კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აკონტროლებდა „კაგებე“ რელიგიის მსახურებს და რა პროვოკაციებს უწყობდა მათ ურჩ წარმომადგენლებს



საბჭოთა „კაგებეს“ ვიცე-პოლკოვნიკი, 48 წლის ბორის გორინი, 1981 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა, სადაც დაწერა წიგნი „საიდუმლო ინტრიგები“. ამ წიგნში ავტორი საბჭოთა წესწყობილებისა და „კაგებეს“ მძაფრი კრიტიკით გამოდის. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან.

ჯოჯოხეთიდან გაქცევა

საბჭოთა ტოტალიტარიზმი იმდენად ყოვლისმომცველი იყო, რომ ყველაფრის შთანთქმას ცდილობდა, მათ შორის სულიერებისაც და აუცილებელი იყო, რომ „კაგებეს“ არსად არაფერი გამოჰპარვოდა.

სპეცაგენტთა სკოლის დამთავრების შემდეგ ხელმძღვანელობამ რატომღაც, ეკლესიის სფეროს კურატორად დამნიშნა. ჩემი მოვალეობა იყო რელიგიის მსახურთა კონტროლი. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ამ სფეროში აბსოლუტური უმრავლესობა პატიოსანი, წესიერი და სათნო ადამიანი იყო და მათი ჩვენს სამსახურში ჩაყენება წარმოუდგენელი გახლდათ. თუმცა, მათ შორისაც იყვნენ გამყიდველები, რომლებიც კომპრომენტაციის გამო ან იუდასავით 30 ვერცხლად, გვთანხმდებოდნენ თანამშრომლობაზე.

ოთხმოციანი წლების დასაწყისში, გაქცევამდე თითქმის ერთი წლით ადრე, ერთი შემთხვევა მოხდა, რომელმაც რადიკალურად შემიცვალა ჩემი მსოფლმხედველობა და დასავლეთში გაქცევისკენ მიბიძგა.

ციმბირის ერთ-ერთ მთიან, ტყით დაბურულ ადგილზე დღესაც მდებარეობს მამათა მონასტერი და ჩვენი უწყება მისი მაშინდელი წინამძღოლის, მამა ვასილის პიროვნებით დაინტერესდა. აგენტურული მონაცემებით ვიცოდით, რომ ბერი მამა ვასილი დისიდენტურად აზროვნებდა და ვიწრო წრეში, კერძო საუბრებისას, საბჭოთა სახელმწიფოს წესწყობილებას აკრიტიკებდა. ქვეყანას სატანის ბუდეს უწოდებდა და მიაჩნდა, რომ ეს ბუდე დასანგრევი იყო. ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი აზრები „კაგებეში“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად შეფასდა და გადაწყდა, რომ სასულიერო პირისთვის, მისი დისკრედიტაციის მიზნით პროვოკაცია მოეწყოთ. ჩემდა სამწუხაროდ, ამ პროვოკაციაში მეც ვიყავი ჩართული და აგენტისგან მოწოდებული ინფორმაციის გადამუშავება მევალებოდა, რასაც შემდეგ ახალი დირექტივები და სამოქმედო გეგმა უნდა დართვოდა ჩემი მხრიდან. ანუ, მე ვაძლევდი მიმართულებას აგენტს, რომელსაც ბერი პროვოკაციაზე უნდა წამოეგო. მიუხედავად იმისა, რომ „კაგებე“ შეუზღუდავი შესაძლებლობების უწყება გახლდათ და ადამიანების დაპატიმრება, ან გაქრობა მისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, სასულიერო პირებისადმი მაინც განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა. ისინი ჩვენთან განსაკუთრებული ტიპის ადამიანებად მიაჩნდათ. ამიტომ, მიზანში ამოღებული პიროვნება ჯერ მორალურად მაქსიმალურად უნდა განადგურებულიყო და მხოლოდ უკანასკნელ სტადიაზე ერთვებოდა საქმეში სასამართლო.

მამა ვასილთან სამუშაოდ 21 წლის ახალგაზრდა, სემინარიის სტუდენტი შეირჩა. ის ჰომოსექსუალი იყო და ჩვენს კარტოთეკაში „მონიას“ ფსევდონიმით გახლდათ მოხსენიებული. მონია მამათა მონასტერში იქნა შეგზავნილი და სწორედ მას უნდა მოეწყო წინამძღოლისთვის პროვოკაცია. საამისოდ რამდენიმე გეგმა გვქონდა შემუშავებული, მაგრამ ძირითადი მიმართულება სექსუალური ძალადობა იყო და პატიოსანი ბერი ამ კუთხით უნდა „გვემხილა“.

ორთვიანი უნაყოფო მცდელობის შემდეგ გეგმა შევცვალეთ და საქმეში ახალგაზრდა აგენტი ქალი ჩავრთეთ, რომელიც 25 წლის იყო და იქვე დედათა მონასტერში მოღვაწეობდა. აგენტი გოგონა ადრე მკვლელობის საქმეში იყო გარეული და ჩვენი დახმარებით დააღწია თავი მართლმსაჯულებას, სამაგიეროდ კი, თანამშრომლობაზე დაგვთანხმდა.

ერთ მშვენიერ დღეს მონიამ და აგენტმა გოგონამ ბერი ერთ-ერთ ქოხში შეიტყუეს მომაკვდავის ზიარების საბაბით. სინამდვილეში კი, იქ ყველაფერი მზად იყო პროვოკაციისთვის და როგორც კი ბერმა ქოხში ფეში შედგა, აგენტმა გოგონამ სამოსი შემოიხია და გაშიშვლდა. შემდეგ ბერს დაეტაკა, წააქცია და სანამ ის რამეს მოისაზრებდა, მისი ხელებით სხეული დაიკაწრა და ბერსაც ჩამოხოკა სახე... მალე მილიციაც გაჩნდა, „ინციდენტის“ მონაწილეები დააკავეს და განყოფილებაში წაიყვანეს. ბოლოს კი „მონაზონმა“ და მონიამ ჩვენება მისცეს და საქმეც შეიკერა... დაიწყო ბერის საწინააღმდეგო კამპანია პრესაში და სასამართლოს დაწყებამდე მოსახლეობაში უკიდურესად უარყოფითი ფონი შეიქმნა.

სასამართლო პროცესი ირკუტსკში ტარდებოდა და მას მეც უნდა დავსწრებოდი, როგორც მეთვალყურე. პირველი და მეორე სხდომა ღვთისნიერი ბერის სრული ტრიუმფით ჩატარდა და აშკარა ხდებოდა, რომ შეკვეთილი მართლმსაჯულება კრახს განიცდიდა. ამიტომ, საშინელი რამ იქნა მოფიქრებული და გადაწყდა, რომ ბერისთვის და აგენტი გოგონასთვის სიფილისის ბაცილები შეეშვათ სისხლში ნემსის მეშვეობით, რითაც მათი სქესობრივი კავშირის დამტკიცება სურდათ. ეს რომ შევიტყვე, ჩემს ტვინში რევოლუცია მოხდა და მივხვდი, თუ ვის ვემსახურებოდი. ამიტომ, თავი მოვალედ ჩავთვალე, ბერისთვის მეშველა, რითაც საკუთარ თავსაც ვუშველიდი. მეორე დილას მამა ვასილი ჯერ სასამართლოდან გავაპარე, ერთ კვირაში კი იაპონიის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავაღწიეთ და ყველაფერი ამით დასრულდა.


скачать dle 11.3