიძნელეებს განიცდიდა და ზოგიერთს საკუთარი სახლიც კი არ გააჩნდა. შემოგთავაზებთ იმ „სელებრითების“ ჩამონათვალს, რომელთა ცხოვრებისეულმა გზამ ურთულეს გამოცდებს გაუძლო და მილიონობით ადამიანის კერპებად ქცეულან.

43 წლის ჰოლი ბერი მამის გარეშე, ფინანსურად შეჭირვებული დედის ხელში იზრდებოდა. 21 წლის ასაკში მან თავისი მომავლის სამსახიობო კარიერასთან დაკავშირება გადაწყვიტა და ოჰაიოდან ჩიკაგოში გადასახლდა სრულიად მარტო. საცხოვრებლის ქირაზე გადადებული ფული მალე გაუთავდა და რაღაც დროის განმავლობაში, ჰოლი უსახლკაროთა პანსიონატში ცხოვრობდა, სადაც 50-მდე „ბომჟთან“ ერთად ერთ დიდ ოთახში ათევდა ღამეს.

42 წლის დენიელ კრეიგმა, რომელიც ჯეიმს ბონდის შესრულებით გახდა საქვეყნოდ ცნობილი, ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, რომ სამსახიობო კარიერის დასაწყისში მძიმე ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა და იყო დრო, როდესაც პარკში, სკამზე ათევდა ღამეებს.

48 წლის ჯიმ ქერის, რომელიც თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლება, არ უყვარს ბავშვობის გახსენება. ფინანსური სიძნელეების გამო მისმა ოჯახმა გაყიდა სახლი და „ფოლკსვაგენის“ მარკის მიკროავტობუსში დასახლდა. მთელი ოჯახი ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა, სადაც ოჯახის უფროსები იატაკს რეცხავდნენ, ხოლო ბავშვები ტუალეტს ხეხავდნენ. მოგვიანებით, უკიდურესი სიდუხჭირის გამო, ოჯახმა მიკროავტობუსიც გაყიდა და კარავში დასახლდა.

მსახიობი და პოეტი – ჯონ ბერიმორი, განთქმული ამერიკელი მსახიობის დრიუ ბერიმორის მამა, 1932 წელს დაიბადა. მცირე სამსახიობო წარმატების მიღწევის შემდეგ ჯონი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიეძალა, რამაც მისი გაბანკროტება გამოიწვია. „გაბომჟებული“ ვარსკვლავი ქუჩაში და უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა, სანამ 2004 წელს გულის შეტევით არ გარდაიცვალა.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-შემსრულებელი და უნიკალური, სამოქტავიანი დიაპაზონის ხმის მფლობელი ელა ფიცჯერალდი ახალგაზრდობაში ბორდელში, მეთვალყურედ მუშაობდა და ასევე, მაფიასთან კავშირში იყო შემჩნეული. რამდენიმე დაპატიმრების შემდეგ, პოლიციამ ის გამოსასწორებელ სკოლას მიაბარა, საიდანაც ელა გაიქცა და წელიწადზე მეტხანს ქუჩაში ცხოვრობდა.

კინემატოგრაფიის უპირველესი ვარსკვლავი და მსოფლიო კინოს აღიარებული, უდიდესი კომედიური მსახიობი ჩარლი ჩაპლინი 1977 წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბევრმა არ იცის, რომ ჩარლის ცხოვრებისეული გზის დაწყება სიღარიბესა და შიმშილში, უსახლკარობასა და ლონდონის ქუჩებში წანწალით მოუწია, თან, გონებაშეშლილ დედას უვლიდა. სწორედ ბავშვობის დროინდელმა მოგონებებმა დაუდო სათავე ჩაპლინის მაწანწალის დაუვიწყარ იმიჯს.

ცნობილი ამერიკელი ილუზიონისტი ერიხ ვაისი – ფსევდონიმით ჰარი ჰუდინი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა და ღამეს „ბომჟების“ თავშესაფარში ათევდა. 12 წლის ასაკში ის სახლიდან გაიქცა და საბოლოოდ ნიუ-იორკში დასახლდა, სადაც მიაღწია კიდეც უდიდეს აღიარებას. ჰუდინის 1926 წელს ბრმა ნაწლავი გაუსკდა და გარდაიცვალა.

ორგზის „გრემის“ მფლობელი, ამერიკელი მომღერალი და მსახიობი კელი კლარკსონი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ავტომობილში ცხოვრობდა. 2002 წელს იგი იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო, რადგან მისი ავტომობილი ისე დაიწვა, საკუთარი ნივთების გამოტანაც ვერ მოასწრო.

ლეგენდარული ჯგუფ „ნირვანას“ ლიდერი – კურტ კობეინი, თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მრავალჯერ დარჩენილა სახლის გარეშე. ერთი პერიოდი იგი უსახლკაროთა ბანაკში ცხოვრობდა აბერდინში, ვაშინგტონში მუყაოს კოლოფში ათევდა ღამეებს, ხანდახან, გამოუვალი მდგომარეობის გამო, სადარბაზოებში, საავადმყოფოების მოსაცდელში, რკინიზგის სადგურებსა და მიტოვებულ ფარეხებში უწევდა ღამის გატარება.

ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავი, მსახიობი და მოდელი – ლილ კიმი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა: „როდესაც მამამ მიგვატოვა, მე და დედა იძულებული ვიყავით, ავტომობილის უკანა სავარძელზე დაგვეძინა, რადგან სხვა თავშესაფარი არ გვქონდა“. ლილ კიმი ბრუკლინში დაიბადა და 14 წლის ასაკამდე მას საკუთარი სახლი არ ჰქონია.

ცნობილი მსახიობის და კვენტინ ტარანტინოს ახალი მუზის – როუზ მაკგოუენის დედა ფრანგი მწერალი, ხოლო მამა – ირლანდიელი მსახიობი იყო. ისინი დაცილდნენ, როდესაც როუზი სულ პატარა იყო. მომავალი მსახიობი დედასთან ერთად ცხოვრობდა სექტაში სახელწოდებით „ღმერთის შვილების კომუნა“. იქიდანაც 9 წლის ასაკში გამოიქცა და ორეგონის შტატში მაწანწალობდა. მოგვიანებით, როუზი ლოს-ანჯელესში ჩავიდა და იქაც, ერთი ხანობა, ქუჩაში ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს.

50-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავმა ბობი დრისკოლმა, ოსკარი შვიდი წლის ასაკში მიიღო. 31 წლისა კი სიმარტოვეში, გრინვიჩ-ვილიჯის ერთ მიტოვებულ სახლში გარდაიცვალა. ზოგი ამტკიცებს, რომ ჰეპატიტმა, იმსხვერპლა, ზოგი კი, გულის შეტევას აბრალებს. მისი გვამი ორმა ბავშვმა იპოვა, რომლებიც მიტოვებულ შენობაში დამალობანას თამაშობდნენ. დრისკოლი უსახლკაროებისთვის განკუთვნილ სასაფლაოზე დაკრძალეს და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მოხერხდა, მისი იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდებით.


скачать dle 11.3