კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს



კითხვა: დავიბადე 1980 წლის 23 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე. რომელი სფერო მომიტანს წარმატებას და სად გამიღიმებს მეტად იღბალი?

პასუხი: თქვენ თხის რქა ხართ ზოდიაქოს ნიშნით. პროფესიებიდან თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: სახელმწიფო ზემაღალი აპარატის სტრუქტურებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, საიუველირო, ანტიკვარიატის ან სალომბარდე საქმიანობა, მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია, სამასაჟო საქმე, გასართობი ინდუსტრია, პოლიტიკის სფერო, ხელოვნებიდან – თეატრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია. თუ ბარიერებსა და წინაღობებს გადალახავთ, მაშინ წარმატებები გელით შემდეგ სფეროებშიც: პოეზია, ლიტერატურა, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ბიზნესი ან შემოქმედება, დიზაინი, სამოდელო საქმე, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, იურისპრუდენცია, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, გაზის ინდუსტრია. რაც შეეხება, უცხოეთს, თქვენი დიდი წარმატების ადგილი არ არის, თუმცა ის არ გეკრძალებათ და საშუალოდ წაგადგებათ. შესაბამისად, ქვეყნებიდან თქვენთვის კარგია: ჩეხეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კალიფორნიის შტატი, პერუ, ესპანეთი, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, თურქმენეთი, რუსეთიდან სანკტ-პეტერბურგი. თუ ბარიერებს გადალახავთ, მაშინ წარმატებები გელით: იტალიის დანარჩენ ნაწილში, არგენტინაში, ბირმაში, ავსტრიაში, ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ეგვიპტეში, ტიბეტში, სან-მარინოში, ესპანეთის კატალონიის მხარეში, მონაკოში, ლატვიაში, ეთიოპიაში, გვატემალაში, ჰავაის კუნძულებზე.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1999 წლის 12 იანვარს, დილის 5 საათსა და 12 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია, რომელ პროფესიებში ელის წარმატება და რომელი ქვეყნებია მისთვის მეტად სასიკეთო და წარმატებების მომტანი?

პასუხი: მისი კარმული მისიაა ის, რომ იყოს მეტად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, მომთმენი. უნდა შეეძლოს საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა; დაეყრდნოს კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, უნდა დაამყაროს მეტად სტაბილური ურთიერთობა სასიყვარულო სფეროში. სადაც შევა, უნდა შეიცნოს სიმშვიდე, ჰარმონია და სილამაზე და არა აგრესია, დეპრესია. მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს შვილების აღზრდას. დაეყრდნოს ინტუიციას და დიპლომატიურობას. უნდა შეეძლოს საიდუმლოს შენახვა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მისი კოსმიური მისიის შესრულებას და წარმატებების მიღწევას. მისთვის წარმატებულ პროფესიებს კი განეკუთვნება: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, მხატვრობა, თეატრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, პედაგოგიური მოღვაწეობა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, დიზაინი, არქიტექტურა, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია – საკუთარი კაზინო, რესტორანი, ლატარია, პარკი და ასე შემდეგ, ასევე, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სამოდელო საქმიანობა, სალომბარდე საქმიანობა, მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, ფარმაცევტიკა, სამასაჟო საქმე, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია; უცხოეთი მისი დიდი წარმატების ადგილი და შანსი არ არის. თუმცა, ზოგადად უცხოეთი მისთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია: ჩეხეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, კალიფორნიის შტატი, პერუ, ავსტრია, ესპანეთი, თურქეთი, ჩიკაგო – ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან – რომი, ინდოეთის აღმოსავლეთი მხარე, ბრაზილია, პორტუგალია, ისლანდია, ჩინეთის და ვიეტნამის ცენტრალური ნაწილი, ტაილანდი, პანამა, კუნძული ტაიტი, ცენტრალური ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, კორეა, ფინეთი, კუნძული შრი-ლანკა, ურუგვაი, პაკისტანი, კუნძული მალტა, თურქეთის ქალაქი სტამბული. ეს ის ქვეყნებია, რომელიც მისთვის მეტად წარმატების მომტანი აღმოჩნდება.


скачать dle 11.3