სამაისო ორგია, მილიციის უფროსი და „უქარქაშო ხმლები“
უქარქაშო ხმლები
ინსტიტუტი ახალი დამთავრებული მქონდა, როცა რუსეთის ერთ-ერთი ქალაქის რაიონულ მილიციაში გამანაწილეს სამუშაოდ. 21 წლის ბიჭი ვიყავი. ცოლ-შვილი ჯერ არ მყავდა და ჩემს ბუნებრივ მოთხოვნილებებს მდედრობითი სქესის ჩემს კოლეგებთან ვიკმაყოფილებდი. საერთო საცხოვრებელში, სადაც მე ვცხოვრობდი და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა, მილიციელი ქალბატონებიც ცხოვრობდნენ. მე, რა თქმა უნდა, მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა დამყარებული და მორიგეობიდან თავისუფალ დროს ერთად ვატარებდით. ამიტომ, საერთო საცხოვრებელში თითქმის ყოველ საღამოს სუფრას ვშლიდით და ვქეიფობდით, რაც შემდეგ ლოგინით მთავრდებოდა.
9 მაისის ზეიმამდე ერთი კვირით ადრე, ჩემი უფროსი დააწინაურეს და გვითხრეს, რომ ახალ უფროსს საზეიმო-სადღესასწაულო უქმეების მერე, ანუ 10 მაისს წარგვიდგენდნენ. 8 მაისს, ჩემთან ჩემი კურსელი, მეგობარი და თანამშრომელი ლონია საბუროვი მოვიდა და მითხრა:
– ანდრო, ჩვენთან ახალი „ჩიტი“ შემოფრინდა და იმედია, მახეში გააბამ, ჩვენს სუფრაზე დაპატიჟებო.
„ჩიტში“ რა თქმა უნდა, ახალი ქალბატონი იგულისხმებოდა. მე ის ჯერ შორიდან შევათვალიერე, სხვა გოგონებთან შედარებით, ასაკის მიუხედავად („ჩიტი“ 30-32 წლის იქნებოდა) მშვენივრად გამოიყურებოდა და ეტყობოდა, არც ლოგინში უნდა ყოფილიყო ცუდი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე ჯერ გავიცანი ნატაშა, შემდეგ კი სუფრაზე მივიწვიე და როცა ქეიფმა ზენიტს მიაღწია, მასთან სიყვარული მომინდა. ნატაშა სიამოვნებით დამთანხმდა და ჩვენ საძინებელში განვმარტოვდით. ის მართლაც ძალიან ვნებიანი ვინმე აღმოჩნდა და რომ არ მოგატყუოთ, მან ჩემთან და ჩემს ხუთ თანამშრომელთან ერთად ორი დღის განმავლობაში შეუსვენებლად „იმუშავა“. ნატაშა ხელთათმანებივით გვიცვლიდან ჩვენ და თან, გვეუბნებოდა:
– მილიციის თანამშრომლები უქარქაშო ხმლებივით უნდა იყოთ და თქვენი იარაღი მუდამ შემართული უნდა გქონდეთ საბრძოლველადო.
თუ რას გულისხმობდა საბრძოლველად შემართულ იარაღში, ანუ „უქარქაშო ხმლებში“ ჩვენი ახალი სექსბომბა, ძნელი მისახვედრი არაა.
ერთი სიტყვით, 10 მაისს, გამთენიისას ჩვენი და ნატაშას დროსტარება დამთავრდა. ქალი გამოგვემშვიდობა და წავიდა. ჩვენ კი საწოლებზე მივეყარეთ, 2 საათი რომ წაგვეძინა. დილას ახალი უფროსი უნდა გაგვეცნო და იმდენი ძალა მაინც გვჭირდებოდა, რომ პლაცზე არ ჩაგვძინებოდა.
მოკლედ, დილის 9 საათზე ჩვენი განყოფილების მთელი პირადი შემადგენლობა პლაცზე ვიყავით გამწკრივებულები და ახალი, როგორც ამბობდნენ, ძალიან მკაცრი უფროსის გამოჩენას ველოდით.
დანიშნულ დროს უფროსიც გამოჩნდა და როცა მას შევხედეთ მე და ჩემმა ქანცგაწყვეტილმა კოლეგებმა, კინაღამ ჭკუა დავაბნიეთ. ჩვენს გასწვრივ მაიორის ფორმაში გამოწყობილი ნატაშა მოაბიჯებდა, რომელთანაც ორი დღის განმავლობაში გადაბმულად ვნეტარებდით. მან ძალიან საქმიანად გაგვაცნო საკუთარი თავი და „რეჩი“ ასე დაასრულა:
– მილიციელი უქარქაშო ხმალს ჰგავს და იარაღი მუდამ მზადყოფნაში უნდა გქონდეთ!
ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი იარაღი მუდმივ მზადყოფნაში გვქონდა და თათბირის შემდეგ პირდაპირ უფროსის კაბინეტში მორიგეობით ვახდენდით ჩვენი „საბრძოლო ხელოვნების“ დემონსტრირებას.
პოდპოლკოვნიკ ანდრო ბურდულის ნაამბობის მიხედვით